ეკონომიკის სამინისტრო ხელფასებში 10 მლნ-ს ხარჯავს

ეკონომიკის სამინისტრო ხელფასებში 10 მლნ-ს ხარჯავსეკონომიკის სამინისტროს სახელფასო ფონდი, 2024 წელს თუ 8 მილიონი იყო, წელს 10 მილიონია, მივლინებების ხარჯი უკვე მილიონს გადასცდა – ისიც 9 თვეში, პრემიები, დანამატები 7 მილიონს აღწევს უკვე 9 თვეში, მხოლოდ 9 თვეში.

ერთ მნიშვნელოვან დეტალს მინდა ყურადღება მიაქციოთ – ეკონომიკის სამინისტროს სახელფასო ფონდი ხომ 10 მილიონი ლარია და მეწარმეობის განვითარება – საკრედიტო საგარანტიო სქემა ფინანსდება 10 მილიონით! ანუ, ქვეყანაში ამხელა სქემა რომ ფინანსდება ისიც 10 მილიონია და სამინისტროს ხელფასებშიც 10 მილიონი იხარჯება.

ქვრივიშვილი 2021 წლიდან იყო ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და წელს დაწინაურდა მინისტრობამდე, თუმცა, არც მინისტრის მოადგილის პოსტზე ჰქონდა ნაკლები უფლება და პასუხისმგებლობა.

უცნობია ამჟამად რამდენი ავტომანქანაა სამინისტროს ბალანსზე, მართალია, ირაკლი კობახიძე ამბობს, ყველა განკარგულება, ყველა სტატისტიკური მონაცემი, ყველა ხარჯი ღია და საჯარო იყოსო, მაგრამ შეუძლია თავად ნახოს რა ხდება ეკონომიკის სამინისტროს ვებ. გვერდზე, ზოგი ინფორმაცია განახლებულია, ზოგი, – არა. 2023 წელს სამინისტროს ბალანსზე იყო 46 ავტომობილი, იგივე წელს, სამინისტროს ავტომობილებში საწვავის ჩასასხმელად, ქვეყნის ბიუჯეტიდან გადავიხადეთ 249 788 ლარი, ხოლო, ამ ავტომობილების შესაკეთებლად, 95 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა, იგივე წელს, სამინიტროს თანამშრომლებს რომ ტელეფონებით ესაუბრათ, სატელეფონო ხარჯი იყო 72 000 ლარზე მეტი. ოღონდ, ამ სამინისტროს მაინც არასოდეს არაფერი არ ჰყოფნის – გასულ 2024 წელს, სარეზერვო ფონდიდან წაიღო სამინისტრომ 4 მილიონ 632 ათასი ლარი.

საჩუქარი, ჩურჩხელა, სასაჩუქრე ჩანთები, ღვინო, შაქარი, ყავა, ჩაი, რძე, ნაღები – ყველაფერს ჩვენ ვყიდულობთ მათთვის, ხალხი და ქვრივიშვილს, რომელსაც, გვეგონა, რომ ტურიზმი მაინც იცოდა, ცოტათი მაინც, წლობით რომ მართავდა ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს, გიდი დაუქირავებია ივნისში და მაგაშიც ხალხის ფული გადაუხდია.

წყარო: ალია.გე