კატეგორია: აქტუალური

ტრამპმა პუტინთან შეხვედრა გააუქმა

დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. ეს შეხვედრა G20-ის სამიტზე არგენტინაში უნდა გამართულიყო. აშშ-ის პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გაეცნო მოხსენებას ქერჩის ყურეში მომხდარი ინციდენტის შესახებ. პუტინისა და ტრამპის ბოლო შეხვედრა ნოემბრის დასაწყისში პარიზში შედგა პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება

საქართველოს კონსტიტუციის 72-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი ფიცს დებს არჩევიდან მესამე კვირა დღეს. რადგან არჩევნების მეორე ტური შუა კვირაში, 28 ნოემბერს გაიმართა, პირველივე კვირა, 2 დეკემბერი ათვლის წერტილი იქნება, კონსტიტუციით განსაზღვრული მესამე კვირა კი, 16 დეკემბერს მოუწევს. შესაბამისად, საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციისა და ფიცის დადების ცერემონია 16 დეკემბერს გაიმართება. ამ დროისთვის 3705 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 3694 უბანი, რაც […]

ეგზიტპოლი – გრიგოლ ვაშაძე 45%, სალომე ზურაბიშვილი – 55%

გავლენიანი ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია Edison Research საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ეგზიტპოლის შედეგებს აქვეყნებს. Edison Research-მა 17:00 საათის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, გრიგოლ ვაშაძეს 45% აქვს, ხოლო სალომე ზურაბიშვილს – 55%. 17:00 საათისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1 663 000 ამომრჩეველი იმყოფებოდა საარჩევნო უბანზე. სალომე ზურაბიშვილმა 914 000 ამომრჩევლის ხმა მიიღო, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 749 000 ხმა. სხვაობა ორ […]

მარგველაშვილი ”ოცნების” წინააღმდეგ – ”62% რომ შენ წინააღმდეგ მისცემს ხმას, რაღაცას უნდა მიხვდე”

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი “ქართულ ოცნებას” აკრიტიკებს და პოლარიზებულ საარჩევნო გარემოზე “ტვ.პირველის” ეთერში საუბრობს. ქვეყნის პირველი პირი აღნიშნავს, რომ ამომრჩეველი გარკვეულწილად მძევალია. “ამომრჩეველს ეუბნებიან, მომისმინე, შენ მე კი არ უნდა გემსახურო, არამედ შენ მთელი ცხოვრების განმავლობაში მადლობელი უნდა იყო ჩემი, რომ მე “ნაციონალური მოძრაობა” გავუშვი ხელისუფლებიდან. ამ პოლიტიკური მესიჯით მუშაობდნენ და დღესაც მუშაობენ. შთაბეჭდილება […]

გრიგოლ ვაშაძე – 52%, სალომე ზურაბიშვილი – 48% – ედისონ რისერჩის ბოლო წინასაარჩევნო კვლევა

ედისონ რისერჩის ბოლო წინასაარჩევნო კვლევა არჩევნებამდე სამი დღით ადრე – “რუსთავი 2”-ის დაკვეთით კომპანიამ 12-დან 18 ნოემბრის ჩათვლით მთელი საქართველოს მასშტაბით ხმის მიცემის უფლების მქონე 2.038 მოქალაქე გამოკითხვა და მათ პირისპირი გამოკითხვის გზით დაუსვა შეკითხვები. კითხვაზე ვის მისცემდით ხმას, საპრეზიდენტო არჩევნები დღეს რომ იმართებოდეს? პასუხები ასე გადანაწილდა: 37%-მა გრიგოლ ვაშაძე დაასახელა. 35 %-მა თქვა, რომ ხმას […]

თინა ხიდაშელი ვარდების რევოლუციაზე – ”შევარდნაძე ბევრ რამეს დათმობდა, მაგრამ ასლან აბაშიძემ შეუშალა ხელი”

დღეს 23 ნოემბერია. ვარდების რევოლუციიდან 15 წელი გავიდა. 15 წლის წინ არჩევნების გაყალბებას მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. დაახლოებით 2 კვირიანი პროტესტი ზუსტად დღევანდელ დღეს ვარდების რევოლუციით დასრულდა. მაშინდელი რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში ვარდებით შეიჭრა და შევარდნაძის ჩაიც დალია. ამ პროცესს თან ახლდა მოლაპარაკებების მთელი სერიაც საქართველოს მეორე პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძესა და მაშინდელი რევოლუციის […]

ივანიშვილი – “ვაშაძის პრეზიდენტობა ვერ მოხდება და არ მოხდება”

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტობა გამორიცხა და ისაუბრა იმ შედეგებზე რაც შეიძლება ამ შედეგმა მოუტანოს ქვეყანას. ივანიშვილის თქმით “ნაციონალურმა მოძრაობამ” საკუთარი რესურსი ამოწურა. “პირველი რაც შემიძლია უკვე, დღეს უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ეგ არ მოხდება გამორიცხულია, ვერ მოხდება და არ მოხდება. წარმოდგენა თუ გინდათ, აქაც […]

ზაალ კასრელიშვილი – “რუსეთი ქართველ სამხედროებზე ნადირობის დაწყებას აპირებს”

რა საფრთხე ელოდება საქართველოს ჰააგის სასამართლოდან, რა შეცდომებს უშვებს საქართველოს ხელისუფლება, რატომ დაიწყეს ზოგიერთებმა საქართველოს უახლესი ისტორიის გადაწერა? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება. – 1989 წლის 9 აპრილი ქართველებისთვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელი თარიღია. ახლა კი ვიღაცები გვეუბნებიან, რომ რუსის ჯარს ნიჩბებით არავინ დაუხოცავს და გასართობად მისული ახალგაზრდები ასფიქსიით გარდაიცვალნენ. […]

“გამარჯვებული ვაშაძე უფრო თვინიერი იქნება, ვიდრე დამარცხებული”

“ახალი თაობის” კითხვებს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი პასუხობს. – ბატონო პაატა, საზოგადოება აქტიურად ადევნებს თვალს ბოლო პერიოდის მოვლენებს. წინ მეორე ტურია, ხელისუფლება კი შეცდომას შეცდომაზე უშვებს. რატომ გაუჭირდა ასე “ოცნებას” და რას ელოდებით? – “ოცნებს” გაუჭირდა იმიტომ, რომ ხერხავდა იმ ტოტს, რომელზეც იჯდა და საბოლოო ჯამში მიიღო ის, რასაც ვხედავთ. მას შემდეგ, რაც […]

კობა გვენეტაძე: „სავალუტო რეზერვები არ არის ადეკვატურ დონეზე“

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, საერთაშორისო რეზერვების შესავსებად სებ-ი ინტერვენციებს მომავალშიც გააგრძელებს. ამის შესახებ გვენეტაძემ ჟურნალისტებს 9 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აქუციონზე 10 მლნ დოლარის შესყიდვის მიზეზებთან დაკავშირებით განუცხადა. მთავარი ბანკირი აცხადებს, რომ სებ-ის სავალუტო რეზერვები ადეკვატურ დონეზე არაა. „ჩვენ ეს ადრეც ბევრჯერ გაგვიკეთებია; მე თავადაც განმიცხადებია, რომ ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები […]