ექსპერტი გია ხუხაშვილი არ უარყოფს ინფორმაციას, რომ პრეზიდენტთან კონსულტაციები აქვს და მიაჩნია, რომ ეს ჩვეულებრივი პროცესია და არანაირი კავშირი არ აქვს შეთქმულების თეორიასთან. გია ხუხაშვილი: – მე ხომ მაგ უბედურებაში ვარ ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული, მაშინაც ლამის ქვეყანას მე ვმართავდი თურმე და ახლა პრეზიდენტთან გადმოვბარგდი და აქ ვმართავ ყველაფერს. ეს არის ჩვეულებრივი პარანოია და […]
კატეგორია: აქტუალური
მარგველაშვილთან აგენტურა ჰყავთ ჩანერგილი?
პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო კომისიის სხდომა კვლავაც პრეზიდენტის მისამართით გაკეთებული განცხადებით დაიწყო. მისი თქმით, სარწმუნო ინფორმაციით, პრეზიდენტი კონსულტაციებს მართავდა არასაპარლამენტო ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორთან, რათა მათ კომისია დაეტოვებინათ. ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე ირაკლი კობახიძემ განმარტება უნდა გაკეთოს. – პრეზიდენტის ხსენება პარლამენტის თავმჯდომარეს დასჭირდა იმისთვის, რომ ვიღაცას გაპრანჭვოდა. მე მაქვს მასთან ძალიან მარტივი კითხვა, […]
გიოორგი მარგველაშვილი: „მე ვსაუბრობ ჩვეულებრივი მოქალაქის პოზიციიდან“
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში გამართული დებატების შესახებ „კავკასიის“ ეთერში კიდევ ისაუბრა. – რა მოვისმინე მე პარლამენტში? დამიწყეს, მე მახსენებენ, რომ 2012 წლამდე ქვეყანაში ვითარება უარესი იყო. 2012 წელს რომ ახსენებ, მე ვკითხე, რომ ამას რატომ მახსენებთ-თქო. მე ვსაუბრობ ჩვეულებრივი მოქალაქის პოზიციიდან, იმას არ აინტერესებს 2012 წლამდე როგორი იყო, დღეს თუ სამსახური არ აქვს, შია, რამე პრობლემა […]
ადვოკატი მიხეილ რამიშვილი: „ჩემ წინააღმდეგ უცნაური რაღაცეები ხდება”
ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა „ახალ თაობას“ განუცხადა, რომ მის წინააღმდეგ უცნაური კაპმანია დაიწყო. _ ბოლო რამდენიმე დღეა, ჩემ წინააღმდეგ უცნაური რაღაცები ხდება. ეს დღეებია, ჩემს კოლეგას ეუბნებიან, რომ მე მიგზავნილი ვარ რაღაცა ჯგუფისგან და ვცდილობ, მამა გიორგი არ ვალაპარაკო. თურმე მის მაგივრად მე ვლაპარაკობ. მარტივად გამოსაცნობია, თუ რატომ დაიწყო ჩემ წინააღმდეგ ასეთი კამპანია _ მე გაუთქმელობის […]
რატომ დაავალა შორენა თეთრუაშვილმა მამა გიორგი მამალაძეს გველის შხამის შეძენა
ციანიდის საქმეში კიდევ ერთი ახალი დეტალი გაჩნდა. პროკურატურას აქვს მტკიცებულება, რომლის თანახმად, მამა გიორგი მამალაძე ციანიდის შეძენას ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში ცდილობდა. ამას კატეგორიულად უარყოფენ ადვოკატები. ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ მოწმეს, რომლის ჩვენებაც პროკურატურას უდევს, მამა გიორგიმ არა ციანიდის, არამედ გველის შხამის შეძენა სთხოვა. ვისთვის და რატომ ყიდულობდა მამა გიორგი გველის შხამს, – […]
დღეს პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 აპრილს დაიწყება. რეგისტრაცია სამ ეტაპად განხორციელდება: I ეტაპი: 2017 წლის 10 აპრილი – 24 აპრილი. რეგისტრაცია განხორციელდება სკოლებში. რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომელთა და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია; რომლის ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში; I ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება სკოლაში 25 აპრილიდამ […]
დღეს 9 აპრილის ტრაგედიიდან 28 წელი შესრულდა
1989 წლის 9 აპრილს თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ მოწყობილ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსრანტების დარბევაში, რომლის შედეგად დაიღუპა 21 მშვიდობიანი მომიტინგე, ასობით ადამიანი კი დაიჭრა, მოიწამლა ან დასახიჩრდა. დამოუკიდებლობის მოთხოვნით ანტისაბჭოთა მოძრაობა 1988 წლიდან გააქტიურდა, რაც ყოველდღიური გაფიცვებითა და მიტინგებით გამოიხატებოდა.კონფლიქტი საბჭოთა მთავრობასა და ქართველ ნაციონალისტებს შორის მაშინ გამწვავდა, […]
მამა გიორგი მამალაძე: „მივმართავ სულიერ მამას, რად მიმატოვე“?
– მივმართავ სულიერ მამას – რად მიმატოვე? არანაირი თავდებობა და შუამდგომლობა არ მჭირდება, მხოლოდ შენი ნუგეშისმომგვრელი სიტყვა, – დეკანოზი გიორგი მამალაძე სულიერ მამას მიმართავს. – მივმართავ სულიერ მამას – რად მიმატოვე? არ მჯერა, რომ შენს სიყვარულს არ ძალუძს დაძლიოს ყველნაირი წნეხი და ზეწოლა. ღმერთმა უწყის, არანაირი თავდებობა და შუამდგომლობა არ მჭირდება, მხოლოდ შენი ნუგეშისმომგვრელი სიტყვა […]
გიორგი მარგველაშვილი: „მე არ ვარ არც ერთი პარტიის პრეზიდენტი, მე ვცდილობ პარლამენტში ხალხის აზრი წარმოვადგინო“
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა წლიური მოხსენების შემდეგ გამართული დებატები შეაფასა და უმრავლესობის კრიტიკას უპასუხა. –მე არ ვარ არც ერთი პარტიის პრეზიდენტი. მე ვცდილობ პარლამენტში წარმოვადგინო ხალხის აზრი და შეხედულებები. მე მიზნად არ გამიხდია, რომ ან ზედმეტად მხარი დამეჭირა ხელისუფლების წარმატებებისთვის, ან ზედმეტად მეკრიტიკებინა ის, რაც გაკეთდა. მე მოგაწოდეთ საზოგადოების შეხედულებები და ხალხის აზრი. ხალხს აქვს […]
გია ხუხაშვილი: ,,მარგველაშვილმა მოქილიკე უმრავლესობას ცივი წყალი გადაასხა”
პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასებით, ქვეყნის პირველი პირის სიტყვა კომპაქტური და ამავდროულად პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული იყო. ექსპერტი პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშს, რომლითაც ქვეყნის პირველი პირი საკანონმდებლო ორგანოში დღეს წარსდგა, დადებითად აფასებს. პოლიტოლოგის შეფასებით, პრეზიდენტი თავის გამოსვლაში კომპაქტური და თანამშრომლობისთვის მზად იყო. ხუხაშვილი დადებითად აფასებს იმ ფაქტსაც, რომ მარგველაშვილმა თავის სიტყვაში ისეთ ობიექტურ რეალობას შეეხო, როგორიც უმუშევრობა და […]








