ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე, სადაც არჩევნების შედეგებს აჯამებენ, ხმაური იყო – ცესკოში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს „შავი ლაქა” უწოდა და შავი საღებავი შეასხა. უფრო კონკრეტულად, დაპირისპირება მოჰყვა არჩევნებთან დაკავშირებით კირთაძის განცხადებას, სადაც მან კალანდარიშვილს „ტოჩკა რუ“ უწოდა და რომლის შემდეგაც რეგლამენტით გათვალისწინებული დროის გასვლის მიზეზით მას მიკროფონი გაუთიშეს. […]
კატეგორია: არჩევნები 2024
ბაღდათში, სოფელ დიდველაში 23-ე უბანზე უცნობმა პირმა ხმის მიცემის აპარატი დაამტვრია
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდველაში 23-ე უბანზე უცნობი პირი შევიდა და ინვენტარი დააზიანა. დალეწილია ხმის მიცემის ელექტრონული აპარატი. საარჩევნო უბნის კომისიის წევრი ცუდად გახდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. 23-ე უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეზღუდული იყო. ამ დროისთვის, სავალდებულო გახდა ელექტრონული აპარატი საარჩევნო ყუთით შეეცვალათ.