არქიმანდრიტი ილია თოლორაია – „ხელი რომ დამარტყა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ხედავდა მეუფე შიო

არქიმანდრიტი ილია თოლორაია - „ხელი რომ დამარტყა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ხედავდა მეუფე შიოარქიმანდრიტი ილია თოლორაია სოციალურ ქსელში წერს:

„ხელი რომ დამარტყა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ხედავდა მეუფე შიო, მეუფე თეოდორე, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, დეკანოზი იოანე. იქვე ვუთხარი ხომ ხედავთ ხელი, რომ დამარტყა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ?
საპატრიარქოდან გამოსულმა იქვე ვთქვი ეს მედიასთან, ამაზე კი არაფერს ამბობს საპატრიარქოს ეს ჯგუფი.
კომისიაზე არც კი ვიყავი დაბარებული და პატრიარქს ხელი არ შემდგარ კომისიაზე მოაწერინეს, მოატყუეს და ახლა, უკვე დღეს, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ახალ ტყუილებს იგონებენ.
ეს უკვე ცხადად ჩანს.
ხელის დარტყმაზე რატომ დუმხართ, მეუფე შიო, მეუფე თეოდორე, დეკანოზო მიქაელ, დეკანოზო იოანე?
რით დავამტკიცო? პატრიარქი მოატყუეს და ეს, რომ მოიტყუონ რა გასაკვირია?
ქრისტე ღმერთო, ჩვენ შორის ვინც იტყუება, დასჯილი იყოს შენგან უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მოგმართავთ პატივისცემით მღვდელმთავრებო, ყველაფერს ვამბობ ცხადად, იქ როგორც მომექცნენ, მეტი სად წავიდე? ვის მივმართო?“