ისრაელის ტელეკომპანია Channel 12 ისრაელის წყაროებზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი დღეს განხორციელებული ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა.
ტელეკომპანიის ცნობით, ისრაელი „აფასებს“, რომ ხამენეი, დიდი ალბათობით, მოკლულია, თუმცა ოფიციალური დადასტურება ამ დრომდე არ არსებობს. რამდენიმე წუთით ადრე არხი იუწყებოდა, რომ ისრაელის შეფასებით, ხამენეი „მინიმუმ დაშავებულია“, და ეს დასკვნა არ ეფუძნება სატელიტურ გამოსახულებებს, რომლებზეც, გავრცელებული ცნობებით, მისი საპრეზიდენტო კომპლექსის განადგურება ჩანს, არამედ ეყრდნობა ანონიმურ წყაროებს.
ამავე დროს, ისრაელის სახელმწიფო მაუწყებელი Kan-ი იუწყება, რომ ხამენეისთან „კავშირი არ არის“ და მისი მდგომარეობა უცნობია.
ირანული მხარისგან ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გავრცელებულა.

