მერაბ დვალიშვილმა შონ ო’მალი დაამარცხა და UFC-ს საჩემპიონო ქამარი კარიერაში მეორედ დაიცვა. შეხედრა ნიუ ჯერსიში გაიმართა. 34 წლის ქართველმა შეხვედრა მესამე რაუნდში მოიგო.
ცნობისთვის, მებრძოლებს შორის პირველი დაპირისპირება 2024 წლის 15 სექტემბერს გაიმართა და აღნიშნული ბრძოლაც დვალიშვილის გამარჯვებით დასრულდა.
მერაბ დვალიშვილს შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 24 შეხვედრის შემდეგ 20 გამარჯვება და 4 მარცხი დაუგროვდა. დღევანდელი მოგება ზედიზედ მეცამეტეა.