შვეიცარულმა ბანკმა ამერიკული სანქციების მოტივით ანგარიშებზე წვდომა ივანიშვილის გარდა, მის ცოლს და ოჯახის წევრებსაც შეუზღუდა – ადვოკატის განცხადება

შვეიცარულმა ბანკმა ამერიკული სანქციების მოტივით ანგარიშებზე წვდომა ივანიშვილის გარდა, მის ცოლს და ოჯახის წევრებსაც შეუზღუდა - ადვოკატის განცხადებაივანიშვილის დავა მილიონებზე და დიდი აღიარება – შვეიცარულმა ბანკმა ამერიკული სანქციების მოტივით ანგარიშებზე წვდომა ბიძინა ივანიშვილის გარდა, მის ცოლს და ოჯახის წევრებსაც შეუზღუდა. ამის შესახებ “ოცნების” დამფუძნებლის ადვოკატის, თემო წიქვაძის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ხდება ცნობილი.

საუბარია „ჯულიუს ბაერში“ აკუმულირებულ თანხებზე. ფული დევს, თუმცა ივანიშვილები ამ თანხას ვერ იყენებენ.

ადვოკატის თქმით, ივანიშვილი აბსოლუტურად შეგუებულია, რომ „ჯულიუს ბაერში“ აკუმულირებულ თანხებს მას და მისი ოჯახის წევრებს არ განაკარგინებენ.

ივანიშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებსსპეცსამსახურების მიერ კონტროლირებად შვეიცარიაში, კერძოდ ბანკ „ჯულიუს ბაერში“. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს წინა ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციები არანაირ კავშირში არ არის ამ თანხასთან, ბანკმა ხულიგნურად გააჩერა როგორც ბატონი ივანიშვილის აქტივი, ასევე თანხაზე წვდომა შეუზღუდა მის მეუღლეს და შვილებს. და თუ ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში შვეიცარიის ბანკი სრულიად აბსურდულად, მაგრამ მაინც საბაბად ამერიკულ სანქციებს იყენებს, ვერაფერს და არაფერს ამბობს იმაზე, თუ რატომ აქვს დაყადაღებული მეუღლის და შვილების თანხები. სპეცსამსახურები წინა ადმინისტრაციის ხელით ბატონი ივანიშვილის მეუღლეს და შვილებს „რუსული ინტერესების გატარებისთვის“ ვერ დაასანქცირებდნენ, რადგან ეს „დიპ სტეიტისთვისაც“ კი გადამლაშება იქნებოდა, თუმცა სადაც ფორმალური მიზეზების მოძებნა უჭირთ, უხეშ, ყაჩაღურ მეთოდებზე გადადიან”- წერია გავრცელებულ განცხადებაში.