„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ 2025 წლის ივლის-აგვისტოში პარტიების შემოწირულებების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.
ანგარიშის თანახმად, 2025 წლის ივლის-აგვისტოში ყველა პარტიამ ჯამში 4,877,977 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, რომლის 73% – 3,553,326 ლარი „ქართულმა ოცნებაზე“ მოდის.
როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, “ეს ციფრები კვლავ ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს „ქართული ოცნების“ მსხვილი დონორების შესაძლო მონაწილეობა სისტემურ კორუფციაში – მათთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2016 წლიდან თითქმის მილიარდი ლარის (997 მლნ) ღირებულების ტენდერებში გაიმარჯვეს.“
2025 წლის ივლისსა და აგვისტოში „ქართულ ოცნებას“ 106-მა პირმა 3,553,326 ლარი შეწირა, სულ „ქართული ოცნების“ დონორებს პარტიისთვის 8 მილიონ ლარზე მეტი აქვთ შეწირული. საანგარიშო პერიოდში „ქართულ ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულ კომპანიებს 2016 წლიდან 997 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები აქვთ მოგებული, აქედან 273 მილიონი ლარის ღირებულების — 2024-2025 წლებში,- წერია ანგარიშში.
მათივე ინფორმაციით, გარდა ტენდერებისა, „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულ კომპანიებს 2016 წლიდან 14.9 მილიონი ლარის ოდენობის პირდაპირი შესყიდვის კონტრაქტები აქვთ მიღებული, აქედან 1.4 მილიონი — 2024-2025 წლებში.
სახელმწიფო შესყიდვების გარდა შემომწირველებთან დაკავშირებულ კომპანიებს მიღებული აქვთ სხვადასხვა საბიუჯეტო სუბსიდია. სულ საანგარიშო პერიოდში „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულ 19 კომპანიას ჰქონდა ასეთი სუბსიდია მიღებული ჯამური თანხით 8,2 მილიონი ლარი, – წერია ანგარიშში.
„ქართული ოცნების“ დონორთა ჯგუფები კი ასე გამოიყურება:
სამედიცინო ჯგუფი „ივერმედი“- ჯგუფი შედგება ხუთი წევრისგან, რომლებიც ფლობენ სამედიცინო აღჭურვილობის კომპანია შპს „ივერმედს“, რომლის შვილობილი კომპანიაა შპს „აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი“. ჯგუფის ორი წევრი რევაზ ჯორბენაძე და ზაზა ლაზარაშვილი ასევე იკავებს ხელმძღვანელ პოზიციებს „ჩაფიძის ცენტრში.“ „ივერმედის“ ხუთივე მეწილემ 2025 წლის 15 და 18 აგვისტოს „ქართულ ოცნებას“ 280,000 ლარი შეწირეს . შპს „ივერმედს“ 2024 წლიდან 1.3 მილიონი ლარის ტენდერები აქვს მოგებული ხოლო 2016 წლიდან — 15 მილიონი ლარის ღირებულების. 2016 წლიდან „ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს“ და ივერმედს 2.3 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები აქვთ მიღებული.
შემოწირულება (2025): 280,000 ლარი
სულ შემოწირულება: 560,000 ლარი
სახელმწიფო შესყიდვები (2024-2025 წლები): 1.3 მლნ ლარი; 172 ათასი ლარი (გამარტივებული)
სახელმწიფო შესყიდვები (2016 წლიდან): 15,0 მლნ ლარი; 2.3 მლნ ლარი (გამარტივებული)
ჯგუფის წევრები და მათი ინდივიდუალური შემოწირულებები:
ხუთივე პირი არის შპს „ივერმედის” მეწილე. ზაზა ლაზარაშვილი და რევაზ ჯორბენაძე ასევე არიან შპს „აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის“ დირექტორები.
