ტექნოლოგიური პროგრესი ადამიანის ყოველდღიურობის რაციონალიზაციასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უნდა ემსახურებოდეს. ეს მისია კარგად აქვს გააზრებული კორეულ ტექ გიგანტ Samsung. ყოველი ახალი პროდუქტის წარდგენისას ბრენდი აქცენტს აკეთებს არა მშრალ მახასიათებლებზე (თუმცა ტექნიკური მხარე ყოველთვის უმაღლესი ხარისხით სრულდება) არამედ იმაზე, თუ როგორ ერგება ტექნიკა 21-ე საუკუნის ადამიანის ცხოვრების რიტმს. Samsung-ის ინოვაციების მიზანია ყველაფერი რაც თანამედროვე საქმიანი ადამიანის ცხოვრებას ართულებს მაქსიმალურად გაამარტივოს ახალი ტექნოლოგიებს გამოყენებით. და უკვე წლებია ამ მისიას წარმატებით უმკლავდება.
ამის კარგი მაგალითია Samsung-ის უახლესი ფლაგმანები სმარტფონები, რომელთა მიზანია ტექნოლოგიური შესაძლებლობების ახალ სტანდარტზე წვდომა მისცეს მაქსიმალურად ბევრ ადამიანს. მაგალითად Galaxy S26 Ultra-ს 16GB ოპერატიული მეხსიერება და გაუმჯობესებული პროცესორი გარანტიაა, რომ სმარტფონი რთული ტექნიკური დავალებების შესრულებასაც გაუმკლავდება და მფლობელს სამუშაო პროცესის სრულიად შეუფერხებლად წარმართვის საშუალება ექნება. სმარტფონი იდეალურია მათთვის, ვინც მულტიმედია კონტენტზე ან რთულ მონაცემებზე მუშაობს და ხშირად ფორს მაჟორულ სიტუაციებში უწევს დავალებების შესრულება. Galaxy AI-ს ფუნქციების ინტეგრირება სმარტფონს საშუალებას აძლევს მფლობელის პერსონალური ასისტენტის როლიც შეასრულოს: მყისიერად დაამუშაოს მიწოდებული ინფორმაცია, დაეხმაროს ყოველდღიური დავალებების ოპტიმიზაციაში და ა.შ.
როდესაც ხელოვნური ინტელექტის ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ Samsung-ის საყოფაცხოვრებო ტექნიკის ხაზს. Bespoke AI სერიის მაცივრები, სარეცხი მანქანები და რობოტი მტვერსასრუტები თვალსაჩინო მაგალითია, რომ კომპანიისთვის მთავარია მომხმარებელს ტექნიკის გამოყენების მაქსიმალურად კომფორტულად პერსონალიზაცია შეეძლოს. SmartThings სისტემის მეშვეობით, Samsung-ის ტექნიკა ერთიან “ჭკვიანი სახლის” ეკოსისტემას ქმნის და მფლობელს საშუალებას აძლევს სხვადასხვა მოწყობილობა დისტანციურად აკონტროლოს ერთი აპლიკაციიდან. სმარტ ტექნიკა თავად ზრუნავს რესურსების დაზოგვასა და პროცესების ავტომატიზაციაზე. მაგალითად, Bespoke Jet Bot AI+ დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს დასუფთავებისას.
ვიზუალური ტექნოლოგიების სფეროს რაც შეეხება, Neo QLED და OLED ტელევიზორები კვლავ ინარჩუნებენ ლიდერის პოზიციას. მკვეთრი გამოსახულება და ხასხასა ფერები ქმნის რეალისტურ სურათს და საუკეთესო ხარისხით გადმოცემს ფილმსა თუ ვიდეოთამაშის გრაფიკას.
ტექნიკის მაღაზია ალტა Samsung-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში და უზრუნველყოფს ქართველ მომხმარებელს კომპანიის ინოვაციებზე მაქსიმალურად სწრაფად მიუწვდებოდეს ხელი. ავტორიზებულ რესელერთან ურთიერთობა ნიშნავს, რომ მომხმარებელი იძენს მხოლოდ ორიგინალ პროდუქციას და შენაძენთან ერთად იღებს საერთაშორისო გარანტიასა და ავტორიზებული სერვისის მხარდაჭერას.
Samsung-ის სმარტფონებს, ტელევიზორებს, მსხვილ საყოფაცხოვრებო ტექნიკას თუ წვრილ აქსესუარებს ალტაში სრულად გამჭვირვალე პირობებით და ოფიციალური მწარმოებლის მხარდაჭერით შეიძენ. გააკეთე ინვესტიცია ინოვაციურ და სანდო ტექნიკაში სადაც თითოეული დეტალი მიმართულია შენი ყოველდღიური ცხოვრების კომფორტისა და ხარისხის გაუმჯობესებაზე.
#განახლებისდროა

