ვახტანგ გომელაური: „გუნდს ვთხოვე თანამდებობის დატოვება, რაც მომცემს იმის საშუალებას, რომ ოჯახს – მეუღლეს, შვილებს და ახლად შეძენილ შვილიშვილს მეტი დრო დავუთმო”

ვახტანგ გომელაური: „გუნდს ვთხოვე თანამდებობის დატოვება, რაც მომცემს იმის საშუალებას, რომ ოჯახს - მეუღლეს, შვილებს და ახლად შეძენილ შვილიშვილს მეტი დრო დავუთმო"ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, ვიცე-პრე­მი­ერ­მა ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს:

„სა­ზო­გა­დო­ე­ბას მინ­და ვაც­ნო­ბო, რომ მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ.

ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩემ­თვის არ იყო იოლი მი­სა­ღე­ბი. 2011 წლი­დან ვი­ყა­ვი იმ ბრძო­ლის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე, რო­მელ­საც სა­თა­ვე­ში ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ჩა­უდ­გა და რო­მელ­მაც ჩვენს ქვე­ყა­ნას გარ­დამ­ტე­ხი ცვლი­ლე­ბე­ბი მო­უ­ტა­ნა. ჩემ­თვის ძვირ­ფა­სი და სა­ა­მა­ყოა ყვე­ლა ის მიღ­წე­ვა, რო­მე­ლიც ჩვენს ქვე­ყა­ნას სამ­თავ­რო­ბო გუნ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ჰქონ­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვრჩე­ბი ამ გუნ­დის ერ­თგუ­ლი. მო­მა­ვალ­შიც, ნე­ბის­მი­ერ დროს, მზად ვარ გვერ­დში და­ვუდ­გე სა­ხელ­მწი­ფოს და მმარ­თველ გუნდს, თუ ამას სა­ჭი­რო­ე­ბა მო­ი­თხოვს.

10 წე­ლი­წად­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვი­კა­ვებ­დი სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი­სა და ვიცე-პრე­მი­ე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბებს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამ­დე­ნი წლის მან­ძილ­ზე უმაღ­ლეს სა­ხელ­მწი­ფო თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე ყოფ­ნა ძა­ლი­ან შრო­მა­ტე­ვა­დი საქ­მეა და დიდ ენერ­გი­ას მო­ი­თხოვს. დღეს, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში მშვი­დი ვი­თა­რე­ბაა, თავს უფ­ლე­ბა მი­ვე­ცი და გუნდს ვთხო­ვე თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბა, რაც მომ­ცემს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ოჯახს – მე­უღ­ლეს, შვი­ლებს და ახ­ლად შე­ძე­ნილ შვი­ლიშ­ვილს მეტი დრო და­ვუთ­მო.

მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, რომ­ლის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ­მა ნდო­ბამ მომ­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი­დან მემ­სა­ხუ­რა ჩემი ქვეყ­ნის­თვის. მისი ნდო­ბა და მა­გა­ლი­თი მაძ­ლევ­და გან­სა­კუთ­რე­ბულ სტი­მულს, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად მე­კე­თე­ბი­ნა ჩემი საქ­მე და ჩემი წვლი­ლი შე­მე­ტა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის გან­მტკი­ცე­ბის საქ­მე­ში”, – ნათ­ქვა­მია გო­მე­ლა­უ­რის მი­მარ­თვაში.