აქტიური განხილავის საგანია ეკონომიკის მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილს მილიონიან ქონებები და ისიც, რომ ფულის მიმართ გულგრილი არაა მინისტრი, ამბობენ, დღემდე საკუთარი ბიზნესის ლობიზმითაცაა დაკავებული. ავიაცია და ტურიზმი მისი საყვარელი სფეროა, საიდანაც დიდ ფულს აკეთებდა და აკეთებსო.
რაც ოფიციალურად აქვს დეკლალირებული, ერთი საკითხია, საინტერესოა, რას არ დეკლარირებს?! ქვეყანაში ნორმალური ანტიკორუფციული სამსახური რომ არსებობდეს, გამოძიება უკვე დაწყებულიც იქნებოდა და დასრულებულიც. უცნაურია ის გარემობაც, რომ მასზე არ იძებნება სერიოზული საგამოძიებო პუბლიკაციები თუ სიუჟეტები, არც ოპოზიციონერები „სწყალობენ“ და ფაქტობრივად, მას არც ახსენებენ. არადა, ქალი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრია რახანია… როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, არც დასავლური სანქციები არ შეეხო… რატომ არ არის დასანქცირებული მარიამ ქვრივიშვილი? იმიტომ ხომ არა, რომ „მოგვარებული“ აქვს?!… „ოცნებაში“, განსაკუთრებულად უნდა აინტერესებდეთ, თუ როგორ დაიწყო მისი კარიერა და რა მეთოდებით გაიკვალა გზები… გახარიასადმი ერთგულებით პოლიტსაბჭოში როგორ დაიკავა მყარი ადგილი და ვისი ერთგულია, მინისტრობამდე რომ დაწინაურდა? ან შემდეგ ვისთან გადაპორტირდება?!
რამდენიმე დღის წინ, ალიამ გამოაქვეყნა მასალა სათაურით: – “როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?“, მას შემდეგ რედაქციაში ზარები და შეტყობინებები არ წყდება, ყველა რეგიონიდან ერთი და იგივეს გვიყვებიან – ეკონომიკის სამინისტრო აუქციონის გარეშე, პირდაპირი წესით ან ასხვისებს, ან ლარად, პრაქტიკულად ჩუქნის, ან იჯარით გადასცემს სხვადასხვა პირებს, თუ ბიზნესს სახელმწიფო ქონებას და ეს მაშინ, როცა ადამიანებს, ათეული წლებია რომლებიც ფლობდნენ მიწას, ან ქონებას, იჯარა არ გაუგრძელა ეკონომიკის სამინისტრომ, მეტიც, იმათაც ჩამოართვა ქონება ვინც ათეულობით წელია რეალურად ფლობს, იხდის გადასახადს. არადა, ირაკლი კობახიძემ, 2025 წლის ივნისში განაცხადა, რომ სახელმწიფო უარს ამბობს უძრავის ქონების პირდაპირი გზით გადაცემის პრაქტიკაზე, კორუფციას შეიცავს, აუქციონის გარეშე, პირდაპირი შესყიდვაო, თქვა. უკაცრავად , მაგრამ კობახიძისვე თქმით, მარიამი კორუმპირებული გამოდის, მაშინ, არა?
გრემში 3607 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწის ნაკვეთი გასხვისდა პირდაპირი მიყიდვით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ 1 ლარად ასევე სახელმწიფო ქონება გასხვისდა, 13 ოქტომბერს, 1667–ე განკარგულებით. 1724–ე განკარგულებითაც იგივე მოხდა, ისევ 1 ლარიანი მყიდველი, ისევ გამარტივებული შესყიდვა და ასე შემდეგ უსასრულოდ..
მაგალითად, სამედიცინო ჰოლდინს, სახელმწიფოს კუთვნილი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, პრივატიზებით უბოძა ეკონომიკის სამინისტრომ, საუბარია, ურეკში, საკურორტო ზონაში, 499 კვატრატული მეტრის არასასოფლო–სამეურნეო მიწაზე. გამოიცანით ფასი რა იყო – დიახ, 1 ლარი.
ასევე, ეკონომიკის სამინისტროს სიპსა და შპს კოსტ გრუპს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებაში შევიდა ცოტა ხნის წინ ცვლილება და საპრივატიზაციო პირობების ვადამ გადაიწია.
შპს ჩინეთის სარკინიგზო გვირაბის ჯგუფი “კო–ს, ეკონომიკის სამინისტრომ, აუქციონის გარეშე გადასცა 4–წლით, სახელმწიფო ქონება,
და კაფე–ბარი? გგონიათ, კაფე–ბარის გახსნა არაა სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე პროექტი? – შპს როიალ ფუდს, ეკონომიკის სამინისტრომ, შუა ქალაქში, აუქციონის გარეშე მიაქირავა 13503 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა პირველ სართულზე არსებული 299 კვადრატული მეტრი, თვეში 1347 ლარად. არავის გინდათ რესტორნის გახსნა ქალაქის ცენტრში, სულ რაღაც 1347 ლარად თვეში? – ხო, ალბათ, არავის უნდა სხვას, თორემ, შერჩევით ხომ არ “ულაგებს” მინისტრი მისთვის სასურველ პირებს? – თუ კი, სწორედაც შერჩევით?
შპს “იმედს” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ასევე პირდაპირი შესყიდვით მისცა ეკონომიკის სამინისტრომ, 5997.00 კვ/მ არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა–ნაგებობებზეა საუბარი.
