კასპის მერს ემიგრანტი დედა ამერიკიადან უგზავნის ფულს, ზუგდიდის მერს ემიგრანტი და – გერმანიიდან

კასპის მერს ემიგრანტი დედა ამერიკიადან უგზავნის ფულს, ზუგდიდის მერს ემიგრანტი და - გერმანიიდანსალომე სიმონია სოციალურ ქსელში წერს:

„ოცნების წევრები საკუთარ ემიგრანტ დედას, დას და ნათესავებსაც არ ინდობენ. ხმის მიცემის უფლებას ართმევენ, ოღონდ როგორმე კიდევ დიდხანს დარჩნენ ძალაუფლებაში და უფრო მეტად გამდიდრდნენ ქვეყნის ძარცვისა და გასხვისების ხარჯზე.

■ ზუგდიდის მერის, დათო კოდუას და გერმანიაშია გადახვეწილი და ძმას იქიდან უგზავნის ფულს. 50 000 ლარი გამოუგზავნა წინა წელს, რაც თავად მერს აქვს დეკლარირებული.

■ კასპის მერის, ვახტანგ მაისურაძის დედა, წლებია ამერიკაშია წასული. შვილს და მის ოჯახს იქიდან ეხმარება. მერმა დედისგან ბოლო 4 წელში 97 000 დოლარის გზავნილი მიიღო.

■ მამუკა მდინარაძე ცოტა ხნის წინ სიამაყით გვიყვებოდა, რომ მისი დეიდაშვილი და მეგობარი ემიგრაციაშია წასული, 1,5 მილიონ ქართველთან ერთად.“