ზაზა ლაზარაშვილი: 60,000 ლარი
რევაზ ჯორბენაძე: 60,000 ლარი
ლევან ლაზარაშვილი: 60,000 ლარი
დავით მეგრელიშვილი: 50,000 ლარი
იოსებ ჯორბენაძე: 50,000 ლარი
სამშენებლო ჯგუფი „ბონდი-2009“ და „გრანდ მაისონი“
სამშენებლო კომპანია „ბონდი-2009“ მეწილემ დავით დევაძემ აგვისტოში 60,000 ლარი შეწირა „ქართულ ოცნებას“. დევაძეს პარტიისთვის 170,000 ლარი აქვს შეწირული, ხოლო ჯამურად „ბონდი-2009“-ს მეწილეებს — 550,000 ლარი. მეწილეებს შორისაა ნუკრი დოლიძე და ოთარ ფუტკარაძე, რომლებსაც ივლის-აგვისტოში პარტიისთვის თანხა არ შეუწირავთ, თუმცა შეწირეს მათმა შვილებმა, ლევან დოლიძემ და შოთა ფუტკარაძემ. 30 ივლისს მათ თავიანთ ბიზნესპარტნიორ გიორგი ზოიძესთან ერთად „ქართულ ოცნებას“ 180,000 ლარი შეწირეს. ლევან დოლიძე ბათუმის საკრებულოს წევრია, ხოლო შოთა ფუტკარაძე — ხელვაჩაურის. ისინი გიორგი ზოიძესთან ერთად ფლობენ შპს „გრანდ მაისონს“, რომელიც ბათუმის ცენტრში, 8,652 კვ.მ. ფართობზე, 46 სართულიან ცათამბჯენს აშენებს. კომპანიამ მშენებლობის ნებართვა 2023 წელს მიიღო. მიწის ნაკვეთი 2019 წელს ბათუმის მერიის პირობიან აუქციონზე შპს „ბონდი 2009“-მ მიიღო, რომლის უფლებამონაცვლეც გახდა შპს „გრანდ მაისონი“.
შემოწირულება (2025): 240,000 ლარი
სულ შემოწირულება: 730,000 ლარი
სახელმწიფო შესყიდვები (2024-2025 წლები): 91,3 მლნ ლარი; 83,8 ათასი ლარი (გამარტივებული)
სახელმწიფო შესყიდვები (2016 წლიდან): 274,8 მლნ; 415 ათასი ლარი (გამარტივებული)
სხვა სარგებელი: პრივატიზაცია და მშენებლობის ნებართვა 8,652 კვ.მ.
ჯგუფის წევრები და მათი ინდივიდუალური შემოწირულებები:დავით დევაძე: 60,000 ლარი; „ბონდი-2009”
ლევან დოლიძე: 60,000 ლარი; „გრანდ მაისონი“
შოთა ფუტკარაძე: 60,000 ლარი; „გრანდ მაისონი“
გიორგი ზოიძე: 60,000 ლარი; „გრანდ მაისონი“
სამშენებლო კომპანია „გზა“
აგვისტოში მალხაზ დუმბაძემ „ქართულ ოცნებას“ 30,000 ლარი შეწირა, მას პარტიისთვის სულ 205,000 ლარი აქვს შეწირული. ის შპს „გზის“ დირექტორია, რომლის მფლობელი გიორგი ჭყონია პარლამენტის წევრია და 461,000 ლარი აქვს პარტიისთვის შეწირული, ხოლო მის კომპანიას უპრეცედენტო რაოდენობის, თითქმის ნახევარი მილიარდი ლარის ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული.
შემოწირულება (2025): 30,000 ლარი
სულ შემოწირულება: 716,000 ლარი
სახელმწიფო შესყიდვები (2024-2025 წლები): 55.7 მლნ ლარი
სახელმწიფო შესყიდვები (2016 წლიდან): 447,8 მლნ; 2.6 მლნ ლარი (გამარტივებული)
დავით კაპანაძე და სამშენებლო კომპანია „ლ და კ“
სამშენებლო კომპანია „ლ და კ“-ს 100%-იანი წილის მფლობელმა, დავითი კაპანაძემ აგვისტოში 50,000 ლარი შეწირა „ქართულ ოცნებას“, მას სულ პარტიისთვის 152,000 ლარი აქვს შეწირული. კომპანია „ლ და კ“ სახელმწიფო შესყიდვების ერთ-ერთი უმსხვილესი მონაწილეა, მას 2016 წლიდან 115 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული. 2022 წელს კომპანია შესყიდვების შავ სიაში მოხვდა „გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” მიმართ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, რაც გულისხმობდა ჩხოროწყუს სოფლების კირცხის და სარაქონის გაზიფიცირებას. შავ სიაში მოხვედრიდან ერთი წლის შემდეგ კომპანიამ ისევ განაგრძო ტენდერების მოგება. გარდა სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტებისა, შპს „ლ და კ“-ს შვილობილმა კომპანიას შპს „ფარმა ექსპორტს“ 2020 წელს სოფ. წნორთან მდ. ალაზანზე 86,640 კვ.მ ქვიშის მოპოვების ხუთწლიანი ლიცენზია აქვს მიღებული. დავით კაპანაძის სხვა კომპანიამ, შპს „ევროდრიპმა“ 2019 და 2020 წლებში 543,008 ლარი მიიღო პროგრამით „აწარმოე საქართველოში“.
