კატეგორია: აქტუალური

აუდიტის სამსახური სალომე ზურაბიშვილის 85.400 ლარით დაჯარიმებას ითხოვს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სასამართლოს მიმართა, უწეყბა სალომე ზურაბიშვილის დაჯარიმებას ითხოვს. უწყებაში მიაჩნიათ, რომ სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო კამპანიის მიმდინარეობისას, არაერთხელ მიიღო უკანონო შემოწირულობა, რის გამოც ის 67 ათასი ლარით უნდა დაჯარიმდეს. აუდიტის სამსახური სალომე ზურაბიშვილის დაჯარიმებას კიდევ ერთ საქმეზე ითხოვს. საქმე ეხება მოძრაობის “არა ნაციზმის” მიერ რეგიონებში ხალხის ტრანსპორტირებისთვის დახარჯულ 9 200 ლარს. ჯარიმის სახით ამ […]

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე შეიძლება გადადგეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, შესაძლოა, გადადგეს და ის მამუკა მდინარაძემ ჩაანაცვლოს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თალაკვაძემ შესაძლოა, დაიკავოს ელჩის თანამდებობა საქართველოსთვის ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან და სტრატეგიულ ქვეყანაში. აღნიშნულ ინფორმაციას უმრავლესობის ამჟამინდელი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, არ ადასტურებს. „არ მოგწონთ მერე? თუ რამე ცვლილებები იქნება, პირველ რიგში, მე გაგაგებინებთ ამის შესახებ,“ – ამბობს თალაკვაძე. არჩილ თალაკვაძის […]

როგორ გეგმავდნენ ივანიშვილის ჩამოშორებას კვირიკაშვილი და ხაზარაძე – ვიდეო

დღევანდელ შაბათის კურიერში საუბარი იქნება იმაზე, თუ როგორ აპირებდნენ პრემიერი კვირიკაშვილი და ბანკირი ხაზარაძე ივანიშვილის გადაგდებას. https://www.facebook.com/rustavi2/videos/307071959947311/

გია არაბიძე – “ბინაში აფეთქება შეიძლება ტელეფონის ზარმაც გამოიწვიოს, ოთახი რომ გაენიავებინათ, არაფერი მოხდებოდა”

ენერ­გე­ტი­კოს­მა გია არა­ბი­ძემ ბუ­ნებ­რივ აირ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის” გა­და­ცე­მა “ნი­უს­რუ­მის” ეთერ­ში ისა­უბ­რა. კი­თხვა­ზე, რამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს აფეთ­ქე­ბა, თუ ბი­ნა­ში არა­ვინ არ არის მთე­ლი დღის მან­ძილ­ზე (ერთ-ერთი ვერ­სი­ით, დიდ დი­ღომ­ში მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის ად­გი­ლას, გა­ზის დაგ­რო­ვე­ბა და­კე­ტილ ბი­ნა­ში მოხ­და, სა­დაც არა­ვინ ცხოვ­რობს), ენერ­გე­ტი­კო­სი პა­სუ­ხობს: “და­ვუშ­ვათ, გაზ­მა მი­აღ­წია მაქ­სი­მა­ლურ კონ­ცენ­ტრა­ცი­ას 9%-ის ფარ­გლებ­ში, ამ დროს […]

აფეთქება დიდ დიღომში 9 სართულიანი სახლის მე-6 სართულზე

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქება მოხდა. “ნიუპოსტის” ინფორმაციით, ძლიერ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. არის ნგრევა, ადგილზე მობილიზებული მეხანძრე-მაშველები ნანგრევებში ჩარჩენილი ადამიანების სამძებრო სამუშაოებს აწარმოებენ. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. შემთხვევა 9 სართულიანი კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარებისბრიგადებია მობილიზებული. კორპუსში სახლების მინები ჩამსხვრეულია ამჟამად მიმდინარეობს მოსახლეობის […]

გომელაურმა სუსის რეგიონული ხელმძღვანელები შეცვალა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საკადრო ცვლილებები ოფიციალურად დაადასტურეს.როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუს-ის პრესსამსახურში განუცხადეს, რამდენიმე რეგიონული სამსახურის უფროსის დანიშვნის შესახებ ბრძანებას უწყების ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა ხელი უკვე მოაწერა. კერძოდ, სუს-ის უფროსის ბრძანებით, ახალი ხელმძღვანელები ჰყავს კახეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის რეგიონულ სამსახურებს.

