კატეგორია: აქტუალური

„ოცნებამ“ პრეზიდენტის ვეტო გადალახა – რუსული კანონი მიღებულია

დეკემბერში “ოცნებას“ 1.3 მილიონი ლარი შესწირეს

„ოცნებამ“ პრეზიდენტის ვეტო გადალახა – რუსული კანონი მიღებულია. კენჭისყრის დროს საპარლამენტო ოპოზიცია სასესიო დარბაზში არ იმყოფებოდა.

გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე თანამდებობას ტოვებს

ირაკლი შოთაძე გენპროკურორად ბრუნდება?

საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე თანამდებობას ტოვებს. განცხადება მან ცოტა ხნის წინ გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ გადაწყვეტილება გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო. შოთაძის თქმით, მკურნალობის პროცესს გადის და უკვე კვირაზე მეტია ამ მიზნით საზღვარგარეთ იმყოფება. ის წერს, რომ პარლამენტს თანამდებობიდან გადადგომის განცხადებით უკვე მიმართა. შოთაძე 2020 წლის 18 თებერვალს აირჩიეს საქართველოს გენერალურ პროკურორად. იხილეთ განცხადება […]

პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო

სალომე ზურაბიშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში მიღება მოაწყო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო. ამის შესახებ პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუციას და ყველა ევროპულ სტანდარტს და წარმოადგენს შეფერხებას ევროპულ გზაზე. ვეტო სრულიად გამართულია იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. კანონი […]

„ბიჭი გაიტაცეს და ჩუმად უმოწყალოდ სცემდენენ” – ვიდეო

„ბიჭი გაიტაცეს და ჩუმად უმოწყალოდ სცემდენენ” – ვიდეო

„ბიჭი გაიტაცეს და ჩუმად უმოწყალოდ სცემდენენ” – სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები თუ როგორ უსწორდება ფიზიკურად სამი სპეცრაზმელი ერთ აქციის მონაწილეს.

ჰექტრობით მიწა 1 ლარად – რა ქონების პატრონია შალვა პაპუაშვილი

ჰექტრობით მიწა 1 ლარად - რა ქონების პატრონია შალვა პაპუაშვილი

ამ კვირაში კითხვები პარლამენტის თავმჯდომარის ქონებაზე გაჩნდა. ირკვევა რომ  შალვა პაპუაშვილმა 20 ჰექტარი  ტყე და 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი კახეთში, სოფელ ვაქირში, ბიძაშვილისგან სიმბოლურ ფასად  –  1 ლარად, 2020 წელს საკუთრებაში დაირეგისტრირა. პაპუაშვილი ამტკიცებს რომ აქ კითხვის ნიშნები არ არსებობს, რადგან ქონება ბაბუის, ზურაბ პაპუაშვილის საკუთრება იყო, შემდეგ მხოლოდ ამის გადაფორმება და რეესტრში გატარება მოხდა. […]

ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს სცემა – ვიდეო

ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს სცემა - ვიდეო

ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ჩაარტყა. შეგახსენებთ პარალმენტში „რუსული კანონის“ განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

პრეზიდენტმა ლაზარე შეიწყალა

პრეზიდენტმა ლაზარე შეიწყალა

პრეზიდენტმა ლაზარეს შეწყალება „ტვ პირველის” ეთერში დააანონსა: „ხელი ჯერ არ მაქვს მოწერილი მაგრამ ეს გადაწყვეტილება მე მივიღე დილის 10-საათზე”- თქვა სალომე ზურაბიშვილმა ინგა გრიგოლიას ეთერში.

Daily Mail – ბერა ბრაზილიაში პირობების შესაქმნელად გაგზავნეს, იმ შემთხვევაში, თუ მამამისის ქონებას სანქციები დაემუქრებ

Daily Mail - ბერა ბრაზილიაში პირობების შესაქმნელად გაგზავნეს, იმ შემთხვევაში, თუ მამამისის ქონებას სანქციები დაემუქრებ

ბრიტანული ტაბლოიდი, Daily Mail „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილზე და მის შვილზე, ბერა ივანიშვილზე სტატიას აქვეყნებს. გამოცემა ამბობს, რომ ბერა ივანიშვილი, რომელიც პრო-პუტინისტი მამის მრავალმილიარდდოლარიანი ქონების მემკვიდრეა, ბრაზილიაში ამზადებს პირობებს იმ შემთხვევისთვის, თუ დასავლური სანქციები “ოცნების” დამფუძნებლის ქონებას დაემუქრება. სტატიის მიხედვით, “ვარაუდობენ, რომ ბერა ბრაზილიაში გაგზავნეს მამის ბრძანებით, თავის დაზღვევისთვის”, იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა […]

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გახდა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გახდა

პრემიერმინისტრ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრის პოსტს მიხეილ სარჯველაძე  დაიკავებს. ამ თემაზე მან განცხადება ბრიფინგზე გააკეთა. კობახიძემ თქვა, რომ კონსულტაციების საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ მინისტრის პოსტზე შეიძლებოდა როგორც სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლების, ისე სხვა კანდიდატების განხილვა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა ლევან ჟორჟოლიანი, ხოლო ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად – ნიკოლოზ ტყემალაძე, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერს მრჩევლად […]

ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა

ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა, თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს და ამბობს, რომ მინისტრმა თანამდებობა პრემიერთან საუბრის შემდეგ დატოვა: “საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრს, რის შემდეგაც ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა. ჯანდაცვის ახალ მინისტრს მთავრობის მეთაური უახლოეს დღეებში წარადგენს,” – ნათქვამია განცხადებაში.