კატეგორია: აქტუალური

ეკა ბესელია შეიძლება დღეს „ოცნებიდან“ გარიცხონ

„არ მინდა სახე დაკარგოს მან, ვისაც ვიცავდი და ვეფარებოდი“ როგორც ირკვევა, დღეს მმართველ პარტიაში დაგეგმილ შეხვედრას დეპუტატი და “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია არ დაესწრება. თავად ის სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში არ იმყოფება და 6 იანვარს დაბრუნდება. “ახლა არ ვარ საქართველოში, 6-ში ვბრუნდები და ყველას, ვისაც რამე აქვს ჩაფიქრებული, პირადად მზად ვარ ღიად და […]

ახალი წლის ღამეს რამდენიმე ბავშვს საქართველოში კიდურების ამპუტაცია დასჭირდა

საქართველოს მასშტაბით ახალი წლის ღამეს პიროტექნიკით დაშავების შემთხვევები მოხდა. ბათუმში პიროტექნიკით 9 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 4 – ევროპის მოედანზე, სადაც გალაკონცერტი მიმდინარეობდა. დაშავებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან. პიროტექნიკამ, რომელიც ახალი წლის ღამეს გაუშვეს, მიმართულება შეიცვალა და შეკრებილებისკენ გაისროლა. დაცული იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები, ამაზე ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლები არ საუბრობენ. ბათუმში დაშავებულებს შორის […]

გედევან ფოფხაძემ ლევან გოგიჩაიშვილს კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეობა მოუგო – ვიდეო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე გედევან ფოფხაძე აირჩიეს. ფოფხაძეს მხარი იურიდიული კომიტეტის შვიდმა წევრმა დაუჭირა. კომიტეტის სხდომაზე სამი კანდიდატურა იყო დასახელებული – გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და რუსლან პოღოსიანი. ​კენჭისყრა ორჯერ გაიმართა. გედევან ფოფხაძემ პირველ ჯერზე კომიტეტის წევრთა 6 ხმა მიიღო, ლევან გოგიჩაიშვილმა 5, რუსლან პოღოსიანმა კი 1. ხმათა ასეთი გადანაწილების გამო, იურიდიული კომიტეტის უკვე ყოფილმა […]

მეუფე იაკობი: „გახარიას ჩამოვაგდებ, თუ რამე წინსვლა დაიწყო ზემოთ“

მეუფე იაკობმა შსს მინისტრ გიორგი გახარიასთან დაპირისპირებაზე ისაუბრა ტვ „პირველის“ ეთერში. “გიორგი გახარიასთან მე არა მაქვს ნორმალური ურთიერობა. არ არის ისეთი რაღაც, ვიღაცას რაღაც ვაპატიო, რაც საპატიებელი არ არის. კანონპროექტზე არ გეუბნებით, სხვა რამე, იცის თვითონ. კანონპროექტი ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც აპირებდა. ხელმძღვანელობამაც რომ გაუგოს, ალბათ, მოიშორებენ. გახარია ჩვეულებრივი მოსკოვის კაცი არის ჩემთვის. თუ რამე წინსვლა ზემოთ […]

ოქროს საყურისთვის ქალმა ქალი მოკლა – ლილი დათუკიშვილის მკვლელობისთვის მისი მდგმური დააკავეს

გორში 74 წლის ლილი დათუკიშვილის მკვლელობის მიზეზი ოქროს ნივთის მოპარვა გახდა. პოლიციამ 50 წლის ქალი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და გორის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, 1968 წელს დაბადებული თ.კ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გორში დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროდან აცნობეს, ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული […]

ეკა ბესელია და ვანო ზარდიაშვილი პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს ტოვებენ

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, შესაძლოა, საკადრო ცვლილებები განხორციელდეს. ამის შესახებ 1tv.ge  წერს. “პირველი არხის” ინფორმაციით, დაკავებული თანამდებობები შესაძლოა, კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ და მისმა პირველმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა დატოვონ. არსებული ინფორმაციით, პოსტიდან წასვლის თაობაზე განცხადება უკვე დაწერილი აქვს ვანო ზარდიაშვილს. ამ დროისთვის ოფიციალური კომენტარები არ გაკეთებულა და უცნობია, რას უკავშირდება ბესელიასა და ზარდიაშვილის გადაწყვეტილება. […]

ვის ეუბნებიან სესხის განულებაზე უარს

ე.წ. შავ სიაში მყოფი მოქალაქეთა ნაწილის მტკიცებით, სესხის განულებაზე უარს ეუბნებიან. აღნიშნული პრობლემით „ინტერპრესნიუსს“ რამდენიმე მოქალაქე დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით, „სესხების განულება ეკუთვნით და ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებენ“. „პირადად მე რამდენიმე კომპანიის ვალი მაქვს. ესენია: შპს „პრობლემური აქტივების ბიურო“ და შპს „ფინანსური სექტორი“. ვაკმაყოფილებ ყველა კრიტერიუმს, რომელიც მთავრობამ განსაზღვრა, თუმცა კომპანიები მეუბნებიან, რომ თავად წყვეტენ, ვის სიას გადასცემენ […]

სანდრო ბარამიძე თავისუფალი დემოკრატი გახდა

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, იურისტი ალექსანდრე ბარამიძე პარტია „თავისუფალი დემოკრატების” წევრი გახდა, – ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. „ჩვენთვის ერთნაირად მიუღებელი გახდა წინა ხელისუფლების ძალმომრეობა საკუთარ მოქალაქეებზე და „თავისუფალმა დემოკრატებმა“, როგორც პოლიტიკურმა ძალამ, ხოლო სანდრო ბარამიძემ, როგორც კვალიფიციურმა სპეციალისტმა და პრინციპულმა პიროვნებამ, კოალიცია „ქართული ოცნების“ რიგებში გაერთიანებულებმა, ჩვენი წვლილი შევიტანეთ სამართლის გზას აცდენილი ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლაში. მაგრამ, […]

ვახტანგ ძაბირაძე – “დღევანდელ ხელისუფლებაში გახარია საკვანძო ფიგურაა”

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში გამოსვლაზე და მის პოლიტიკურ მომავალზე საუბრობს. – ბატონო ვახტანგ, შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში მივიდა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა. რას გამოყოფდით ამ გამოსვლიდან, გაართვა თავი გახარიამ? – მიუხედავად იმისა, მმართველობის რა ფორმაა ქვეყანაში, პარლამენტი ყოველთვის იყო განმსაზღვრელი როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის. პარლამენტს აქვს […]

სალომე სამადაშვილი – “კირკიტაძე ხელისუფლების სამიზნეა”

ნაციონალური მოძრაობის წევრი, პარლამენტის დეპუტატი სალომე სამადაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში იმ მიზეზებზე საუბრობს, თუ რატომ დატოვა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი და ნაციონალური მოძრაობა რას აპირებს სამომავლოდ. – ქალბატონო სალომე, თქვენ მიერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დატოვება კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთან პიროვნული უთანხმოებით არის გამოწვეული თუ მართლაც არ არის სამუშაო გარემო? – ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მე, როგორც […]