თბილისში, საბურთალოზე კაცი დაჭრეს

თბილისში, საბურთალოზე კაცი დაჭრესდაჭრა თბილისში – საბურთალოზე, ოთარ ჭილაძის ქუჩაზე კაცი დაჭრეს. როგორც თვითმხილველებმა “მთავარს” მიაწოდეს ინფორმაცია, შუახნის კაცს სხეულზე დაზიანებები დანით მიაყენეს, რის შემდეგაც დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, რომელმაც დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანა.