გახარიას პრემიერობისას გახდა მარიამ ქვრივიშვილი ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი, მწვანე შუქი მის დაწინაურებას სწორედ გახარიამ აუნთო.
“ალია” რამდენიმე წყარო, დამოუკიდებლად უყვება ამბავს, რომ სწორედ მარიამ ქვრივიშვილს ანდეს 130 მილიონი აშშ დოლარი, რომლითაც საქართველოს და ქართული ტურიზმის პოპულარიზაცია უნდა მომხდარიყო მსოფლიოში, თუმცა, როგორც წყაროები ამბობენ “ალიასთან”, ეს ფული აორთქლდა.
“ირაკლი შოთაძემ საქმეც აღძრა, თუმცა, მოგვიანებით ეს საქმე თაროზე შემოდო და იქვე დატოვა. სხვათა შორის, ირაკლი შოთაძე, ძალიან კარგად გამოძვრა, პრაქტიკულად, უსანქციოდ, მხოლოდ უკრაინამ დაასანქცირა და სწორედ ამან გაუჩინა ბიძინა ივანიშვილს ეჭვი, რომ ისიც აწვდიდა მასალებს უცხოელ პარტნიორებს. შოთაძე ამ 130 მილიონის საქმემ “აჭარა ჯგუფამდე” მიიყვანა. აჭარა ჯგუფთან ქვრივიშვილს პირადი ინტერესი აქვს, ჯერ თავად იქ მუშაობდა, სახელმწიფო სამსახურამდე, მერე კი, მისი მეუღლე ახლაც ამ ჯგუფის დირექტორია და თემურ უგულავასთან ერთად მდიდრდება წლებია. რატომ არ გააგრძელა ამ საქმეზე მუშაობა, ოფიციალურად უცნობია, თუმცა, პირადი დაინტერესების გარეშე, სახელმწიფო ბიუჯეტის 130 მილიონი დოლარი გაფლანგვაზე გაჩუმდე, როგორც წესი, არ ხდება.” – გვიყვება წყარო.
აქვე, თუ ვინმე ამ 130 მილიონი დოლარის ამბით დაინტერესდება, იქნებ, ისიც გაგერკვიათ, ბატონებო, გიორგი გახარიამ ბრიუსელიდან 129 მილიონი ევროს საფინანსო შეთანხმება რომ გვახარა და კორონავირუსის გავრცელების შედეგად, საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. უფრო რომელი სფერო გაუმჯობესდა ამ 129 მილიონი ევროთი, ბატონებო, უფრო სოციალური, თუ უფრო ეკონომიკური? ვინმეს ჯიბეში ხომ არ წავიდა ესეც?
დავუბრუნდეთ მარიმ ქვრივიშვილის საქმიანობას, 2019 წელს, როცა სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაბრუნდა, ერთ–ერთი პირველი დაპირებები იყო: 1. მეტი ტურისტი კორეიდან; 2. სამედიცინო ტურიზმი… და თუ რომელიმე განვითარდა, არ დაგვიმალოთ, ჩვენც გვითხარით. ერთ–ერთი პირველი ტრენინგები გამართა თემაზე „რა უნდათ ჩინელ ტურისტებს?“ ხომ მაგარი საინტერესოა, რა შეიძლება უნდოდეს ჩინელ ტურისტს? შემდეგი იყო, აეროპორტებში ღვინის დარიგების იდეა, ხო, აი, ასე, ავიღეთ ღვინის ბოთლი, წავაწერეთ რომ ქართველების მეორე სახელი „მასპინძლობააო“ და საქართველო რომ კულინარიული ქვეყანააო. – ანუ, ამოცანა ამოხსნილია, ტურისტებს შიათ და სწყურიათ, ქვრივიშვილის აზრით და ჩამოდიან მხოლოდ საჭმელად და დასალევად. ამდენსაუკუნოვანი ერის ისტორიაში ქალი რომ ჭამისა და დალევის მეტს ვერაფერს იპოვნი, კია ტრაგიკული ამბავი.
მართალია, ამჯერად ეკონომიკის მინისტრია, მაგრამ თითქოს ისევ ტურიზმშია ჩარჩენილი, უმეტესად მხოლოდ ფრენებზე საუბრობს, ვინმემ კითხვა რომ დაუსვას ენერგეტიკაზე, ან საქართველოს რკინიგზაზე, ან მშენებლობების უფლებების გაცემაზე, არავინ იცის, რას უპასუხებს და უპასუხებს, თუ ვერა. უცნობია, იცის თუ არა, რომ ქონების პრივატიზაციაზე, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების მართვაზე, სახელმწიფო ქონების აღრიცხვა–რეგისტრაციაზე, ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემაზე, გაყიდვაზე, ჩამოწერაზეც რომაა პასუხისმგებელი, ან თუ იცის, რომ მდგრადი განვითარება ეკონომიკური ზრდის ისეთი ფორმაა, რომელმაც უნდა უზრუნველჰყოს უსაფრთხოება მომავალი თაობებისთვის. კაცმა არ იცის, როგორ წარმოუდგენია ციფრული ეკონომიკის განვითარება, იქნებ, ენერგეტიკაზე აქვს რაიმე აზრი? „აწარმოე საქართველოში“ რამდენად კონტროლდება, იცის? სამრეწველო ენერგოეფექტურობაზე რას იტყვის? ნეტავი, საპენსიო რეფორმაზე, რკინიგზის რეფორმაზე, სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე და ენერგოაუდიტორთა სიის შედგენის პროექტზე რომაა პასუხისმგებელი, გაუგია საერთოდ? თავი რომ მოსწონს, მშენებლონის ნებართვები გაიზარდა ბოლო წელშიო, ვისზე გაიცა და რა პრინციპით, აინტერესებს? იცის?
