საქართველოს ბანკი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტების განხორციელების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, მასშტაბითა და მნიშვნელობით, გამორჩეული არქიტექტურის, უნიკალურად დატვირთული ფუნქციების მქონე „აქსის თაუერსი“ გაიხსნა. „აქსის თაუერსის“ პროექტში დაახლოებით 150 000 000 დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. პროექტში ბანკის თანამონაწილეობა 60 000 000 დოლარს შეადგენს. „მოხარული ვარ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ისეთი მასშტაბური პროექტის […]
კატეგორია: ეკონომიკა
საქართველოს ბანკი მცირე ბიზნესს მხარდასაჭერად CashBack- ს სთავაზობს
საქართველოს ბანკი განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლირებისთვის მათზე მორგებული ახალი შესაძლებლობების შექმნას. ამჯერად ბანკმა ბიზნეს მომხმარებელს ქეშბექი შესთავაზა. მომხმარებელი, რომელიც ონლაინ გახსნის ანგარიშს https://bit.ly/39xB4Od-დან, რეგისტრაციის დღიდან, პირველი ორი თვის განმავლობაში, Mastercard ბიზნეს ბარათით (იქნება ეს პლასტიკური თუ ციფრული) ეროვნულ ვალუტაში შესრულებულ ტრანზაქციებზე Cashback-ის სახით მიიღებს გადახდილი თანხის 20%-ს, მაქსიმუმ 400 ლარს, თითოეულ თვეზე. თითოული […]
საწვავზე ფასები არ იკლებს, კონკურენციის სააგენტო კი შუალედური დასკვნის ამარა გვამყოფებს
ექსპერტი ნიკა შენგელია საწვავის ფასებთან დაკავშირებით მორიგ სტატიას აქვეყნებს: კონკურენციის სააგენტო ვერ დადებს საბოლოო დასკვნას სადაც იქნება კონკრეტული ქმედითი ღონისძიებები ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდის შეჩერებასთან დაკავშირებით და პრემიერის დავალება არ შესრულდება ისევე როგორც არ სრულდება პრემიერის ბრძანებულება №1044. სამწუხაროა მაგრამ ეს არის რეალობა. პრემიერის აღნიშნულ დავალებას ვადა ჰქონდა 15 მაისამდე , ჩვენ კი ვიხილეთ მხოლოდ შუალედური […]
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სტარტაპებისთვის ინტენსიური ვორქშოფი გაიმართა
საქართვლოს ბანკი, როგორც სტარტაპების ხელშემწყობი ბანკი განაგრძობს საინტერესო ღონისძებების მხარდაჭერას. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind Tbilisi, Catapult VC და US Market Access Center-ის მასპინძლობით გაიმართა ღონისძიება- ვენჩურული კაპიტალისთვის მზადება: გზა იდეიდან მაღალი ღირებულების კომპანიამდე. მისი მიზანი იყო ხელი შეეწყო სტარტაპებისთვის, რომლებსაც სურთ, ისწავლონ როგორ გახდნენ მასშტაბირებადი და გაიგონ თუ რა სჭირდებათ წარმატებული ზრდისა […]
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქალაქ ჯვარის №1 საჯარო სკოლაში იდეათეკა მოეწყო
საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, რეგიონებში განათლების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკისა და „ქართული წიგნის ინსტიტუტის“ პარტნიორობით „იდეათეკების“ პროექტი გრძელდება. საქართველოს 7 სახვადასხვა რეგიონის 11 საჯარო სკოლაში უკვე მოეწყო ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი სივრცეები – იდეათეკები. ამ რიცხვს ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ქალაქ ჯვარის №1 საჯარო სკოლა […]
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მოცვის პლანტაცია ოზურგეთში 2ჰა- ზე გაშენდა
საქართველოს ბანკი აგრომიმართულების გაძლიერებას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით ოზურგეთში, ექადიას ტერიტორიაზე 2ჰა-ზე მოცვის პლანტაცია გაშენდა. პროექტის ჯამური მოცულობა 140 000 ლარია. ბანკის თანამონაწილეობა კი 90 000 ლარს შეადგენს. „ჩვენი მოცვის პლანტაცია ნაწილობრივ სტარტაპია, რომლის ჩამოყალიბებაშიც ჩვენი პარტნიორი, საქართველოს ბანკი დაგვეხმარა. ამ ეტაპზე, იმ 2 ჰა- ტერიტორიაზე, სადაც მოცვი გავაშენეთ, საწყის ეტაპზე ველით 6 ტონა მოსავალს, 4 […]
საქართველოს ბანკი ბიზნესს განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობას სთავაზობს
საქართველოს ბანკი ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო, ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა ბიზნესს ანგარიშზე თანხის მომენტალური ჩარიცხვა შესთავაზა. რაც იმან ნიშნავს, რომ ამიერიდან ნებისმიერი ბანკის, ნებისმიერი ბარათით, (მათ შორის არაქართული ბარათით განხორციელებული ტრანზაქციისას) მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა ბიზნესს რამოდენიმე წუთში ჩაერიცხება. თანხა ბიზნეს ანგარიშზე მომენტალურად ჩაირიცხება როგორც პოსტერმინალით, ასევე ონლაინ შეძენისას. ეს ბიზნესს მისცემს შესაძლებლობას, თანხა […]
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლობალაიზის პირველი ევროპული კონფერენცია პარიზში წარმატებით ჩატარდა
საქართველოს ბანკი პარტნიორებთან ერთად სტარტაპების განვითარებისა და მათი მასშტაბირების ხელშეწყობას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, გლობალაიზმა პარიზში ევროპის კონფერენციას უმასპინძლა სადაც თავი მოუყარა ევროპაში მცხოვრებ წარმატებულ ქართველებს და ქართული სტარტაპებით დაინტერესებულ უცხოელ ინვესტორებს. კონფერენციის მიზანი იყო ქართული საინვესტიციო, საექსპორტო და სტარტაპ იდეების ევროპის ბაზარზე გატანა და ახალი პარტნიორების მოძიების ხელშეწყობა. ასევე, გამოცდილების გაზიარება იმ […]
საქართველოს ყველა დიდმა წისქვილკომბინატმა მუშაობა შეაჩერა
„ამ დროისთვის უკვე ყველა დიდი წისქვიკომბინატი გაჩერებულია” – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა. ლევან სილაგავა ამბობს, რომ ასოციაციამ სახელმწიფოს დამაბალანსებელი გადასახადის დაწესება შესთავაზა, რაც წისქვილების ფუნქციონირების აღდგენას უზრუნველყოფს. პასუხს კი, ერთი კვირის ვადაში ელოდებიან. „ამ დროისთვის უკვე ყველა დიდი წისქვიკომბინატი გაჩერებულია. მთავრობასთან გვაქვს მოლაპარაკებები და თუ რამე შედეგი იქნება, უნდა იყოს უახლოეს […]
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მორიგი იდეათეკა დაბა ჩოხატაურის №1 საჯარო სკოლაში გაიხსნა
საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, რეგიონებში ფორმალური და არაფორმალური განათლების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკისა და „ქართული წიგნის ინსტიტუტის“ პარტნიორობით უკვე მე-10 იდეათეკა გაიხსნა. პროექტის განხორციელებაში საკუთარი წვლილი შეიტანა საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიამ „მეღვინეობა ხარებამ“. ამიერიდან ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის №1 საჯარო სკოლაში 600-ზე მეტ მოსწავლეს ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს ისეთი […]