შემოწირულება (2025): 50,000 ლარი
სულ შემოწირულება: 152,000 ლარი
სახელმწიფო შესყიდვები (2024-2025 წლები): 62,7 მლნ ლარი
სახელმწიფო შესყიდვები (2016 წლიდან): 115,2 მლნ
საბიუჯეტო სუბსიდიები: „აწარმოე საქართველოში“ (2019-2020 წლები) – 543 ათასი ლარი
წიაღისეულის ლიცენზია: 86,640 კვ.მ-ზე ქვიშის მოპოვების ხუთწლიანი ლიცენზია
სამშენებლო-დეველოპერული ჯგუფი„ალიანსი“
თემურ ბიწაძემ, ბესიკ ჟღენტმა და ნიკოლოზ თევზაძემ ივლის-აგვისტოში „ქართულ ოცნებას“ 160,000 ლარი შეწირეს, ხოლო სულ პარტიისთვის 763,000 ლარი აქვთ შეწირული. ისინი დაკავშირებულნი არიან „ალიანს ჯგუფის“ კომპანიებთან, შპს ალიანსი, შპს ალიანს ლისი, შპს ალიანსი ფრივილიჯი. მათ მიერ სახელმწიფოსგან მიღებული სარგებელი უკავშირდება „ალიანს ლისის“ მიერ მიღებულ სამშენებლო ნებართვას
შემოწირულება (2025): 160,000 ლარი
სულ შემოწირულება: 763,000 ლარი
ჯგუფის წევრები და მათი ინდივიდუალური შემოწირულებები:ბესიკ ჟღენტი: 60,000 ლარი
თემურ ბიწაძე: 60,000 ლარი
ნიკოლოზ თევზაძე: 40,000 ლარი
სახელმწიფოსგან მიღებული სარგებელი:
„შპს ალიანს ლისმა“, თბილისის მერიიდან 2024 წელს ლისის ტბისა და ვაშლიჯვარს შორის არსებულ ტერიტორიაზე სამშენებლო ნებართვა მიიღო განაშენიანების ფართობით – 27,431 კვ.მ.
შპს „ალიანს ვილა დეველოპმენტმა“ 2021 წელს აწარმოე საქართველოს ფარგლებში მიიღო 379,967 ლარი.
თემურ ბიწაძესთან დაკავშირებულმა კომპანიამ „გონიო 2020“ უკონკურენტო პრივატიზაციის გზით 2021-2023 წლებში ქობულეთში და გონიოში 21,190 კვ.მ უძრავი ქონება შეისყიდა.
თემურ ბიწაძესთან დაკავშირებულმა შპს „ჯეობლუბერის“, 2022 წელს 1,031,732 ლარი აქვს მიღებული სოფლის მეურნების სუბსიდიების ფარგლებში („დანერგე მომავალი“ და აგროკრედიტი).
მარნეულის მერის მოადგილის მამის კომპანიები
პაატა შუბითიძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, თემურ შუბითიძის მამაა, მან „ქართულ ოცნებას“ ივლისში 50,000 ლარი შეწირა, სულ კი 110,000 ლარი აქვს შეწირული პარტიისთვის. პაატა შუბითიძესთან დაკავშირებულ კომპანიებს „ქციას“ და შპს „ნომერი-ერთი“ 2016 წლიდან 105 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები აქვთ მოგებული, აქდან 48.7 მილიონი ლარი 2024 წლის შემდეგ. მას შემდეგ რაც მისი შვილი მარნეულის მერის მოადგილედ დაინიშნა, შუბითიძის კომპანიებს ამავე მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ტენდერებიდან 48.6 მილიონი ლარი აქვს მიღებული.
პაატა შუბითიძის მიერ მიღებული სარგებელი მარნეულის მუნიციპალიტეტში ამით არ ამოიწურება, 2023 წლის მაისში შპს „ქციამ“ მარნეულის მუნიციპალიტეტში, მდინარე დებედაზე, 38,390 კვ.მ ფართობზე ქვიშა-ხრეშის მოპოვების ხუთწლიანი ლიცენზია მიიღო, ხოლო 2024 წლის ივლისში პაატა შუბითიძესთან დაკავშირებულმა სხვა კომპანიამ, შპს „ტრაუმბერგმა“, იმავე მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამზე 58,220 კვ.მ ფართობზე მიიღო ანალოგიური ლიცენზია.
