მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს – ოპოზიციონერ ლიდერებს ხელბორკილები კოალიცია “ლელო – ძლიერი საქართველოს” ოფისთან დაადეს.
„ცეცხლი ოლიგარქიას, ბიძინას რუსული რეჟიმი მალე დაემხობა” – ასეთი იყო მამუკა ხაზარაძის ბოლო გზავნილი, რომელიც პოლიტიკოსმა პოლიციის ავტომობილში ჩაჯდომამდე გააჟღერა.
რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, მან თქვა, რომ “საქართველო გაიმარჯვებს”.
კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველოს” ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიტიკოსების გარდა, ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის მხარდამჭერებიც არიან შეკრებილები. “ქართული ოცნების” პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრების შემდეგ, მოქალაქეები სკანდირებდნენ – „სირცხვილია”.
მამუკა ხაზარაძეს ბადრი ჯაფარიძეს მოსამართლე ზვიად შარაძემ 8 თვით პატიმრობა შეუფარდა.
განაჩენის გამოცხადებას „ლელო -ძლიერი საქართველოს” ლიდერები არ დასწრებიან, ის მხოლოდ ადვოკატმა, პროკურორებმა და ჟურნალისტებმა მოისმინეს.
მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს წულუკიანის კომისიის მოთხოვნების დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.
ორივე მათგანს აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.
დღესვე 7 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს „კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერს, ზურა ჯაფარიძესაც.