ჩინეთი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ირანში ყოფნისგან თავი შეიკავონ

ჩინეთი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ირანში ყოფნისგან თავი შეიკავონჩინეთი საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, ირანში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. ამის მიზეზად იმას ასახელებს, რომ ირანი აშშ-ის თავდასხმის საფრთხის წინაშეა და უსაფრთხოების რისკები გაზრდილია.

“ირანში არსებული უსაფრთხოების სიტუაციის გათვალისწინებით, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ირანში ჩინეთის საელჩოები და საკონსულოები ჩინეთის მოქალაქეებს ვახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ირანში მოგზაურობას თავი აარიდონ.

ამჟამად ირანში მყოფ ჩინეთის მოქალაქეებს კი ვურჩევთ, რომ უსაფრთხოების ზომები გააძლიერონ და რაც შეიძლება მალე ევაკუაცია მოახდინონ”. – წერია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, მსოფლიოში აშშ-ს უდიდესი ავიამზიდი, USS Gerald R. Ford ისრაელის სანაპიროს მიუახლოვდა.

26 თებერვალს აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართა. გამოცემა Wall Street Journal წერს, რომ აშშ-ს წარმომადგენლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა, ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე ხამენეის რეჟიმს “მკაცრი მოთხოვნები’ წაუყენეს.

აშშ-ს მაღალჩინოსნების თქმით, არსებული მოლოდინით, ჟენევაში მოლაპარაკებებზე ამერიკულ მხარეს ირანისთვის უნდა მოეთხოვა, რომ სამივე ბირთვული ობიექტი – ფორდო, ნათანზი და ისპაანი – უნდა დაიშალოს და რეჟიმის ხელთ დარჩენილი ყოველგვარი გამდიდრებული ურანი აშშ-ს უნდა გადაეცეს.

ამასთან, წყაროების მიხედვით, აშშ-ს დელეგაციის კიდევ ერთ მოთხოვნას უნდა წარმოადგენდეს, რომ ნებისმიერი ბირთვული შეთანხმება სამუდამო უნდა იყოს და არ უნდა ჰქონდეს ვადა. ცნობისთვის, ობამას ადმინისტრაციის მიერ მიღწეული 2015 წლის ბირთვული შეთანხმება (JCPOA), რომელსაც რესპუბლიკელები ზედმეტად სუსტ დოკუმენტად თვლიდნენ და რომელი შეთანხმებიდანაც ტრამპმა აშშ პირველი ვადის დროს გამოიყვანა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ირანზე შეზღუდვების მოხსნას გულისხმობდა.

აშშ-ირანის მორიგ შეხვედრამდე პრეზიდენტმა ტრამპმა ერისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ ირანი განაგრძობს ბირთვული იარაღისა და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის განვითარებას. ამავდროულად, ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსის თქმით, თეთრ სახლს აქვს მტკიცებულებები, რომელიც მიანიშნებს, რომ აშშ-ს იერიშების შემდეგ თეირანმა ბირთვული პროგრამის აღდგენა ხელახლა სცადა.