ზურაბ ზვიადაურს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. იარაღის უკანონო შეძენა- შენახვა-ტარებისთვის დაკავებული ოლიმპიური ჩემპიონი ციხეს პირობითი მსჯავრის და 5 ათას ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ ოთხ თვეში დატოვებს.
საპროცესო გარიგების მოთხოვნით ზვიადაურმა საგამოძიებო უწყებას თავად მიმართა და გარიგება სწორედ ბოლო სასამართლო პროცესზე შედგა.
ბრალდებულსა და ბრალდების მხარის შორის მოხდა შეთანხმება სასჯელზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ზურა ზვიადაურს გაუფრომდა საპროცესო შეთანხმება . შუამდგომლობით მე მივმართე და განცხადებით პროკურატურას, ომ გაფორმებულიყო მასთან საპროცესო შეთანხმება და პირობითი გახლავთ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე პირობითი მსჯავრი და დამდატებით სასჯელად დაეკისროს ჯარიმა, – ამბობს ზვიადაურის ადვოკატი.
ცნობისთვის, ზურაბ ზვიადაური სამართალდამცავებმა 2025 წლის 16 სექტემბერს დააკავეს.
საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარების ფაქტებზე ოლიმპიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს ბრალდება 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით წარუდგინა.
მუხლი 4-იდან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.

