საქართველოს ბანკი ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულებით ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქართველოში პირველად, ბანკმა მონაცემთა მიმართულებით ყველაზე მასშტაბური პროექტი – Data Challenge-ების სერია წამოიწყო. პროექტის ფარგლებში პირველი სერიის 3 გამარჯვებული უკვე გამოვლინდა, ესენია: Pier Piper, Synapse და Brainblinker. Data Challenge-ის პირველი ამოცანა სარეკომენდაციო სისტემის ალგორითმულ გადაწყვეტას ეხებოდა. გამოწვევაში როგორც ინდივიდუალური, ასევე რამდენიმე ადამიანისგან დაკომპლექტებული 125 გუნდი იღებდა […]
კატეგორია: ეკონომიკა
„გალტ & თაგარტის“ ხელშეწყობით პირველადი საჯარო შეთავაზების მასტერკლასი ჩატარდა
„გალტ & თაგარტი“ კაპიტალის ბაზრის განვითარების მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. 6 ივლისს, „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მასტერკლასი თემაზე – პირველადი საჯარო შეთავაზება ჩატარდა. პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კაპიტალის და ფინანსური ბაზრების განვითარების გუნდის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის საკონსულტაციო სამუშაოებს „გალტ & თაგარტი“ „BDO Georgia“-სთან ერთად ასრულებს. ღონისძიებას EBRD-ის კაპიტალის […]
რუსეთიდან საქართველოში ვიზიტორების რაოდენობამ 502.9%-ით მოიმატა
2022 წლის ივნისში საქართველოში რუსეთიდან ვიზიტორების რიცხვი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, გასულ თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 502.9%-ით არის გაზრდილი. უფრო კონკრეტულად, 2022 წლის ივნისში რუსეთიდან საქართველოს 90 239 ვიზიტორი ეწვია, მაშინ როცა 2021 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 14 967 იყო. […]
„გალტ & თაგარტის“ ხელშეწყობით „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში“ მონაწილეობის მისაღებად 21 კომპანია დარეგისტრირდა
„გალტ & თაგარტი“ კაპიტალის ბაზრის განვითარების მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კაპიტალის და ფინანსური ბაზრების განვითარების გუნდის ჩართულობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა“ გრძელდება. პროექტის მთავარ მიზანს კი საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. „გალტ ენდ თაგარტისა“ და BDO Georgia-ს ხელმძღვანელობით, პროგრამის პირველი ეტაპი ქართული კაპიტალის ბაზრების […]
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სურამში სასტუმრო შენდება
საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით სურამში 3 კოტეჯისგან შემდგარი კომპლექსი შენდება. პროექტის ჯამური ღირებულება 150,000 ლარს შეადგენს. კომპლექსის მშენებლობა საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით ხორციელდება. „საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, მოვიზიდეთ საჭირო ფინანსური რესურსი, რათა დაგვეწყო კოტეჯების მშენებლობა. ამ ეტაპზე მშენებლობის პროცესშია 2 კოტეჯი, რომელიც 12 სტუმარს დაიტევს. კოტეჯების მშენებლობის დასრულების შემდეგ, აუზის დამატებას ვგეგმავთ“, – […]
PLUS- ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებელი საინტერესო შეთავაზებებს და საჩუქრებს მიიღებს
5 ივლისს PLUS- ის დაბადების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკის ის მომხმარებელი, რომელსაც დაგროვილი აქვს PLUS ქულები და ამ ქულებით გადაიხდის საქართველოს ბანკის 100-ზე მეტ პარტნიორ მაღაზიაში, განსაკუთრებულ შეთავაზებას, 50%-იან ფასდაკლებას მიიღებს. მეტი ინფორმაციისთვის, კონკრეტული კომპანიების ჩამონათვალს შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე: https://bit.ly/3unFcHO PLUS ქულებს აგროვებ საქართველოს ბანკის ბარათითა და პოსტერმინალით ყოველი გადახდისას; დაგროვილი PLUS-ებით […]
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბაკურიანში სასტუმრო გაიხსნება
საქართველოს ბანკი სასტუმრო სექტორის ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით ბაკურიანში სასტუმრო შენდება. პროექტის ჯამური ღირებულება 30,000 ლარს შეადგენს. სასტუმრო სრულად საქართველოს ბანკის მიერაა დაფინანსებული. „დამსვენებლის მხრიდან გაზრდილი მოთხოვნის საფუძველზე, გადავწყვიტეთ ახალი პროექტი წამოგვეწყო. იდეის სისრულეში მოყვანაში კი, საქართველოს ბანკი გვეხმარება. მათთან პარტნიორობით დავიწყეთ პროექტის განხორციელება, რომელიც ბაკურიანში დამატებით კოტეჯის მშენებლობას გულისხმობს. ძალიან მალე, […]
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბორჯომში სასტუმროს რეაბილიტაცია განხორციელდა
საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით ბორჯომში, სოფელ ტბაზე სასტუმროს რეაბილიტაცია განხორციელდა. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 20,000 ლარი შეადგინა. „საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით, წარმატებით დავასრულეთ სასტუმროს რეაბილიტაცია. ამჟამად სასტუმრო სტუდიოს ტიპის ოთახებით დაკომპლექტებულ 4 კოტეჯს და აუზს აერთიანებს. სამომავლოდ, გვსურს მეტად გავაფართოვოთ ბიზნესი და ეზოში დამატებითი სივრცეები მოვაწყოთ, სადაც დამსვენებლები შეძლებენ დროის მშვიდად […]
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გურჯაანში გაშენებული ხეხილი ექსპორტზე გავიდა
ადგილობრივი წარმოების გაძლიერების მიზნით, საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის ხელშეწყობას აგრძელებს. ამჯერად ბანკთან თანამშრომლობით გურჯაანში 4 ჰა-ზე ხეხილის ბაღები გაშენდა, რომლის რეალიზაცია მეზობელ ქვეყნებში განხორციელდა. პროექტი 3.5 ჰა ატმისა და 0.5 ჰა გარგარის ბაღს, ასევე, სამაცივრე მეურნეობას აერთიანებს. ბიზნესი სეზონურად 250 ადამიანს ასაქმებს. ბანკის მხრიდან პროექტის მხარდასაჭერად 443 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია გაიცა. „ამჟამად ჩვენი […]
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით პროექტისთვის “ბინადარი ლისზე“ 2.25 მლნ ევროს ინვესტიცია განხორციელდა
საქართველოს ბანკი დეველოპერული სექტორის წახალისებასა და პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და კომპანია „ბინადარის“ პარტნიორობის შედეგად ლისზე, ტაბიძის 41 ნომერში, ა და ბ ბლოკების მშენებლობა განხორციელდა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 3.3 მილიონი ევროა, ბანკის წილი კი 2.25 მილიონ ევროს შეადგენს. “ბინადარი ლისზე” 2 საცხოვრებელი ბლოკისაგან შემდგარი ეკო პროექტია, რომელიც მდებარეობს ეკოლოგიურად სუფთა ადგილზე, ლისის ტბის მიმდებარედ. ბ […]










