ქართველი ემიგრანტი მადლენა მგალობლიშვილი ამჟამად იმყოფება თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ რიზეში. როგორც აცხადებს, ერთი წლის მანძილზე ჯანმრთელობის პრობლემების გამო, რეჯებ ტაიფ ერდოღნის უნივერსიტეტის „არაშტურმის” საავადმყოფოში ორჯერ მოუწია მკურნალობის კურსის გავლა:
მადლენა მგალობლიშვილი:
„8 თვის წინ მოულოდნელად განმივითარდა გულის ინფარქტი, როგორც ექიმები მეუბნებიან, ჩემი გადარჩენა სასწაული. მკურნალობის შემდეგ მქონდა ჰაერის უკმარისობა, გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ცხვირში ე.წ. პოლიპები მქონდა, რაც სასწრაფოდ ქირურგიულ ჩარევას საჭიროებდა.
რიზეს „არაშტურმის” საავადმყოფოში ოპერაცია ქირურგმა, ქალბატონმა ოზლემ
ჩ,ერდივანლიმ და მისმა გუნდმა გამიკეთეს. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. არცთუ იოლმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. მინდა აღვნიშნო, რომ მკურნალობის და ოპერაციის დროს მე ერთი ლირაც კი არ გადამიხდია.
უღრმეს მადლობას ვუხდი ახალგაზრდა ექიმების გუნდს, ექთნებს, ასისტენტებს, ანესთეზიოლოგს, საავადმყოფოს დირექტორს.
ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ტურისტული განყოფილების მდივანს.
ყველას მადლიერებით მოვიხსენიებ, ვინც ჩემს გადარჩენაში მონაწილეობა მიიღო.
უამრავი წარმატება და ბევრი განკურნებული პაციენტი ამ უმაგრეს გუნდს.“

