როგორ ათავსებენ პრეპარატებში ცოცხალ ბაქტერიებს?

როგორ ათავსებენ პრეპარატებში ცოცხალ ბაქტერიებს?წამლები სხვადასხვა ნივთიერებას შეიცავს, რომელთაც სამკურნალო თვისებები აქვს. მედიკამენტთა კომპონენტები ხშირად ქიმიური ნივთიერებებია, მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა შიგნით ცოცხალი ორგანიზმების მოთავსებაა საჭირო?

პრობიოტიკები სასარგებლო ბაქტერიებია, რომლებსაც ზოგჯერ დანამატების სახითაც იღებენ. ეს ბაქტერიები ცოცხალია, შესაბამისად, ისინი გარემოს მიმართ ძალიან მგრძნობიარეა, იქნება ეს ტემპერატურა, ნესტი თუ მჟავიანობა. მაშ, როგორ აძლევენ ამ მიკროორგანიზმებს წამლის ფორმას? როგორ უზრუნველყოფენ, რომ წარმოების პროცესში ან ჩვენს სხეულში ისინი არ განადგურდნენ? ამის გასაგებად მათი ინკაფსულაციის პროცესი უნდა ავხსნათ. ინკაფსულაცია იგივეა, რაც ნივთიერების ინდივიდუალური გარსით დაცვა ძალიან მცირე მასშტაბებზე (და არა პრეპარატის კაფსულში მოთავსება).

 

პრობიოტიკების შემცველი დანამატების, თუნდაც ულტრაბიოტიკ ATB-ს, შესაქმნელად, ინკაფსულაცია ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ეს პროცესი უზრუნველყოფს, რომ სასარგებლო ბაქტერიებმა პაციენტის ნაწლავებამდე უვნებლად მიაღწიოს ფუნქციის შესასრულებლად.

როგორ ხდება პრობიოტიკების ინკაფსულაცია

ინკაფსულაცია სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს, ეს კი თავად პრეპარატებზეა დამოკიდებული.

სასარგებლო ბაქტერიების ინკაფსულაციისას მთავარი ისაა, რომ ეს მიკროორგანიზმები პოტენციურად საზიანო ფაქტორებისგან დავიცვათ, მაგალითად კუჭის მჟავისგან ან ნაღვლისგან. სასარგებლო ბაქტერიები უნდა გადაურჩეს როგორც წარმოების პროცესს, ასევე “მოგზაურობასაც” საჭმლის მომნელებელ სისტემაში. წინააღმდეგ შემთხვევაში პრეპარატს სამკურნალო ეფექტი აღარ ექნება.

პრობიოტიკების შემცველი დანამატების წარმოებისას რამდენიმე ტიპის ინკაფსულაციას მიმართავენ:

  • გაშრობა შეშხეფებით — ეს ყველაზე გავრცელებული მეთოდია; პრობიოტიკებს ჯერ სითხეში ხსნიან, შემდეგ კი ამ სითხის შეშხეფებას იწყებენ და სწრაფად აშრობენ, რომ საბოლოოდ ფხვნილი მიიღონ. ხსნარს დაბალ ტემპერატურაზე აშრობენ, რათა პროცესში ბაქტერიები არ განადგურდეს;
  • ლიოფილური შრობა (ლიოფილიზაცია) — ამ დროს პრობიოტიკებს ყინავენ და ვაკუუმში აშრობენ, რომ ნესტი გააქრონ. ბაქტერიებისთვის ეს პროცესი შედარებით უსაფრთხოა;
  • მიკროინკაფსულაცია — ეს უფრო დახვეწილი ტექნიკაა, რა დროსაც პრობიოტიკებს დამცავ მატრიქსში (ესენი შეიძლება იყოს ალგინატი, ჟელატინი ან პოლისაქარიდები) ათავსებენ. მატრიქსი ბაქტერიებს გარემოსგან იცავს და საჭმლის მომნელებელ სისტემაში გადარჩენის საშუალებას აძლევს.

მას შემდეგ, რაც პრობიოტიკები ინკაფსულაციას გაივლის, იგი სხვადასხვა ფორმაში შეიძლება მოაქციონ, იქნება ეს კაფსულები, ტაბლეტები, პაკეტები თუ რბილი გელები. თითოეულ ამ ვარიანტს თავისი დანიშნულება აქვს და პრეპარატის მახასიათებლების შესაბამისად გამოიყენება:

  • კაფსულები — პრობიოტიკებს ყველაზე ხშირად კაფსულების ფორმით ვხვდებით. ეს მიკროორგანიზმები ამ დროს გელის კაფსულითაა შემოგარსული; ხშირად მას სხვა ინგრედიენტებიც აქვს დამატებული, რათა პრობიოტიკებს სიცოცხლე შეუნარჩუნოს;
    ტაბლეტები — ამ ფორმით პრობიოტიკები იშვიათად გვხვდება, რადგან ტაბლეტის დასამზადებლად კომპრესიაა საჭირო, ეს კი ზოგჯერ ბაქტერიებს აზიანებს. დამზადების შემდეგ ტაბლეტები, შესაძლოა, დამატებითი მასალებით იყოს შემოგარსული, რათა პრობიოტიკები მჟავისგან დაიცვას;
  • ფხვნილები — ესენი ხშირად მიკროინკაფსულაცია გავლილ პრობიოტიკებს შეიცავს. შეგვიძლია, ასეთი ულტრაბიოტიკის ფხვნილი საკვებს ან წყალს შევურიოთ და ისე მივიღოთ;
    რბილი გელი — პრობიოტიკები ზოგჯერ ჟელატინისგან დამზადებული გელითაც არის შემოგარსული. ეს, როგორც წესი, ზეთის ბაზაზე შექმნილ პრეპარატებს ეხება. ეს მასალა სასარგებლო ბაქტერიებს დამცავ ბარიერს უქმნის.

მართალია, რომ ამ გზებით პრეპარატის კომპონენტები კარგად არის დაცული, თუმცა მნიშვნელოვანია შენახვის წესებიც. ასეთი დანამატები, როგორც სხვა მედიკამენტები, ხშირად ბნელ და მშრალ ადგილებში ინახება განსაზღვრულ ტემპერატურულ პირობებში. ამ დეტალებს კონკრეტული პრეპარატის ანოტაციაში შეგიძლიათ გაეცნოთ.

დანამატის სახით სხვადასხვა პრობიოტიკის შეძენას PSP-ს ონლაინ აფთიაქშიც შეძლებთ.