კატეგორია: ეკონომიკა

2019 წელს აშშ-ში 180 ათასი ბოთლი ქართული ღვინის გაყიდვა იგეგმება

2019 წელს აშშ-ში 180 ათასი ბოთლი ქართული ღვინის გაყიდვა იგეგმება

ახალი პროექტის ფარგლებში მომავალ წელს აშშ-ში 180 ათასი ბოთლი ქართული ღვინის გაყიდვა იგეგმება. შედეგად, ქართული ღვინო ამერიკის 10-ზე მეტ შტატში გაიყიდება. პროექტის ფარგლებში 3 მილიონ დოლარამდე დაფინანსება „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილმა კომპანია „გლობალ ბრენდმა“ მიიღო. საუბარია პროექტ Lost Eden-ზე, რომელიც მიზნად ისახავს ღვინის ამერიკულ ბაზარზე ქართული ღვინის დიდი რაოდენობით შეტანასა და რეალიზებას. გამოყოფილი თანხით „საპარტნიორო ფონდის“ […]

ზაზა ფაჩულიამ საკალათბურთო გუნდი დინამო იყიდა

ფაჩულიას სან ანტონიოში უსტვინეს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სპორტის, კონკრეტულად კი კალათბურთის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, საკალათბურთო გუნდი „დინამო“ და მისი საწვრთნელი ბაზა წარმატებულმა ქართველმა სპორტსმენმა, NBA-ის კლუბ “დეტროიტ პისტონსის“ კალათბურთელმა – ზაზა ფაჩულიამ შეიძინა. აღნიშნულ კლუბს საქართველოს ბანკი პატრონაჟს რვა წლის განმავლობაში უწევდა და კლუბის მხარდაჭერას კიდევ ორი წლის განმავლობაში განაგრძობს. „მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ამ ნაბიჯით ჩვენი […]

მამუკა ხაზარაძემ ნატო ჩხეიძეს უპასუხა – “ეს არის ცრუ ბრალდება”

მამუკა ხაზარაძემ ნატო ჩხეიძეს უპასუხა - "ეს არის ცრუ ბრალდება"

ნატო ჩხეიძის ბრალდებებს “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე პასუხობს და დეპუტატის განცხადებებს საკუთარი პრობლემების სხვაზე გადაბრალების მცდელობად აფასებს. იგი სიცრუეს უწოდებს ბანკის წინააღმდეგ გავრცელებულ ინფორმაციას, ასევე ზეწოლას მასსა და ბანკის სხვა ხელმძღვანელებზე, ამის შედეგად კი ბანკიდან კანონდარღვევით თანხის გატანის ოპერაციის ჩატარებას. “ეს არის ცრუ ბრალდება, ეს არის სიცრუის ტირაჟირება და მოვუწოდებ, რომ ყველამ შეიკავოს […]

ნატო ჩხეიძე – “მამუკა ხაზარაძე ამ სპექტაკლის მონაწილე იყო – თიბისი ბანკს ფული არ ჰქონდა”

ნატო ჩხეიძე პროკურატურაში დაიბარეს

ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებლის, ნატო ჩხეიძის, თქმით, არსებობს დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ 4 მილიონი ლარის გაცემისას “თიბისი ბანკმა” დაარღვია რეგულაციები, რაშიც ჩართული იყო ეროვნული ბანკი. ჩხეიძე ამბობს, რომ პროცესში უშუალოდ მონაწილეობდა “თიბისი”-ს მფლობელი მამუკა ხაზარაძე. “თიბისი ბანკში” დაირღვა თანხის გაცემის დროს ძალიან ბევრი კანონები შიდა რეგულაციები, თუ გარე რეგულაციები. ბატონი მამუკა ხაზარაძეც იტყვის, რომ თვითონაც იყო […]

სექტემბერში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 9.1%-ით გაიზარდა

ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი იზრდება

სექტემბერში საქართველოში 892,463 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +5%-ია. საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 763,529 შეადგინა, ზრდა +5.7%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 536,302 შეადგინა, რაც 44,724-ით მეტია 2017 წლის სექტემბერთან შედარებით. (ზრდა +9.1%). ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საქართველოში საერთაშორისო […]

მამუკა ხაზარაძემ ზაზა ოქუაშვილს უპასუხა – “ჩვენი ბანკი 8 საათამდე მუშაობს”

