არქიმანდრიტი დოროთე – „დღეს საპროტესტო აქციიდან მობრუნებულებს მანქანის შუშა დაწეული დაგვხვდა. გვერდით ჩაბურული სუს-ის მანქანა ედგა… მოსასმენი ან წაიღეს და ახალი დააყენეს…“

არქიმანდრიტი დოროთე - „დღეს საპროტესტო აქციიდან მობრუნებულებს მანქანის შუშა დაწეული დაგვხვდა. გვერდით ჩაბურული სუს-ის მანქანა ედგა... მოსასმენი ან წაიღეს და ახალი დააყენეს...“  არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს:
„დღეს საპროტესტო აქციიდან მობრუნებულებს მანქანის შუშა დაწეული დაგვხვდა მე და მამა შიოს. გვერდით ჩაბურული სუს-ის მანქანა ედგა და როგორც კი გამოვჩნდით, დაქოქეს და გაქრნენ. ჩვენ ვიფიქრეთ, მოსასმენი ან წაიღეს და ახალი დააყენეს ან იქნებ რამე კონტრაბანდა ჩადეს, ან ვერ მოასწრეს. რაღაცას რომ ცდილობენ, ფაქტია. ეძებენ მიზეზს ან გაშავების ან დაკავების, მაგრამ არ იციან, შავებს – ბერებს რომ ვერ გააშავებენ.”