დავით ქაშიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ცოტა რამ ჩემი შვილის მოწმეზე, ამირან ქავთარაძე.
მოსამართლე – შემოვიდეს ქაშიაშვილის “მოწმე” პოლიციელი.
შემოვიდა ))
რელიგიურ ფიცს დადებთ თუ არარელიგიურს?
“მოწმე”: არარელიგიურს. (სხვებმა რელიგიური აირჩიეს)
მოსამართლე :- რა მოხდა 24 ნოემბერს.“მოწმე”:- მათ პროტესტი ჰქონდათ გამართული, კერძოდ მე შევამჩნიე ირაკლი მოდებაძე და ხელს გვიშლიდა მოვალეობის შესრულებაში…ამირანს სიტყვას აწყვეტინებს შსს ქალბატონი და უსწორებს; ახლა ქაშიაშვილის პროცეზე ვართ.“მოწმე”: აა დიახ…დანარჩენსაც დავწერდი, მაგრამ რა აზრი აქვს, დათას 5 დღე მიუსაჯეს.“

