“მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები ოპოზიციამ ჩაშალა. მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” წარმოადგინა წინადადება, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებზე აიღებდა 40%-ზე ნაკლებ ხმას, 2020 წელს ვადამდელი არჩევნებს დანიშნავდა, რაზეც ოპოზიცია არ დათანხმდა. “არის უბრალოდ გამაოგნებელი ამბავი, როდესაც მოლაპარაკების მაგიდაზე დევს მართლმსაჯულების რეფორმის საკითხი, პირდაპირ წერია, პოლიტიკური მართლმსაჯულების; მათ შორის, პროკურატურის; მთავარი […]
კატეგორია: აქტუალური
ბაიდენი პუტინს დაემუქრა – “ის ამის საფასურს გადაიხდის”
პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიგრანტებს მოუწოდებს აშშ-ში არ ჩავიდნენ. „დიახ, მე შემიძლია საკმაოდ ნათლად ვთქვა, არ ჩამოხვიდეთ. ჩვენ ახლა გადაწყობის პროცესში ვართ და ეს დიდ ხანს არ გასტანს. შესაძლებელი იქნება თავშესაფარი ადგილზევე მოითხოვოთ. ასე რომ, ნუ დატოვებთ თქვენს ქალაქებსა და დასახლებებს“, – აღნიშნა ბაიდენმა ABC-სთან ინტერვიუში. მისივე განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „საფასურს გადაიხდის“ 2020 წლის ამერიკის […]
რატომ არ აიცრა ეკატერინე ტიკარაძე ასტრაზენეკას ვაქცინით საჯაროდ – “ჩვენ ვუთმობთ ვაქცინას ექიმებს”
უკავშირდება თუ არა საჯაროდ აცრის არგაკეთება იმას, რომ ასტრაზენეკას ვაქცინის ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში დროებით შეჩერდა? ამ კითხვას 15 მარტს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ რუსთავი 2-ის გადაცემა დღის კურიერში უპასუხა: – არა, ეს არ არის მიზეზი, რატომაც არ გავიკეთე ვაქცინა, თუმცა, პრობლემას ვერ ვხედავ, თუ საზოგადოებაში კითხვებს ბადებს ეს ფაქტი, რომ უახლოეს პერიოდში გავიკეთო აცრა, მომავალშიც […]
ღარიბაშვილი – “პლებისციტზე “ოცნებას” პოზიცია ბოლომდე ჩამოყალიბებული არ გაქვს”
“თავს შევიკავებ კონკრეტული პოზიციების გახმოვანებისგან, ვინაიდან, არაა დასრულებული პროცესი”, – ასე პასუხობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პლებისციტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, მისაღები იქნება თუ არა “ქართული ოცნებისთვის” პლებისციტი. მისივე თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პოზიცია არის, “რომ რაც შეიძლება მოკლე დროში ჩვენ შევძლოთ საერთო ენის გამონახვა და კომპრომისი”. ეს განცხადებები ირაკლი ღარიბაშვილმა სწორედ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ, ბრიუსელში […]
“გახარიამ მელიას დაკავებაზე პოზიცია 17 თებერვალს 17 საათზე შეცვალა” – ირაკლი კობახიძე
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ “ღამის კურიერში ” ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ პრემიერ გახარიას პოზიციის მოულოდნელ შეცვლაზე ისაუბრა. “17 თებერვლის 17 საათამდე მისი პოზიციები იყო ზუსტად იდენტური იმისა, რაც ჰქონდათ გუნდის სხვა წევრებს, თუმცა სამწუხაროდ რატომღაც 17 საათზე ეს პოზიცია შეიცვალა. გვქონდა ჩვენ დისკუსია ამასთან დაკავშირებით, საზოგადოებას მივაწოდეთ გარკვეული ინფორმაცია. 17 საათი ზუსტად იქიდან მახსოვს, […]
