ნინო ხარატიშვილი – „მე და ჩემნაირებს, ე.წ. ქვეყნის საზღვრებს“ გარეთ მყოფ მოქალაქეებს, არჩევანი აწ უკვე ოფიციალურადაც წაგვართვეს“

ნინო ხარატიშვილი - „მე და ჩემნაირებს, ე.წ. ქვეყნის საზღვრებს“ გარეთ მყოფ მოქალაქეებს, არჩევანი აწ უკვე ოფიციალურადაც წაგვართვეს“ნინო ხარატიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„არჩევანი ისედაც დიდი ხანია აღარ გვაქვს, მაგრამ აწ უკვე მე და ჩემნაირებს, ე.წ. ქვეყნის საზღვრებს გარეთ მყოფ მოქალაქეეებს, ის ოფიციალურადაც წაგვართვეს, – ასე ეხმაურება მწერალი ნინო ხარატიშვილი ივანიშვილის გუნდის ახალ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ემიგრანტებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა უცხოეთიდან აღარ შეეძლებათ.

ხარატიშვილის თქმით,  “გადაწყვეტილება ფაშისტ დუგინსაც აკურთხებინეს  და ლამის ქვეყნის ღალატი დააბრალეს ემიგრნტებს.“

არჩევანი ისედაც დიდი ხანია აღარ გვაქვს, მაგრამ აწ უკვე მე და ჩემნაირებს, ე.წ. ქვეყნის საზღვრებს გარეთ მყოფ მოქალაქეეებს, ის ოფიციალურადაც წაგვართვეს… ფაშისტ დუგინსაც აკურთხებინეს ეს გადაწყვეტილება, ლამის ქვეყნის ღალატი დაგვაბრალეს და “უცხო ქვეყნის იურისდიქცია,” რომ გავლენას ახდენს ჩვენზე, ისიც მოიყვანეს არგუმენტად.

ე. ი მე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მაშინებს და მაშანტაჟებს, რომ “ქართულ ოცნებას” ხმა არ მივცე და მეც: შეშინებული, დამფრთხალი, რომ გერმანიამ არ დამჩაგროს და არ გამომაძევოს, ვერ ვიღებ ობიექტურ გადაწვეტილებას, თორე სხვაგვარად რათქმაუნდა “ქართული კოშმარის” ამომრჩეველი ვიქნებოდი!

და ამ “ლოგიკით” არ ისმის კითხვა, თუ რატომ არ უნდა უნდოდეს მმართველ პარტიას ამ აყვავებული ეკონომიკის პერიოდში ჩემი, – ამ შემთხვევაში მე და ჩემი “კრებით ემიგრანტს” გულისხმობს – მამულში დაბრუნება? რატო არ სურს, რომ მე “ამეხილოს თვალი” და “დიფ სთეითმა” გამომაძევოს, რომ მე ნამდვილ სამოთხეში დავბრუნდე: თავისი ბაობაბებით, ზებრებით და პინგვინებით და ვიცხოვრო “ძირძველი” ტრადიციებით? აღარ მომიწიოს “პერვერსი” დასავლეთის კლანჭებში დარჩენა?

თუ მანდ დასაბრუნებელი და მერე ჩემი დასასაქმებელი ფულისთვის, უცხო ქვეყანაში მოხუცებს, რომ ვუვლი ან პლანტაციებზე ვმუშაობ ვირივით 24/7 – არ წვდება ჩვენი მძლავრი ეკონომიკის მკლავები? თუ სამოთხე მხოლოდ ოლოგარქისაა? ქვეყანაც?

იქნებ “მძლავრი ეკონომიკის” პარტიამ დიდი ხანია უკვე კონსტიტუციასთან ერთად სახარებაც გადააკეთა და აწ მხოლოდ ამ ფილოსოფიით აპირებეს ქვეყანა “სასუფეველში” ადგილის დამკვიდრებას:

“ვინაიდან აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი კი არა და “ღატაკი” შევა ღმრთის სასუფეველში?”

ან ალბათ “უცხო იურისდიქციით” გზააბენულ ამომრჩევლებს “ზეციური საქართველოს” იმედზე დარჩენისკენ მოგვიწოდებენ, სანამ მიწიერს – ოლიგარქი ბოლომდე არ შთანთქავს?