რისთვის გამოიყენება ტრიმეკორი MR და როგორ მუშაობს

რისთვის გამოიყენება ტრიმეკორი MR და როგორ მუშაობსტრიმეკორი MR ქართული წარმოების მედიკამენტია, რომელიც იშემიასთან
დაკავშირებული მდგომარეობების, მათ შორის გულის ანგინის, სამკურნალოდ
გამოიყენება.
თავის ფუნქციას ეს წამალი კონკრეტული ნივთიერების მეშვეობით ახერხებს,
რომელსაც ტრიმეტაზიდინი ეწოდება. მოქმედი ნივთიერების სახით
მედიკამენტში, უფრო ზუსტად, ტრიმეტაზიდინის ჰიდროქლორიდი გვხვდება.
მოდით, ჯერ გავიგოთ, კონკრეტულად რაში შეიძლება დაგვეხმაროს ეს
პრეპარატი, შემდეგ კი ტრიმეტაზიდინის მუშაობის პრინციპიც ავხსნათ.
რაში გამოიყენება ტრიმეკორი
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტრიმეკორს იშემიასთან დაკავშირებული დარღვევების
დროს მიმართავენ.
იშემია ისეთი მდგომარეობაა, როდესაც სხეულის რომელიმე ნაწილს, ქსოვილსა
თუ ორგანოს სისხლი საჭირო რაოდენობით არ მიეწოდება. ცნობილია, რომ ამას
სისხლძარღვთა შევიწროება ან დაბლოკვა იწვევს. შედეგად სხეულის ჟანგბადით
მომარაგება იზღუდება.
ჟანგბადის უკმარისობამ არაერთი სხვა პრობლემა შეიძლება წარმოშვას, მათ
შორის გულის პრობლემები. ერთ-ერთი ასეთი დარღვევაა გულის ანგინა, ანუ
ტკივილი და დისკომფორტი მკერდის არეში.
ტრიმეკორი მედიცინის სხვადასხვა დარგში არაერთი დანიშნულებით
გამოიყენება:
● კარდიოლოგიაში: გულის იშემიური დაავადების ხანგრძლივი
მკურნალობისთვის; სტენოკარდიული შეტევების პროფილაქტიკის
მიზნით (როგორც მარტო, ასევე სხვა პრეპარატებთან ერთად);

● ოტორინოლარინგოლოგიაში: ისეთი სახის კოხლეო-ვესტიბულური
დარღვევები, რომელთაც იშემიური წარმოშობა აქვს. ეს შეიძლება იყოს:
თავბრუსხვევა, ყურებში შუილი და სმენის დაქვეითება;
● ოფთალმოლოგიაში: თვალის ქოროიდისა თუ ბადურას პრობლემები,
რომლებიც იშემიური კომპონენტებით მიმდინარეობს.
ცნობისთვის, ტრიმეტაზიდინს ზოგჯერ სპორტის მიმდევრებიც მიმართავენ,
რათა საკუთარი ფიზიკური უნარები გააუმჯობესონ, თუმცა მსოფლიოს
დოპინგის საწინააღმდეგო სააგენტო (WADA) მის გამოყენებას კრძალავს.
როგორ მუშაობს ტრიმეტაზიდინი
ტრიმეკორის მოქმედი ნივთიერება, ტრიმეტაზიდინი, სხეულს არაერთი გზით
ეხმარება.
იგი იშემიურ და ჰიპოქსიურ უბნებში უჯრედების ენერგეტიკულ მეტაბოლიზმს
არეგულირებს, ანუ უზრუნველყოფს, რომ უჯრედებმა საკვები ნივთიერებები
ენერგიად ეფექტიანად გარდაქმნას; იმავე მოქმედების მისაღწევად ეს
ნივთიერება უჯრედშიდა ატფ-ის რაოდენობის შემცირებასაც უშლის ხელს. გარდა
ამისა, პრეპარატი მემბრანაში იონური არხების გამართულ ფუნქციონირებას
უწყობს ხელს, შედეგად კი უჯრედებს ჰომეოსტაზს უნარჩუნებს.
ცნობილია, რომ ტრიმეტაზიდინი ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვას აფერხებს, ანუ
მისი მიღების შემდეგ სხეული ცხიმებს ნაკლებად იყენებს ენერგიის მისაღებად;
პრეპარატი გლუკოზის დაჟანგვას ზრდის, ანუ შაქრის წვას უწყობს ხელს. ეს
პროცესი გულის კუნთისთვის უფრო მარტივია და ნაკლებ ჟანგბადს საჭიროებს,
ვიდრე ცხიმების წვა. ასე გული უფრო ეფექტიანად მუშაობს, რაც იშემიის,
ჟანგბადის ნაკლებობის, დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ასე გულის
ანგინის განვითარებაც ფერხდება.
მისი მიღებისას მცირდება გულის ქსოვილების დაზიანებაც. იგი უჯრედებში
მჟავიანობას ამსუბუქებს, ეს კი იშემიურ ქსოვილებში ანთებასა და მძიმე
დაზიანებებს ამცირებს. იმის მიუხედავად, რომ გულში დაზიანებული უბნები
მცირდება, ამ დროს სისხლის მიმოქცევის სიჩქარე მაინც არ იცვლება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გულის იშემიური დაავადების დროს
ტრიმეტაზიდინი გულის კუნთში სისხლის მარაგს აუმჯობესებს და ასე
ფიზიკური დატვირთვისას იშემიის განვითარების რისკსაც ამცირებს. ამასთანავე,
წამალი გულის რიტმზე არ მოქმედებს და არც წნევის მკვეთრ ცვალებადობას
იწვევს.
გარდა ამისა, ტრიმეტაზიდინი სტენოკარდიული შეტევების სიხშირეს ამცირებს;
ამასთანავე, სხეულს ნიტრატებისადმი მოთხოვნილება ნაკლებად უჩნდება.
იშემიური დარღვევის მქონე პაციენტებში ტრიმეტაზიდინი გულის მარცხენა
პარკუჭის კუმშვადობას აუმჯობესებს.
ცნობისთვის, ორგანიზმში პრეპარატი მაქსიმალური რაოდენობით მიღებიდან
დაახლოებით 5 საათში გვხვდება. ეს ნივთიერება ძირითადად თირკმელებიდან
გამოიყოფა შეუცვლელი სახით.
საბოლოო ჯამში, ტრიმეტაზიდინს საკმაოდ ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია,
თუ, რა თქმა უნდა, მას დანიშნულებისამებრ გამოვიყენებთ. თუკი ექიმი
ტრიმეკორის გამოყენებას გირჩევთ, მის შეძენას PSP-ს ონლაინ აფთიაქიდანაც
შეძლებთ.

R.