„ქართული ოცნების“ შეხვედრიდან „თაიმერისთვის“ კიდევ ერთი ექსკლუზიური დეტალი გახდა ცნობილი: თბილისის მერმა, კახი კალაძემ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილს მიმართა: – საქართველოში არ არის შექმნილი ის ვითარება, რომ პრემიერ-მინისტრი გადააყენოთ, ის ღირსეული პრემიერია. ამის შემდეგ, როგორც ჩვენი წყარო ყვება, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ დამსწრე საზოგადოებას ჩანაწერი „აუფრიალა“, სადაც ეკონომიკის მინისტრი ქუმსიშვილი გიორგი ვაშაძეს ეუბნება, რომ მომიტინგეებმა […]
კატეგორია: აქტუალური
დავით ჭიჭინაძე – “ეს პარლამენტი უნდა დაიშალოს”
თუ ეს შემწყნარებლური პოლიტიკა გაგრძელდა, მაშინ მე ვთვლი, რომ პარლამენტი უნდა დაიშალოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსის“ ეთერში განაცხადა. “თუ იგივე გაგრძელდა, რაც დღეს არსებობს, ეს შემწყნარებლური პოლიტიკა, მაშინ მე ვთვლი, რომ პარლამენტი უნდა დაიშალოს და ახალი არჩევნები ჩატარდეს. რადგან ამ დაპირებებმა და ამ პოლიტიკამ მიგვიყვანა იქამდე, რომ […]
პრემიერი კვირიკაშვილი გადადგა
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკის სფეროში მიღწეულ წარმატებაზეც ისაუბრა. „დღეს არის ის მომენტი, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს მიეცეს საშუალება, რომ გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებიდან გამომდინარე, რასაც მას გააჩნია,“- განაცხადა კვირიკაშვილმა. მან ეკონომიკის სფეროში გატარებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები დაასახელა – მცურავი სავალუტო კურსი, რეფინანსირების განაკვეთის ზომიერი ზრდა, ჭარბვალიანობისა […]
დავით ჭიჭინაძე: „მთავრობა უნდა გადადგეს”
„ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ მთავრობა უნდა გადადგეს. ჭიჭნაძის თქმით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარებოდან გამოსავალი ეს არის. ჭიჭინაძე ხაზს უსვამს მძიმე ეკონომიკურ სიტუაციას და ამბობს, რო ახალმა გუნდმა ახალი პროგრამა უნდა წარმოადგინოს და ქართულმა ოცნებამ აღიდგინოს ის ნდობა, რომელიც თავის დროზე ჰოქნდა საზოგადოებაში: “მე გუშინაც ვიძახდი და დღესაც ვაფიქსირებ, რომ ცვლილებები საჭიროა, განსაკუთრებით […]
კვირიკაშვილი მიდის – პრემიერის პოსტი შესაძლოა მამუკა ბახტაძემ დაიკავოს
სამთავრობო ცვლილებების მოლოდინში – პარტია “ქართული ოცნება” ამ წუთებში საგანგებო შეხვედრას მართავს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ესწრება.არსებული ინფორმაციით, ივანიშვილი მთავრობის მეთაურს შეცვლის. მედიაში საუბრობენ, რომ კვრიკაშვილის სავარძელს შს მოქმედი მინისტრი გიორგი გახარია დაიკავებს, თუმცა ,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით, პრემიერის პოსტზე შესაძლოა ფინანსთა მინსიტრი მამუკა ბახტაძე ვიხილოთ. სამთავრობო ცვლილებები ამით არ ამოიწურება. კულუარული ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტს დატოვებენ იუსტიციის მინისტრი […]
პარლამენტთან ნიკა მელია დააკავეს
რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის წევრები ნიკა მელია, ირაკლი ნადირაძე, ლევან ხაბეიშვილი და აქციის რამდენიმე მონაწილე. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, მათ მხარდამჭერებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ნიკა მელიამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მხარდამჭერებთან ერთად გზა გადაკვეთა და საპატრულო პოლიციის უფროს თეიმურაზ კუპატაძესთანდაკავშირება სცადა.
ზვიად კუპრავა და კიდევ სამი პირი დააკავეს – შსს-ს განცხადება
ზვიად კუპრავა და კიდევ სამი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის არიან დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი განკარგულების დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 4 პირია დაკავებული. შეგახსენებთ, რუსთაველზე, აქციის მონაწილეებისთვის გამოყოფილი ადგილი სამართალდამცველებმა გამთენიისას სპეციალური ბარიერებით შემოსაზღვრეს. როგორც საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა განმარტეს, […]
ახალი არეულობა “ქართულ ოცნებაში” – დეპუტატი გრიგოლ მიქელაძე პროკურატურას შოთა შალელაშვილის საქმიანობით დაინტერესებას სთხოვს
ქართულ ოცნებაში ახალი დიდი არეულობა დაიწყო. დეპუტატი გრიგოლ მიქელაძე პროკურატურას შოთა შალელაშვილის საქმიანობით დაინტერესებას სთხოვს. პარლამენტის წევრი ფიქრობს, რომ შალელაშვილის ფინანსური მაქინაციები იმდენად ღრმაა, რომ ის პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამაც უნდა გამოიძიოს. შალელაშვილი საქართველოს პარლამენტის მილიონერი დეპუტატების რიცხვშია. მხოლოდ დეკლარაციაში წერია, რომ მას 10 მილიონ დოლარამდე ნაღდი ფული ქართუ ბანკში აქვს, მილიონებად არის შეფასებული მისი უძრავი ქონება და […]
მირზა სუბელიანი დააკავეს – მას ჯარიმა, შინაპატიმრობა ან 2-დან 4 წლამდე ციხე ელის
შსს-ში მორიგი დაკითხვის შემდეგ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის მამა, მირზა სუბელიანი მკვლელობის შეუტყობინებლობისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით დააკავეს. აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2017 წლის […]
“ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს და არავისზე ხელის დაფარებას არ ვაპირებთ” – მამუკა მდინარაძე
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, რომელიც დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრია, აღნიშნავს, რომ მათ დასამალი არაფერი აქვს და არავისზე არ აპირებენ ხელის დაფარებას. “თქვენ შეგიძლიათ მოძებნოთ პრეცედენტები, თუ რამდენი შემთხვევა მსოფლიოში, როცა ხელისუფლება კონკრეტულ საქმეზე საგამოძიებო კომისიას ქმნის. პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს და არავისზე ხელის დაფარებას არ […]










