2012 წლიდან 2016 წლის ჩათვლით ისრაელიდან ჯამში საქართველოს 1.298 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა. როგორც ”ინტერპრესნიუსის” მიერ შსს-დან გამოთხოვილ სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული, ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქის დეპორტაცია 2015 წელს მოხდა. კერძოდ, 2015 წელს 489 საქართველოს მოქალაქე გამოაძევეს. შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, 2016 წელს ისრაელის სახელმწიფოდან საქართველოს 268 მოქალაქის, 2014 წელს 192-ის, 2013 წელს 241, ხოლო 2012 […]
კატეგორია: აქტუალური
43 მომხრე, 8 წინააღმდეგი – საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მიღებულია
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების მიერ მომზადებული პროექტი მიღებულია. 4 საათიანი განხილვის შემდეგ, მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ შემუშავებულ დოლუმენტს კომისიაში შემავალმა 43-მა წევრმა მხარი დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 8. კომისიის მიერ მიღებული დოკუმენტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნება. მომდევნო კვირიდან კი საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის საქართველოს მოქალაქეებს წარედგინება. საბოლოოდ, კონსტიტუციის ცვლილებების პროექტს საკანონმდებლო ორგანო დაამტკიცებს.
იზორია შსს-ში, კობალაძე – თავდაცვაში. რა ცვლილებები იგეგმება მთავრობაში
„ქართული ოცნება“ სამთავრობო ცვლილებების მოლოდინშია. „ქართულ ოცნებაში“ უკვე ღიად საუბრობენ, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში სერიოზული ცვლილებები მოხდება. მათი ნაწილი ცვლილებებს უკვე მომავალ კვირაში ელოდება. საუბრობენ იმაზე, რომ 27 აპრილს პრემიერი რამდენიმე მინისტრს გადააადგილებს. „ოცნებაში“ არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ მინისტრებთან ერთად პრემიერიც შეიცვლება. მათი მტკიცებითვე, ცვლილებები მხოლოდ ვახტანგ გომელაურს და მთავარ პროკურორს არ შეეხებათ. პრემიერის სავარაუდო […]
ქვემო ქართლის გუბერნატორი თანამდებობას ტოვებს
პაატა ხიზანაშვილი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის თანამდებობას ტოვებს. პაატა ხიზანაშვილი ამბობს, რომ შესაძლოა, სხვა თანამდებობაზე სამუშაოდ გადავიდეს. პაატა ხიზანაშვილი ქვემო ქართლის გუბერნატორად 2014 დეკემბრიდან მუშაობს. 2006 წლიდან გუბერნატორად დანიშვნამდე, პაატა ხიზანაშვილი „ქართუ ჯგუფში“ სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, მათ შორის იყო ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი და „ბანკი ქართუს“ საკრედიტო დეპარტამენტის აქტივების მართვის განყოფილების უფროსი. ის ასევე საქართველოს […]
„ოცნებას“ ეშინია, რომ მარგველაშვილი ისევ არ გახდეს პრეზიდენტი“
– ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ მხოლოდ ფორმალურად, პირობითად. ჩვენ, სამწუხაროდ, ყოველთვის გვქონდა და გვაქვს ერთპარტიული მმართველობა. ერთი პარტია არის ხოლმე რეალურად ქვეყნის სათავეში, პარტია, რომელიც არ დგას არანაირ იდეოლოგიაზე. ეს ეხება როგორც ამ პარტიას, ისე წინა მმართველ პარტიებს. ასეთ სიტუაციაში რამდენად გამართლებულია, რომ შენს თავს დაარქვა საპარლამენტო რესპუბლიკა, ეს ვიღაც-ვიღაცების სინდისზეა, – აცხადებს თორნიკე შარაშენიძე. […]
,,ციანიდი ჩამიდეს! ისიც ვიცი, ვინც ჩამიდო“ _ დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილი და პასუხი მეუფე იაკობს
რუსთავი 2-მა მამა გიორგი მამალაძეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კითხვები გაუგზავნა ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობის ქადაგებისას ნათქვამთან დაკავშირებით. – ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგებისას თქვა, რომ იგეგმებოდა პატრიარქის მკვლელობა. რომ ის ამ საქმეში ჩახედულია, დეტალები იცის და სწორედ ამაზე დაყრდნობით ამბობს ამას. რატომ დაიწყო პატრიარქის ქორეპისკოპოსმა საუბარი ისევ უწმინდესის მკვლელობის მცდელობაზე? – საქმე ისაა, რომ მართლაც თავიდან ბოლომდე არის ჩახედული მეუფე […]
„ელისაშვილს კალაძის დამარცხება გაუჭირდება“
პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში დედაქალაქის მერობის შესაძლო კანდიდატებსა და მათ შანსებზე საუბრობს. – უკვე სახელდება გარკვეული გვარები, კანდიდატები. ამით ხდება, ერთი მხრივ, წინასწარი მოსინჯვა, მოთელვა, საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება ამა თუ იმ კანდიდატის მიმართ და მეორე მხრივ, ვიღაცებს მართლაც აქვთ გადაწყვეტილი, რომ კენჭი იყარონ. შანსები ბევრ რამეზე არის ხოლმე დამოკიდებული. ჩამოთვლილი ადამიანები უცხო […]
დღეიდან მოქალაქეები გარემოს დაბინძურებისთვის დაჯარიმდებიან
20 აპრილიდან „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორები მოქალაქეებს გარემოს დაბინძურებისთვის დააჯარიმებენ. საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენით გარემოს დაბინძურება ისჯება კანონით – „თბილსერვის ჯგუფის“ ინსპექტორები დედაქალაქის მასშტაბით მათზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში, ფიზიკურ და იურიდულ პირებს „ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად დააჯარიმებენ .„თბილსერვის ჯგუფის“ ინსპექტორები დედაქალაქის ქუჩებში 3 აპრილიდან გამოჩდნენ. თავდაპირველად – ორი კვირის განმავლობაში ისინი ქუჩაში საინფორმაციო […]
რას სთხოვს ლავროვი საქართველოს ხელისუფლებას?!
აფხაზეთმოვლილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მოსკოვში გუშინ, 19 აპრილს, დაბრუნდა. მისი ორდღიანი ვოიაჟის ზუსტი მიზეზი კი კვლავ გამოცანად დარჩა. აფხაზური მედიის ცნობით, რუსმა მინისტრმა სოხუმში რუსეთის ახალი საელჩო გახსნა და მათ პრეზიდენტთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. ოფიციალურმა თბილისმა ლავროვის ოკუპირებულ აფხაზეთში გასეირნება მოკრძალებულად დაგმო. უფრო მკვეთრი რეაქცია ჰქონდა ოპოზიციას. ამ საყოველთაო დაგმობის ფონზე ლავროვმა […]
„პატრიოტთა ალიანსი“ შიმშილობის დაწყებას არ გამორიცხავს
საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დღეს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით განცხადებები კეთება. ასევე არ არის გამორიცხული, რომ დღეს „ევროპული საქართველოს“ წევრებმა საკონსტიტუციო კომისია დატოვონ. პარტიაში ელოდებიან პირველად დოკუმენტს, რომელიც პარლამენტის სხდომაზე 22 აპრილს უნდა გაიტანონ. – თუ დავინახავთ რომ ქართული ოცნება ჯიუტობს და არ ცვლის ამ ფორმულირებებს, ბუნებრივია ჩვენი ადგილი კომისიაში არ იქნება იმიტომ, რომ ჩვენ […]