თაკო ჩარკვიანი  პარტიას ქმნის

“კანონი და სამართალი” – ასე ერქმევა პარტიას, რომელსაც თაკო ჩარკვიანი თანამოაზრეებთან ერთად შექმნის. “ძალიან ვჩქარობდი, რომ ვაკვირდები სიტუაციას, კარგია რომ დავიცადეთ, დაიწმინდა პოლიტიკური პროცესები და კარგია, რომ ჩვენი პარტია ახლა გამოჩნდება. პირდაპირ მოითხოვა ამ არჩევნებმა, ხალხის მოთხოვნა იყო და აბსოლუტურად აქედან წამოვიდა ამ პარტიის შექმნა. პარტია იქნება მემარჯვენე ცენტრისტული. პრეზიდენტის ნათქვამს რაც შეეხება მემარჯვენე-მემარცხენეობასთან დაკავშირებით, […]

“მურუსიძის ბაცილა “ღორის გრიპზე” უფრო სახიფათო ვირუსია და სწრაფად ვრცელდება”

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შესარჩევ კრიტერიუმებთან დაკავშირებით, წერს: “კრიტერიუმების შემუშავება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის გაუგებარია. ქვედა დონეების მოსამართლეებმა “რა დააშავეს”? თუ იქ “ყველაფერი მოსულა”? ვფიქრობ, რომ კრიტერიუმები უნდა შემუშავდეს ყველა მოსამართლისთვის, მას უნდა მიეცეს უკუქმედების ხასიათი და ამ ფილტრში უნდა გაიაროს ყველა მოქმედმა მოსამართლემ. სხვანაირად, სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის საკითხი ისევ ჰაერში გამოეკიდება, რადგან მურუსიძის ბაცილა “ღორის გრიპზე” […]

დავით უსუფაშვილი – „ივანიშვილი თვლიდა, რომ მურუსიძის კრიტიკით სასამართლოს ძირს ვუთხრიდით“

უზენაესი სასამართლოს კანდიდატებზე და „ქართულ ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებაზე ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა. სადაც ისაუბრა იმაზე, რომ უზენაესში 28 მოსამართლიდან მხოლოდ 10 მოსამართლეა. პირველი პრესკონფერენცია გამართა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმაც, რომელმაც მოსამართლეების თემაზე პოზიცია არ გააჟღერა, არაფერი თქვა არც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე, მან არც იმაზე ისაუბრა არის თუ არა ხარვეზები კონსტიტუციის ახალ რედაქციაში და თქვა, რომ პრეზიდენტს […]

მურმან დუმბაძე – “ეკა ბესელია შეიძლება პოლიტიკიდან საერთოდ წავიდეს”

რა არის “ოცნებაში” დაპირისპირების ნამდვილი მიზეზი, რა კავშირი აქვს ამასთან საპრეზიდენტო არჩევნებს, რატომ ვერ დაბრუნდა პოლიტიკაში გიორგი კვირიკაშვილი, გაიზიარებს თუ არა ეკა ბესელია მის ბედს? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ორგანიზაცია “ემსახურე საქართველოს” ლიდერი, მურმან დუმბაძე ესაუბრება. მურმან დუმბაძე: – ის, რაც ახლა “ქართული ოცნებაში” ხდება, ჩემთვის მოულოდნელი არ არის. ჩვენ ახალგაზრდა სახელმწიფო გვაქვს და […]