რა მაგის პასუხია და, ბარემ აქვე ვიტყვი, ერთ მსხვილ ბანკს 27 ფილიალი აქვს სახელმწიფოს შენობებში გახსნილი და მასაც აუქციონის გარეშე, ოღონდ, იჯარით მისცეს ეს ფართები, ჯამში, 38 300 ლარად. არ გინდათ 27 კომერციული ობიექტი საუკეთესო ადგილებში ასე იაფად?
ზოგ შემთხვევაში, გარკვეული პირობებია გათვალისწინებული, მაგალითად, თემურ უგულავას დაფუძნებული აჭარა ჯგუფი, რომლის დირექტორიც მოქმედი ეკონომიკის მინისტრის მეუღლეა, წესით, ახლა სპორტის სასახლეს უნდა არემონტებდეს, ისევე როგორც სპორტის სასახლის წინ არნახულ სივრცეს უნდა აწყობდეს – ხედავთ, ხომ, გამალებით როგორ ,,მუშაობენ”? გზის საფარი რომ შეცვალეს და აქა–იქ მიწის საფარი დააგეს – ეგ კი, ეგ მეც ვნახე. ხედავთ, ხომ, ყოველ დღე როგორ ლამაზდება სპორტის სასახლე? მალე კი უნდა დამთავრდეს რეაბილიტაცია და იმიტომ გეკითხები, მე ვერ ვხედავ მანდ რამე კეთდებოდეს და მაგიტომ მაინტერესებს.
“რადიო ქალაქი” უნდა გამხდარიყო, როგორც ასევე აჭარა ჯგუფი ამტკიცებდა, “უნიკალური მიზიდულობის” ადგილი. 2024 წელს გვითხრეს, რომ იქ უკვე იყო რესტორანი და პადელის კორტები, კიდევ 100 კაციანი საკონფერენციო დარბაზი – ჰა, მიგიზიდათ? სოციალურ ქსელში ერთი გვერდი იძებნება ამ სახელით და ბოლო პოსტით, აგვისტოში ბურგერსა და ღვინოზე ეპატიჟებოდნენ ხალხს. ბურგერს თეთრი ღვინო უხდება, თუ წითელი? მშრალი, თუ ნახევრადტკბილი? არადა, უზარმაზარი ტერიტორია, 12 ჰექტარი “აჭარა ჯგუფის” შვილობილმა კომპანიამ “ინდუსტრიული ქალაქმა” შეიძინა იმ პირობით, რომ ინვესტიციით შემოქმედებითი, საგამოფენო, კულტურული და გასართობი სივრცეები შეექნა, რომლითაც, მოიზიდავდა როგორც “ადგილობრივ მოსახლეობას, ისე შესაძლებლობას გააჩენდა ემასპინძლა საერთაშორისო კონცერტებისთვის, გამოფენებისა და კონფერენციებისთვის”. შიგადაშიგ, 2019 წლიდან დღემდე, მედიაში გამოჩნდება ხოლმე სათაურები – როდის დასრულდება პროექტი?
„აჭარა ჯგუფის“ კომპანიებს, ეკონომიკის მინისტრის ქმარი ოთარ ბერიშვილი ხელმძღვანელობს, „აჭარა ჯგუფი“ და მასთან დაკავშირებული კომპანიები კი ბიზნესმენ თემურ უგულავას ეკუთვნის. ასევეა აბასთუმანშიც, სადაც, შპს „არაზინდოს“ ოთარ ბერიშვილი ხელმძღვანელობს.
სანატორიუმი “არაზინდოს” ტერიტორიაზე, აჭარა ჯგუფმა სასტუმროს მშენებლობა დაასრულა. ეს ის სანატორიუმი იყო, რომელიც 1924 წელს აშენდა და მთელს კავკასიაში იყო განთქმული. ისტორიული შენობა 2021 წელს, ,,ოცნებამ”, გუნდის პოლიტიკური საბჭოს წევრის მეუღლის კომპანიას პირდაპირი წესით მიყიდა, განკარგულება არ გასაჯაროებულა, ამიტომ, ფასი უცნობია. ცნობისთვის, სწორედ, 2021 წლიდან გადავიდა ტურიზმის ეროვნული სააგენტოდან, ეკონომიკის მინიტრის მოადგილედ ქვრივიშვილი.
ასევე, პირდაპირი მიყიდვის წესით მიასხვისა ოცნების“ მთავრობამ “სითი ლოფტს” „საგრენაჟო ქარხანა“, ასევე 2021 წელს, 5 926 კვადრატული მეტრის ფართობი. სითი ლოფტის მფლობელი ასევე თემურ უგულავაა, მისი უფლებამონაცვლე “ქუთაისის ქარხანაა”, რომელსაც “აჭარა ჯგუფის აქტივების მართვის” კომპანია ფლობს, კომპანიის დირექტორი, ახლა უკვე ეკონომიკის მინისტრის ქმარი, ოთარ ბერიშვილია. წესით, კომპანიას აქ 5 მილიონიანი ინვესტიცია უნდა ჩაედო, თუმცა, მეორედ ითხოვს 2021 წლის მერე. საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების გადავადებას.
ყურადღება – ოთარ ბერიშვილის კომპანიას საინვესტიციო ვალდებულების შესრულების გადავადება უნდა განახორციელოს, ეკონომიკის სამინისტროს, ქონების ეროვნულმა სააგენტომ. ეკონომიკის მინისტრი კი არის მარიამ ქვრივიშვილი, ოთარ ბერიშვილის მეუღლე – მშვენიერია. არა, რა ინტერესთა კონფლიქტი? საიდან? ზუსტად მიხვდით, დიახ, გადაუვადეს კომპანიას ინვესტიციის შესრულების თარიღი.
წყარო: ალია.გე

