4 საათის განმავლობაში გაგრძელდა, ევროსასამართლოს მოსამართლის ნონა წოწორიას ძმის სახლის ჩხრეკა ბათუმში. ექსპერტ-კრიმინალისტებს ადგილზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. გვიან ღამით, განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უწყებს განმარტებით, ჩხრეკა ადვოკატის თანდასწრებით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა. უწყების ცნობით ამოღებულია პისტოლეტი და სხვადასხვა სახის ვაზნა. დაინიშნება ექსპერტიზები. გამოძიება სსკ-ს 236-ე მუხლით მიმდინარეობს. ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ოთარ წოწორიამ. ის […]
კატეგორია: აქტუალური
ოთარ წოწორიას სახლში პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნები ამოიღო
სტრასბურის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმის, ოთარ წოწორიას სახლში მიმდინარე ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნები ამოიღეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, ბათუმში, წოწორიას ბინის ჩხრეკა ადვოკატის თანდასწრებით ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა. როგორც შსს-ში აცხადებენ, დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი […]
დავით ლორთქიფანიძე ნიკა მელიას პროკურატურაში უჩივის
_ პროკურატურას გარკვეული საქმეების გამოძიების დაჩქარება ვთხოვე. ადამიანებს, რომლებიც თავად არიან კრიმინალები, შემჩნეული არიან კრიმინალურ ქმედებებში, უფლება არ აქვთ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თავი მამა აბრამის ბატკნად მოაჩვენონ, – აცხადებს ყოფილი დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე. _ კონკრეტულად, რა კრიმინალურ ქმედებაზე საუბრობთ? _ ნაცმოძრაობის დროს ნიკანორ მელია იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი. როცა გამოჩნდა ახალი ძალა „ქართული ოცნება“, […]
ხმაური ოზურგეთში – ადმინისტრაციულ შენობაში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები სამგლოვიარო გვირგვინით მივიდნენ
ხმაურია ამ წუთებში ოზურგეთის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები სამგლოვიარო გვირგვინთ მივიდნენ. მათი თქმით, მუნიციპალიტეტი დიდიხანია გარდაიცვალა. როგორც “ნიუპოსტის” კორესპოდენტი ადგილიდან, იტყობინება, დაცვის პოლიცია არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევს. სამოქალაქო სექტორის წევრები მიიჩნევენ, რომ მუნიციპალიტეტმა თავის თავს თვითმკვლელობის განაჩენი გამოუტანა, იმ გადაწყვეტილების მხარდაჭერით, რაც მუნიციპალიტეტების გაერთიანებას გულისხმობს. ამ წუთებში ხმაურით მიმდინარეობს […]
“თქვენი უწყება უუნარო აღმოჩნდა”- თინათინ ხიდაშელი გიორგი მღებრიშვილს ღია წერილით მიმართავს
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი შინაგან საქმეთა მინისტრს ღია წერილით მიმართავს და გიორგი მღებრიშვილს ოკუპაციის კანონის დაცვასთან დაკავშირებით რჩევებს სთავაზობს: – ბატონო გიორგი, მოსკოვის ყოფილი მერის საქართველოში ვიზიტის დროს განვითარებული სამწუხარო მოვლენების გამო, როდესაც თქვენი უწყება, უბრალოდ, უუნარო აღმოჩნდა აღესრულებინა ქვეყნის კანონი, თავიდან აეცილებინა ჩვენს ქვეყანაში მკვეთრად ანტიქართული, ჩვენი ქვეყნის დეზინტეგრაციის მომხრე პოლიტიკოსის ვიზიტი და […]
„ვოლსკის სიზარმაცის გამო ბიუჯეტი მილიონებს არ უნდა ხარჯავდეს“
დღეს დიდი წივილ-კივილია იმაზე, თუ სად უნდა იყოს ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო. ამ დროისთვის დეპუტატები 2 პარლამენტში მოღვაწეობენ და 2 პარლამენტის შენახვა ბიუჯეტს დამატებითი თანხები უჯდება. “ქართული ოცნების“ უმრავლესობის უმრავლესობა პარლამენტის თბილისში გადმოტანას უჭერს მხარს. მეოცნებეთა მცირე ჯგუფი და ნაციონალები მიიჩნევენ, რომ პარლამენტი სავარდო და სამაისო ქუთაისში უნდა დარჩეს. ორივე მხარე იმაში თანხმდება, რომ 2 […]
გია ხუხაშვილი: „ფარცხალაძეს ეს თუ შერჩა, ხვალ შესაძლოა პრემიერს სცემოს“
, მართავენ თუ არა საქართველოში პოლიტიკას ფინანსური ჯგუფები? _ ამ თემებზე „ახალ თაობას“ ექსპერტი გია ხუხაშვილი ესაუბრება. _ „ქართული ოცნება“ ძირითადად მარგველაშვილის რეკლამირებით არის დაკავებული. თუ რამე ავტორიტეტი მოიპოვა პრეზიდენტმა, ეს ხელისუფლების უაზრო და უსაგნო შეტევების შედეგია. თუმცა მარტო ეს თავდასხმები არ არის იმის მიზეზი, რომ მარგველაშვილს სხვებზე მაღალი რეიტინგი აქვს. ჩემი აზრით, საზოგადოებისთვის ძალიან […]
გიორგი ვაშაძე: “ირაკლი ფარცხალაძე ქვეყნის დატოვებას აპირებს”
ვაშაძის ინფორმაციით, ყოფილი მთავარი პროკურორის სახლში სამართალდამცავ სტრუქტურებთან გამართული შეხვედრებზე ფარცხალაძის ქვეყნის დატოვების გეგმებს განიხილავენ. გიორგი ვაშაძის განცხადებით, ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი ფარცხალაძე უახლოეს დღეებში ქვეყნის დატოვებას გეგმავს. სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველოს“ ლიდერის თქმით, ამაზე ყოფილი მაღალჩინოსანის სახლში სამართალდამცავ სტრუქტურებთან გამართული შეხვედრები მეტყველებს. მისივე განცხადებით, შეხვედრაზე გარცხალაძის ქვეყნის დატოვების გეგმებს განიხილავენ. როგორც ვაშაძემ განმარტა, მას […]
“რუსთავი 2”, “იმედი” და “მაესტრო” ფასიანი ხდება
კომპანია “სილქნეტი” აბონენტებს საკაბელო მომსახურების საფასურის შესაძლო გაძვირების შესახებ აფრთხილებს. შეტყობინებები კომპანიის აბონენტებს დღეს მიუვიდათ. – გვსურს შეგატყობინოთ არასასიამოვნო სიახლე, “რუსთავი 2”, “იმედი” და “მაესტრო” აბონენტებისთვის საზიანოდ შეთანხმდნენ, რომ ფასიანი გახადონ მათი არხების ჩვენება, რამაც შეიძლება გააძვიროს პაკეტის ღირებულება, – ნათქვამია “სილქნეტის” შეტყობინებაში, რომელიც მისმა აბონენტებმა მიიღეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” “სილქნეტის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუმარტეს, ამ […]
დაპირისპირება ფილარმონიაში – საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა ვერ იწყება
დიდ საკონცერტო დარბაზში, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა ვერ იწყება, დაპირისპირება მოხდა დიდ საკონცერტო დარბაზში მოქალაქეთა გარკვეულ ჯგუფებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დაპირისპირებას ადგილი ჰქონდა დარბაზში შეკრებილებსა და ფილარმონიასთან გამართული აქციის მონაწილეებს შორის, რომლებმაც ასევე საკონცერტო დარბაზში გადაინაცვლეს. მათ შორის არიან „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლები, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის […]










