საეჭვო ხელსაწყოებით ბოსტნეულსა და ხილში ნიტრატების გაზომვა სარწმუნო არ არის – სეს-ი  საზოგადოებას აფრთხილებს

საეჭვო ხელსაწყოებით ბოსტნეულსა და ხილში ნიტრატების გაზომვა სარწმუნო არ არის - სეს-ი  საზოგადოებას აფრთხილებსსურსათის ეროვნული სააგენტო [სეს] განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ საეჭვო ხელსაწყოებით ბოსტნეულსა და ხილში ნიტრატების გაზომვა სარწმუნო არ არის და მიზნად მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას ისახავს.

სეს-ის ინფორმაციით, ივლისში, სააგენტოს ინსპექტორებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა პარამეტრზე სარეალიზაციო ობიექტებიდან აიღეს 84  ნიმუში და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადააგზავნეს.

მათივე ცნობით, ყველა მაჩვენებელი დადგენილ ნორმასთან შესაბამისობაში აღმოჩნდა საზამთროს, ნესვის, ვაშლის, ატმისა და პომიდვრის ნიმუშებში.

სურსათის ეროვნული სააგენტო სხვადასხვა მაჩვენებელზე გამოსაკვლევად ყოველწლიურად ხილის და ბოსტნეულის  400-მდე ნიმუშს იღებს. კანონმდებლობისა და საერთაშორისო პრაქტიკის  შესაბამისად, ნიმუშის აღებისას დაცული უნდა იყოს დადგენილი  წესები. სურსათის ეროვნული სააგენტო ეყრდნობა მხოლოდ საერთაშორისო (ISO) სტანდარტის მქონე აკრედიტებულ ლაბორატორიაში შესაბამისი მეთოდოლოგიით ჩატარებული კვლევის  შედეგებს. შესაბამისად, საეჭვო ხელსაწყოების გამოყენებით ნიტრატების ან სხვა მაჩვენებლების გაზომვა ვერ იქნება სარწმუნო და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სეზონური ხილის, ბაღჩეულისა და ბოსტნეულის (ატამი, საზამთრო, ნესვი, კომბოსტო, ჭარხალი, პომიდორი, ვაშლი) ნიმუშების  კვლევას. ივლისში, სააგენტოს ინსპექტორებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა პარამეტრზე (ნიტრატები, პესტიციდები, რადიონუკლიდები) კვლევის მიზნით, სარეალიზაციო ობიექტებიდან აიღეს 84  ნიმუში და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადააგზავნეს. ლაბორატორიული კვლევით, ყველა მაჩვენებელი დადგენილ ნორმასთან შესაბამისობაშია საზამთროს, ნესვის, ვაშლის, ატმისა და პომიდვრის ნიმუშებში. ნიტრატების გადაჭარბებული რაოდენობა გამოვლინდა კომბოსტოსა და ჭარხლის 4 ნიმუშში (კომბოსტოს 2 და ჭარხლის 2 ნიმუში)” – წერს სეს.

მათივე ცნობით, სურსათი, რომელშიც ნიტრატების გადაჭარბებული რაოდენობა გამოვლინდა, სარეალიზაციო ქსელიდან უკვე ამოღებულია.