ეკონომიკის მინისტრს, მარიამ ქვრივიშვილს მხოლოდ მიწები და სასტუმროებიო, მიწები და ავიაბილეთები, მიწები და რესტორნები აინტერესებდეს, მას უყვარს ძვირადღირებული ტანისამოსი. არაფერი ცუდი ძვირადღირებულ ტანისამოსში არაა, ღატაკი ქვეყნის მინისტრი რომ არ იყო, თან მაშინ, როცა კობახიძე ამტკიცებს, კორუფციას ვებრძვიო.
საჯაროდ დადებული ფოტოებიდან მხოლოდ ერთი ლუქი რომ ავიღოთ „ჰაბიბი გოგოსი“ (როგორც გვიყვებიან ასე იმიტომ ეძახიან რომ ადამიანებს მისალმების ნაცვლად ჰაბიბის უბნება) – მესიკას ბრენდის ერთი ყელსაბამი 13 000 ლარი ღირს, როგორც ჩანს, ეს მისი ფავორიტია, რადგან თუ დააკვირდებით, ხშირად უკეთია.
კარტიეს ბეჭედი 15 000 ლარი, ვან კლიფის საყურეები 14 000 ლარი, კარტიეს სამაჯური ბრილიანტის თვლებით 35 000 ლარი. მესიკას საყურეები 13 000 ლარი. 10 000 დოლარიან ჩანთაზე ნაკლები არ უჭირავს ხელში, აცვია ბრენდული პიჯაკები დოლჩე გაბანა, რალფ ლორენი, ბალმეინი, არმანი.
მაგალითად ერთ-ერთი პიჯაკი billionaire -ში აქვს ნაყიდი, ეტყობა სახელიც ძაან მოეწონა. მისი ფასი 6 000 ლარია.
ალიევთან შეხვედრაზე, მარიამ ქვრივიშვილს დოლჩე გაბანას პიჯაკი აცვია, რომელიც 6.950 დოლარი ღირს.
ისე, მეგობარ მინისტრზე, მაკა ბოჭორიშვილზე არანაკლებ საინტერესო და შთამბეჭდავი გარდერობი აქვს, ისეთი პირი უჩანს, მისი ძვირადღირებული „ლუქებიც“ მალე „გამოეფინება“.
წყარო: ალია.გე

