6 საცხოვრებელი ბინა (სახლი) თბილისში, წყნეთსა და ბათუმში, 4 მანქანა, რომელთა ჯამური ღირებულებაც დაახლოებით 270 000 დოლარია, 345 800 ლარი საბანკო ანგარიშზე და 480 000 დოლარი ანაბარზე… | რა ქონებას ფლობენ ოცნების წევრი ეკა ჭიჭინაძე და მისი ქმარი, ნიკოლოზ შენგელაია. როგორც ჭიჭინაძის დეკლარაციიდან ირკვევა, ეკა ჭიჭინაძის 100%-იან საკუთრებაშია ბინა თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე (129.16 კვ.მ.), რომელიც მან 2012 წელს ნასყიდობის ფორმით 25,000 აშშ დოლარად შეიძინა. ნიკოლოზ შენგელაია ფლობს 50%-იან წილს ხუთ სხვადასხვა უძრავ ქონებაში, რომლებიც მემკვიდრეობით აქვს მიღებული:
• საცხოვრებელი სახლი თბილისში, სოფელ დიღომში (ფართობი 309.19 კვ.მ. და სხვა დამატებითი ნაგებობები)
• ბინა თბილისში, კორნელი კეკელიძის ქუჩაზე (62.8 კვ.მ.)
• საცხოვრებელი სახლი თბილისში, დაბა წყნეთში, სოფიკო ჭიაურელის ქუჩაზე
• ბინა ქალაქ ბათუმში, ანდრია პირველწოდებულის გზატკეცილზე (153.8 კვ.მ.)
• საცხოვრებელი სახლი ქალაქ თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე (401 კვ.მ.)
ოჯახი ფლობს ოთხ მსუბუქ ავტომანქანას: ეკა ჭიჭინაძის საკუთრებაშია: Mercedes GLC 200, რომელიც 2023 წლის სექტემბერში 70,000 ევროდ შეიძინა. MERCEDES-BENZ B 170, რომელიც 2005 წელს 17,000 აშშ დოლარად არის შეძენილი, ნიკოლოზ შენგელაიას საკუთრებაშია: Mercedes GLE 450 (შეძენილი 2021 წელს 91,000 აშშ დოლარად). Mercedes Benz ML400 (შეძენილი 2015 წელს 80,000 აშშ დოლარად)
ჭიჭინაძის მიმდინარე ანგარიშებზე: 345,800 GEL, 701.29 USD, 121.93 EUR, 3,497.27 USD, 30 USD, 434.1 USD, 504.5 GEL (“საქართველოს ბანკი”); საკრედიტო: 4,264.08 GEL და 7,192.69 GEL (“საქართველოს ბანკი”). ნიკოლოზ შენგელაიას ანგარიშებზე: დეპოზიტი: 480,000 USD (“საქართველოს ბანკი”). მიმდინარე: 300 GEL, 15,187.93 USD, 9,169.17 USD, 10 USD, 20,000 USD, 24,050.61 USD, 220,501.62 USD, 4,801.83 USD, 22,556.99 EUR, 2,329.93 USD (“საქართველოს ბანკი”)191919. საკრედიტო: 88,000 USD (“საქართველოს ბანკი”).
ნიკოლოზ შენგელაია არის შპს „შპს კედარი 2008“-ის 25%-იანი წილის მფლობელი და ერთადერთი საწარმო, რომლის საქმიანობითაც მან წინა წელს 17,736 ლარის შემოსავალი მიიღო. ეკა ჭიჭინაძე და ნიკოლოზ შენგელაია ასევე ფლობენ წილებს სხვა კომპანიებშიც, თუმცა დეკლარაციის შევსების მომენტისთვის, მითითებულია, რომ ეს კომპანიები (“ფერო მეტალი,” “ჭიაურელი ბრაზერს არტ სტუდიო,” “გიორგი შენგელაია და შვილები,” “ბიოტა,” “ჰიდროვეივი”) აღარ ახორციელებენ სამეწარმეო საქმიანობას.
2024 წლის განმავლობაში, ეკა ჭიჭინაძის შემოსავალი:
• საქართველოს პარლამენტის აპარატში კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობიდან მიღებული ხელფასი: 4,778 ლარი (25.11.2024-31.12.2024);
• ანაბრიდან (ვადიანი დეპოზიტი, 345,800 GEL) მიღებული შემოსავალი: 39,182.46 ლარი;
• გასავალი (ვალდებულება): საკრედიტო სესხზე გადახდილი თანხა (24,850 ლარი) შეადგენს 14,500 ლარს.
ნიკოლოზ შენგელაიას შემოსავალი და ვალდებულებები:
• ააიპ-თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახ. სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორის თანამდებობიდან მიღებული ხელფასი: 6,552.6 ლარი;
• სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო“-დან ერთჯერადად გაწეული მომსახურების ანაზღაურება: 7,035 ლარი;
• სადეპოზიტო სერტიფიკატიდან (480,000 USD) მიღებული შემოსავალი: 17,568 აშშ დოლარი;
• პრემიუმ ანაბრიდან (2,250,576.53 USD) მიღებული შემოსავალი: 1,101 დოლარი;
• დეპოზიტიდან (3,000,000 USD) მიღებული შემოსავალი: 75,452 დოლარი;
• გასავალი (ვალდებულება): სესხი, ანაბრით უზრუნველყოფილი (96,930.31 USD).
წყარო: Bm.ge

