თეა დარჩია სოციალურ ქსელში წერს:
„ეს არაჩვეულებრივი ბიჭი, დემნა დარჩიაა, ჩემი ძმის, დავით დარჩიას შვილი და იღუმენია სიდონია დარჩიას ძმის შვილია. ის უკრაინაში გაექცა მშობლებს საბრძოლველად და დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების დახმარებისას ნაღმზე აფეთქდა. 21 წლის ბავშვი, სიკეთის და სიყვარულის განსახიერება აღარ არის. არ ვიცი, როგორ უნდა გადავიტანოთ ეს არგადასატანი ტკივილი…
დავით, ჩემო უსაყვარლესო ძმაო, თეა, ჩემო უსაყვარლესო, დედაო, ჩემო ერთადერთო, მეუფეო, ჩემო იმედო და დემნას დებო და ძმებო, ჩემო ტკბილებო, არც ვიცი, რით განუგეშოთ, ან რა გიხრათ, მაგრამ დემნა ჩემთვის გმირია, გმირი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რომელმაც უბრალოდ ვერ შეძლო უმოქმედოდ ყოფნა და თავი შესწირა ბოროტებასთან ბრძოლას!!!
ნათელი და საუკუნო ხსოვნა შენს უკვდავ სულს ჩემო ლამაზო, ნიჭიერო და კეთილშობილო დემნა… მიყვარდი, მიყვარხარ და სულ მეყვარები სანამ პირში სული მიდგას. შენ ჩემი გმირი ხარ, დემნა“.