მამუკა ხაზარაძე დიზელის საწვავის შემოტანის აკრძალვას ითხოვს

თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ზაზა ოქუაშვილის განცხადებას პასუხობს. როგორც ხაზარაძე ამბობს, ბანკი საღამოს 8 საათამდე მუშაობს და თუკი ნებისმიერი კომპანიის დირექტორს სურს ბანკიდან თანხის გატანა, ბანკი ვალდებულია, რომ ოპერაცია შეასრულოს. „ზოგადად საზოგადოების პრობლემა არის ტყუილი და ტყუილის ტირაჟირება. მე მოვუწოდებ ყველას, რომ იყვნენ გულწრფელები და თავისი პრობლემები არ გადაიტანონ სხვაზე. ჩვენი ბანკი […]

შალვა ოგბაიძე – “თავიდანვე იყიდონ თეთრი ტაქსები და პრობლემა არ ექნებათ”

შალვა ოგბაიძე - "თავიდანვე იყიდონ თეთრი ტაქსები და პრობლემა არ ექნებათ"

“ახალი თაობის” კითხვებს საკრებულოს დეპუტატი შალვა ოგბაიძე პასუხობს – ბატონო შალვა, თბილისის მერმა ახალი რეგულაციების შესახებ ისაუბრა, რასაც დიდი პროტესტი მოჰყვა როგორც ტაქსის მძღოლების, ისე ოპოზიციური პარტიების მხრიდან. ფულის კეთების ახალი საშუალება, კორუფციული სქემა და რა შეფასებები არ მოვისმინეთ, რას იტყვით თქვენ? – რეგულაცია, რომელიც მომავალი წლიდან დაიწყება, რაც გაცხადდა თბილისის მერის მიერ, არის შემადგენელი […]

თიბისი ბანკი ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ – “ბანკში ყველა ტრანზაქცია სრულდება სამუშაო საათებში”

თიბისი ბანკი ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ - "ბანკში ყველა ტრანზაქცია სრულდება სამუშაო საათებში"

თიბისი ბანკი აცხადებს, რომ ზაზა ოქუაშვილის გუშინდელი განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს მცდარი ინფორმაციის გავრცელების მცდელობას. „თიბისი ბანკისთვის უმთავრესი მნიშვნელობის არის კლიენტების ნდობა და ყველა აუცილებელი წესისა და პროცედურის დაცვა, რომელიც კლიენტის ფულის უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული. ბანკი უმაღლესი სიმკაცრით იცავს კომერციული ბანკებისთვის დადგენილ ყველა მოთხოვნას. ბატონი ოქუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, თიბისი ბანკი განმარტავს, რომ ბანკში […]

ულიცენზიო ტაქსები დღეიდან 200 ლარით დაჯარიმდებიან

ულიცენზიო ტაქსები დღეიდან 200 ლარით დაჯარიმდებიან

დღეიდან, 1 ოქტომბრიდან, ტაქსით მომსახურების სერვისის განხორციელება მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიით ხდება ნებადართული. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მძღოლი, რომელიც ლიცენზირების გარეშე განახორციელებს აღნიშნულ სერვისს, 200 ლარით დაჯარიმდება. ამასთან, ტაქსებთან მიმართებაში რეგულაციების მეორე ეტაპი უკვე 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება და ის ახალი ვიზუალური სტანდარტის დანერგვას გულისხმობს, მათ შორის ამ პერიოდიდან ტაქსები თეთრი ფერის უნდა იყოს. „ჩვენ ვმუშაობთ ვიზუალურ […]

რა შემთხვევაში შეძლებთ იპოთეკური სესხის აღებას შემოსავლების დადასტურების გარეშე

სესხი შემოსავლების დადასტურების გარეშე აღარ გაიცემა?

ეროვნულ ბანკისა და სესხის გამცემი ორგანიზაციების შეხვედრაზე, მხარეებმა კონკრეტულ შეთანხმებას მიაღწიეს, რაც სხვადასხვა ტიპის სესხის გაცემის წესს ითვალისწინებს. საბანკო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, იპოთეკაზე შემოსავლების დადასტურება არ გახდება საჭირო, თუ სესხი თანამონაწილეობით გაიცემა. ამის შესახებ GBC.ge-ი წერს. როგორც მსხვილი ბანკების მენეჯერები აცხადებენ, ამ ეტაპზე 50%  თანამონაწილეობის ვერსია განიხილება. სასესხო კოეფიციენტები შენარჩუნდება საცალო კლიენტისთვისაც აგროსესხებზე. „ვითიბი“ ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ კონცელიძის განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში დაზარალდებოდა […]