ნუკა არველაძე სოციალურ ქსელში წერს:
“სერიოზულად?
ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze ???
ეს ტექსტი ვინც შეადგინა სად ცხოვრობს?
რას ნიშნავს
– სოც. დახმარებას იმაზე მეტი ადამიანი იღებს ვიდრე ღარიბი ადამიანია საქართველოში?, სიღარიბის ზღვარს მიღმა არაა სოც დახმარება?
თუ მე არ მესმის რამე?
ირაკლი კობახიძე:
„პირველად ხდება ისე, რომ სოციალურ დახმარებას იღებს იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე არის სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებ ადამიანთა რაოდენობა. ანუ ღარიბებზე მეტი იღებს სოციალურ დახმარებას, პირველად ხდება ეს საქართველოს ისტორიაში 90-იანი წლებიდან მოყოლებული. რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელი არის გადასახედი.
და გადასახედი რა არი?
მომლოდინე სოც დახმარების რამდენია ეს მონაცემები არ მოგაწოდეს?
თქვენი შიდა უაზრო: პოლიტიკის წყალობით, ანუ პოლიტიკური დატვირთვის გადაწყვეტილებით
ჩემი ჩათვლით რამდენი ადამიანი დატოვეთ შემოსავლის გარეშე, ბანკის კრედიტების პირისპირ, ფაქტობრივად განადგურების გზაზე?
ციფრების რახარუხი მარტივია, რეალობას როცა შეასკდებით მერე მაინტერესებს რანაირად იჭიკჭიკებთ!!!!!
ირაკლი კობახიძე:
რეალურად სიღარიბის მაჩვენებელი გასული ოთხი წლის განმავლობაში განახევრდა. იყო 21.3% სიღარიბის მაჩვენებელი და შარშანდელი მონაცემებით, 9.4%-მდეა ჩამოსული. ეს არის ეკონომიკური ზრდის შედეგი. 2020 წლის ბოლოს ჩვენი ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე იყო 4 300 დოლარი, ახლა ერთ სულ მოსახლეზე ასულია 9 200 დოლარამდე და პირველად ისტორიაში გადასცდება 10 000 დოლარს. ეკონომიკა გაიზარდა, ამან გამოიწვია სიღარიბის დონის შემცირება
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ოქტომბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 708,245 იყო. ამ ადამიანებისთვის საარსებო შემწეობის გადახდაზე ოქტომბერში ჯამში 71 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა. გასული წლის ბოლოს სოცდახმარების მიმღებთა რაოდენობა 671 337 იყო, რაც მოსახლეობის 18.1%-ს შეადგენდა. ხოლო აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი 9.4% იყო!!
თუ არ ჩამოდიხართ, ჩამოიხედეთ მაინც კენწეროდან – არა მგონია სურათი მოგეწონოთისე არავის დაუზიანებია ქართული ოცნება / Georgian Dreamდა სახელმწიფო რაც თქვენი ხელმძღვანელობით აზიანებსსაქართველოს მთავრობამესმის რომ თქვენი, თქვენი დისშვილები, თქვენი მინისტრების და დეპუტატების შვილები ლაღად და ბედნიერად იზრდება და ძალიან კარგი!!!ასეც უნდა იყოს!!!!მაგრამ არ დაგავიწყდეთ რომ თქვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებებითჩემს დისშვილს კაკნიკოს, რომელიც შშმ პირია, ყველაფერი დააკლდა, ის ელემენტარულიც კი რასაც ვახერხებდი!!!!უბრალოდ შეგრცხვეთ ყველას და რეალობას თვალი გაუსწორეთ!!!!ისე არასოდეს წვიმს ხოლმე როგორც ქუხსდა ასე დაგემართათ ძალიან!!!ხიბლია თქვენი მტერი -მე არა!!!!”

