მოარული ხმებით, კობახიძის შეცვლას ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილით აპირებენ. alia.ge-ს ჟურნალისტური გამოძიებით, არც მოქმედი მოქმედი მინისტრია უმწიკლო და არც მისი ქონებაა ხელწამოსაკრავი.
„მხოლოდ ფული უყვარს მარიამსო, დიდი ტყუილია, რადგან მარიამს ფული მხოლოდ ფულის სახით როდი უყვარს – მის ძვირადღირებულ სამკაულებს შორისაა 12.000 დოლარად ნაყიდი როლექსის ფირმის ერთი საათი, და ამავე ფირმის მეორე საათი, რომლის ღირებულება 10.000 დოლარია. მისივე დეკლარაციის მიხედვით, მას აქვს ასევე 10.500 დოლარის ღირებულების კარტიეს სამაჯური და ბეჭედი. რაც შეეხება მანქანას, 2018 წელს იყიდა 60.000 დოლარად ბე-ემ-ვე X6. 2025 წლისთვის იყიდა, თუ არა, ახალი ავტომანქანა, ჯერ უცნობია. კულუარულად, არაერთი ადამიანი საუბრობს იმას, რომ მას არადეკლარირებული ქონებაც ბლომად დაუგროვდა ბოლო წლებში.“
წყარო: alia.ge