რაც შეეხება ფრენებსა და ტურიზმს, რომლებზედაც სულ ლაპარაკობს, თითქოსდა ეკონომიკის მინისტრს სხვა არაფერი ევალებოდეს, ეს არც შემთხვევითია და არც მხოლოდ უცოდინრობის ნიშანი, საქმე ისაა, რომ ის ჯერ მუშაობდა ტურიზმის ადმინისტრაციაში, 2 წელი, 2012–2014 წლებში, მოადგილის პოსტზე, შემდეგ კი წავიდა კერძო სექტორში და გამოიცანით, რომელი სფერო აირჩია? – ტურიზმი და ავია. 2014–19 წლებში ის იყო ტუროპერატორი კომპანია „ვოიაჟერის“ გენერალური დირექტორი და ამავდროულად, ავიაკომპანია ფლაიდუბაის რეგიონალური მენეჯერი. სწორედ იმ დროიდან შემორჩა არაბულად მისალმება ჩვევად, როგორც ამბობენ და მისი საყვარელი სიის ათეულში კი, დამსახურებული პირველი ადგილი, თურმე, ეკუთვნის სიტყვას – “ჰაბიბი”. არაფერი ცუდი იმაში არაა, არაბს რომ არაბულად ესალმები, ქართველს რომ არაბულად ესალმები, მაგაზეა საუბარი. ბიზნესში მთავარ მიღწევად თვლის სხვადასხვა ავიაკომპანიების ქვეყანაში შემოყვანას, ოღონდ, ბიზნესიდანაც, ნაწილი ტენდერებით გააკეთა.
2014-2019 წლებში, იგი იყო შპს “ვოიაჟერის” – გენერალური დირექტორი, ა/კ flydubai–ს- რეგიონალური მენეჯერი, მისი ხელმძღვანელობით და პარტნიორ ავიაკომპანიებთან ერთად გაიხსნა ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებები, ასევე მართავდა ავიაკომპანიის Flynas საქართველოში პირდაპირი რეგულარული რეისების განხორცილებისა და წარმომადგენლობის პროექტს, იგივენაირად – ავიაკომპანიის Salam Air–ზეც, ავიაკომპანიის Jazeera Airways წარმომადგენლობა საქართველოში და კომერციული ოპერირება ტენდერის საფუძველზე მოხდა, იგივენაირად, ტენდერით მოხდა ავიაკომპანიის Gulf Air–ის წარმომადგენლობის გახსნა და პირდაპირი რეისების კომერციული ოპერირება.
შესაბამისად, ესაა მისი მთავარი საქმიანობა. მისი მთავარი შემოსავალიც, ტურიზმიდან წასვლის შემდეგ ეს იყო – ეს თუ პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტი არაა და მეტი რაღა შეიძლება იყოს, მაშ ინტერესთა კონფლიქტი? მაგრამ, როგორც ზემოთ ვთქვით, რაჟდენ კუპრაშვილს “არ სცალია” ოცნების მაღალჩინოსნებისთვის და მათი სავარაუდო კორუფციული სქემების მოსაკვლევად.
ტურიზმის ადმინისტრაციაში დაბრუნების შემდეგ, 2019 წელს, კომპანიებში საკუთარი წილები გადააფორმა, თუმცა, მტკიცებულება, რომ რეალურად არ აქვს წვდომა კომპანიებზე და არაა დაინტერესებული, მეტი შემოსავალი მიიღოს აქედან, არ არსებობს. ლოგიკური კითხვაა – რანაირად შეიძლება შენი კომპანიების შემოსავლით და წარმატებით არ იყო დაინტერესებული ადამიანი?! მაგრამ მაგაზეც იტყვიან ახლა, არა, წამითაც არ იხედება საკუთარი კომპანიებისკენ და სულ ფრენა, ფრენამ, ფრენას რომ საუბრობს, ეგ მხოლოდ ქვეყნისთვისო. პრაქტიკულად, თუ სადმე რამე ბილეთი იყიდება და სადმე რამე დაფრინავს ამ ქვეყანაში, ყველაფერში ხელი აქვს ჩაყოფილი. კიდევ ერთხელ ვიკითხავ, ეს ინტერესთა კონფლიქტია თუ სავარაუდო კორუფციის ნიშნები? თუ ორივე ერთად?!
მოკლედ, მიუხედავად ამ მნიშვნელოვანი დეტალებისა, მას სწორედ ის სფერო ჩააბარეს, სადაც პირადი ინტერესები ჰქონდა – თავისი და თავისი ოჯახის. იყო ტურიზმში, მერე წავიდა, სწორედ ტურისტულ და ავია ბიზნესების გასახსნელად, გახსნა, აამუშავა და დაბრუნდა ისევ ტურიზმში, მოგვიანებით კი ეკონომიკის მინისტრობასაც მიაღწია და როგორ უნდა მოუბრუნდეს ვინმეს ენა და თქვას, რომ აქ ლოგიკური ეჭვი ნეპოტიზმსა ან კორუფციაზე არ არსებობს? სხვათა შორის, პატარა კომპანიებზე არაა საუბარი, 2024 წელს მარიამ ქვრივიშვილმა 300 000 ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო მხოლოდ ორი კომპანიიდან. ჰო, კიდევ – მისი მეუღლე, აჭარა ჯგუფის გენერალური დირექტორი, ოთარ ბერიშვილი 24 შპს–ს დირექტორია. რატომ შეიძლება დაგჭირდეს 24 შპს – ეგ ცალკე მასალის თემაა.
წყარო: ალია.გე