გია ხუხაშვილი – “ღარიბაშვილი ოპოზიციისთვის დიდი საჩუქარია”
ექსპერტი გია ხუხაშვილი “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს, რომ მისთვის წარმოუდგენელია, როგორ უნდა წავიდეს ბრიუსელში ვიზიტით პრემიერი ღარიბაშვილი: – სახელმწიფო ვიზიტით როგორ უნდა წავიდეს ადამიანი, რომელზეც დაიდო წარმოუდგენელი სკანდალური ინფორმაცია, ამაზე ხდება წაყრუება ხელისუფლების მხრიდან, მიდის პრემიერი და რაღაც საკითხებზე ელაპარაკება. – ევროპელების მხრიდან ამ კონკრეტულ საკითხზე არ იქნება საუბარი? – ამას არა აქვს მნიშვნელობა. დამოკიდებულება […]
სალომე ზურაბიშვილი “ოცნების” წინააღმდეგ – “ნიკა მელიას დაკავების დრო და ფორმა საუკეთესო არ იყო”
“ნიკა მელიას დაკავების დრო და ფორმა არ იყო საუკეთესო” – საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ეს განცხადება BBC ჰარდ-თოქში გააკეთა. ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თბილისში ვიზიტი ადასტურებს, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისია. გადაცემის წამყვანის შეფასებით კი მსგავსი ვითარება საქართველოს, ნებისმიერ ევროპულ პერსპექტივას აშორებს. “მე არ მგონია, რომ საქართველო უნდა ჩამოიწეროს ამ ერთი მოვლენის გამო, რომელსაც თავისი […]
კახა კახიშვილი – უნდა გაირკვეს, ღარიბაშვილის, ბერას ან ჩუბინიძის მოქმედებაში დანაშაულის ნიშნები ხომ არაა
პარლამენტის დეპუტატი კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით აუცილებელია, გამოძიება ჩატარდეს. კახა კახიშვილის განცხადებით, გამოძიება ორი მიმართულებით უნდა წარიმართოს და დადგინდეს ყველა დეტალი, არის თუ არა ჩანაწერი ავთენტური, როდის არის მოპოვებული და ჰქონდა თუ არა ადგილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. „გამოძიებამ უნდა დაადგინოს – ავთენტური არის თუ არა ჩანაწერი, როდის შედგა საუბარი და შესაბამისად, როდისაა მოპოვებული, […]
გიორგიმ ფხაკაძე _ “თამარ გაბუნია შეიძლება დაიჭირონ და ყველაფერი მას შეაწმინდონ”
არ გამიკვირდება, ციხეში რომ ამოყოს თავი, – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა, დამოუკიდებელმა ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას შესახებ განაცხადა. „ქალბატონი გაბუნია, მინისტრის მოადგილე კარგი გოგოა. წინა ცხოვრებაში, როცა კარგ ორგანიზაციაში ვმუშაობდი, ვიცოდი, რომ განათლებული იყო. მაგრამ, ხომ ვიცი, რომ შეთითხნიან მაგას და არ გამიკვირდება, ციხეში რომ ამოყოს თავი. რას უზამენ […]
გია ხუხაშვილი – “ოპერაციის მიზანი გახარიას მოშორება და ღარიბაშვილის გაპრემიერება იყო”
ექსპერტი გია ხუხაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ღარიბაშვილი არის პოლიტიკური მძევალი: – ის პრემიერ-მინისტრი გახდა იმ ტალღაზე, რასაც ჰქვია, ასე რომ ვთქვათ, ომი, იმიტომ, რომ თუ ის რაიმე ტიპის მოლაპარაკებებზე წავა, გაჩნდება კითხვა, მაშინ, გახარია რატომ წავიდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან? გახარია ხომ იმიტომ წავიდა და ღარიბაშვილი ხომ იმისთვის ჩაჯდა იმ მთავარ გზაში, რომ გაეკეთებინა ის, […]










