ლევან ხაბეიშვილი სუს-ში გადაიყვანეს – კადრები, რომელსაც”პირველების” რედაქცია იღებს ჩანს რომ პოლიტიკოსს ხელბორკილები ადევს.
“არანაირი უკან დახევა!”- სკანდირებს პოლიტიკოსი.
ქართველ ხალხს არ შეგეშინდეთ არაფრის, შეშინებული ხელისუფლებაა. არრ შეგეშინდეთ არაფრის, საქართველოს მოქალაქეებს შეგიძლიათ გაიმარჯვოთ. თავი არ დაუხაროთ რუსულ რეჟიმს. არანაირი უკან დახევა! გამარჯვება არის ქართველი ხალხის ხელში”- თქვა სუს-ში შეყვანამდე “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა.
ლევან ხაბეიშვილთან ტელეკომპანია „ფორმულას” ეზოში მივიდნენ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ადამიანები. როგორც თქვეს, თან ჰქონდათ განჩინება.