მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ამტკიცებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენელი მის ლიკვიდაციას გეგმავდა

 მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ამტკიცებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენელი მის ლიკვიდაციას გეგმავდამარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ამტკიცებს, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები მის მკვლელობას ამზადებდნენ და ამისთვის გადაბირებული ჰყავდათ ერთ-ერთი მონაზონი. ამის შესახებ მეუფე გიორგი ჯამდელიანმა ამბიონიდან ისაუბრა.

სასულიერო პირმა თქვა ისიც, რა გზით გეგმავდნენ მის ლიკვიდაციას  – ეკლესიის მონაზონს მაღალი იერარქისთვის საწამლავი საკვებში უნდა ჩაეყარა.

სასულიერო პირი ხელს მთავრობის მოქმედ წევრს ადებს და ამბობს, რომ ის უშიშროების უწყების წარმომადგენელია.

დღეს ეს ადამიანი დაბარებული იქნა, წაეყენა ბრალი, იქნა მოსმენილი ეს ყოველივე და მე, როგორც ეპარქიის მწყემსმა და მსაჯულმა, გამოვიტანე განაჩენი, რომ ის არის გამყიდველი, ვითარცა იუდა და გამცემი, რომელიც ამზადებდა ჩემს მკვლელობას, ჩემს ლიკვიდაციას. ჰყავდა გადაბირებული ერთი წლის განმავლობაში ჩემი მონაზონი, რომელიც ცხოვრობდა რეზიდენციაში, რომელსაც ავალებდნენ. ეს კაცი არის მაღალჩინოსანი და კონკრეტულად უშიშროების უწყების წარმომადგენელი. ეს პიროვნება, არ არის დასამალი, გაილახა, თავისი დაცვიანად გაიქცა აქედან კუდამოძუებული. რა თქმა უნდა, მე ხელი არ დამიკარებია, მე მაღალი თმენის ვალდებულება მაქვს როგორც მღვდელმთავარს და ახლა მისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ყველანაირი პროვოკაცია. მე ვფიქრობ, რომ მის უკან დგანან ძალები. ეს პიროვნება არის მთავრობის წევრი, დღევანდელი მოქმედი წევრია მთავრობის. თუ ხელისუფლება მას არ გაემიჯნება, მაშინ ჩემთვის კიდევ ბევრი რაღაც ცხადი გახდება, – თქვა ეპისკოპოსმა.
სასულიერო პირი ამბობს, რომ მონაზონმა მასთან ყველაფერი აღიარადა ამხილა მათ შორის ის პიროვნებაც, ვინც ეპისკოპოსის ლიკვიდაციას გეგმავდა.

წყარო: ტვ „პირველი“