შემოწირულება (2025): 50,000 ლარი
სულ შემოწირულება: 110,000 ლარი
სახელმწიფო შესყიდვები (2024-2025 წლები): 48.7 მლნ ლარი
სახელმწიფო შესყიდვები (2016 წლიდან): 105 მლნ ლარი
ავთანდილ იაშვილი და „ახალი ქსელები“
ავთანდილ იაშვილმა მიმდინარე წლის აგვისტოში „ქართულ ოცნებას“ 60,000 ლარი შეწირა, ეს პარტიის სასარგებლოდ გაღებული მისი პირველი შემოწირულებაა. იაშვილი, პარლამენტის წევრის ფრიდონ ინჯიას ბიზნესპარტნიორია. ავთანდილ იაშვილი საქართველოში მოქმედ არაერთ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთანაა დაკავშირებული, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი „ახალი ქსელებია“, რომლის ერთერთი დამაარსებელი და მეწილეა, ფრიდონ ინჯიასთან ერთად. „ახალი ქსელებს“ 2016 წლის შემდეგ 3 მილიონ ლარზე მეტი გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტი აქვს მიღებული აქედან 700,000 ლარი 2024 წლიდან.
შემოწირულება (2025): 60,000 ლარი
სულ შემოწირულება: 60,000 ლარი
სახელმწიფო შესყიდვები (2024-2025 წლები): 692 ათასი ლარი (გამარტივებული)
სახელმწიფო შესყიდვები (2016 წლიდან): 3.1 მლნ ლარი (გამარტივებული)
სახელმწიფოსგან მიღებული სხვა სარგებელი:
2016 წელს იაშვილის და ინჯიას მფლობელობაში არსებულმა შპს “სისტემ ნეტ”-მა თბილისში, გურამიშვილის ქუჩაზე, პირობადადებული აუქციონით, 5 მლნ ლარად, პრივატიზაციით, სახელმწიფოსგან შეისყიდა 17 ათას კვ.მ. მიწის ნაკვეთი. საინვესტიციო პირობა გულისხმობდა 3 წლის განმავლობაში 120 ნომრიანი სასტუმროს აშენებას, რომლის ღირებულებაც არანაკლებ 10 მლნ ლარი უნდა ყოფილიყო. საინვესტიციო ვალდებულების შესრულების მიზნით მშენებლობის ნებართვა შპს “სისტემ ნეტ”-მა 2020 წელს მოიპოვა, 4,421 კვ.მ. განაშენიანების ფართობზე 98 მეტრის სიმაღლის 28 სართულიანი მრავალფუნქციურ შენობაზე.
ამ მომენტისთვის მშენებლობა მიმდინარეობს, თუმცა კვლავ არ არის დასრულებული, შესაბამისად საინვესტიციო პირობით განსაზღვრული ვალდებულება, რომელიც 2019 წლის ბოლომდე უნდა შესრულებულიყო დღემდე შეუსრულებელია.
2019 წელს, იაშვილის კომპანიამ, შპს „გირჩებმა“ აწარმოე საქართველოს ფარგლებში 172,077 ლარი მიიღო.
თეიმურაზ და კარპეზი შუკაკიძეები
2025 წლის 18 აგვისტოს თეიმურაზ და კარპეზი შუკაკიძეებმა „ქართულ ოცნებას“ ჯამში 55,000 ლარი შეწირეს. ისინი ერთმანეთთან დაკავშირებულები არიან სხვადასხვა კომპანიების მეშვეობით, რომლებსაც აქვთ არაერთი აგროპროგრამის სუბსიდია და სამშენებლო ნებართვა.
შემოწირულება 2025 წელს: 55,000 ლარისულ შემოწირულება: 162,000 ლარიჯგუფის წევრები და შემოწირულებები:თეიმურაზ შუკაკიძე: 40,000 ლარიკარპეზი შუკაკიძე: 15,000 ლარისახელმწიფო შესყიდვები (2016 წლიდან): 3,6 მლნ ლარი (შპს ჯეო მედი)სახელმწიფო შესყიდვები (2024 წლიდან): 560,8 ათასი ლარი (შპს ჯეო მედი).საბიუჯეტო სუბსიდიები: 1,254,252აწარმოე საქართველოში: შპს „მეგა ცემენტი“ (2021-2022) – 781,911 ლარი; შპს „ჯეო-აირი“ (2020) – 19,056 ლარი.აგროპროგრამები: შპს „ქართული ხორბალი“ (2020, 2023) – 453,285 ლარი.სამშენებლო ნებართვები: 6,297 კვ.მ განაშენიანების ფართობიშპს „ჯთრ. გრუფ“ (2024): 5,095 კვ.მშპს „ფრანკო“ (2018)): 1,202 კვ.მ.