გამომდინარე იქიდან, რომ თბილისი საქართველოს ყველაზე დიდი და აქტიური ქალაქია, ის თანამედროვე ადამიანებს საკმაოდ დიდ შესაძლებლობებსაც აძლევს ნებისმიერ სფეროში. სწორედ აქედან გამომდინარეა ის ფაქტი, რომ უამრავი განსხვავებული გემოვნებისა თუ ინტერესების ადამიანი სწორედ რომ თბილისისკენ მოემართება წლიდან წლამდე და სავსეა დიდებული იმედებითა თუ მოლოდინებით, რათა ბოლომდე შეძლოს და საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალური რეალიზაცია მოახდინოს, შეიქმნას შესანიშნავი მომავალი […]
კატეგორია: ეკონომიკა
რა არის ცენტრალური გათბობის უპირატესობა
მართალია, გაზაფხული უკვე მეორე თვეა კარს მოგვდგომია, თუმცა მზიანი ამინდები ჰორიზონტზე ჯერ მაინც მკრთალად ირეკლება. ეს ის პერიოდია, როდესაც სახლიდან გასვლისას დანამდვილებით ჯერ არ იცი შეგცივდება თუ პირიქით, დაგცხება. ასეთ დროს, სასურველია ამინდის პროგნოზის შემოწმება. გამომდინარე იქიდან, რომ ცივ ამინდში აუცილებელი ხდება სახლში საარსებოდ საჭირო ტემპერატურა მუდმივად იყოს შენარჩუნებული, მნიშვნელოვანია ის ტექნიკა, რითაც ვთბებით. სწორი […]
ინგა შახბაზიანი – “IT სპეციალობა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი გახდა”
თებერვალ-მარტში, წინა თვეებთან შედარებით, ვაკანსიების რაოდენობა გაიზარდა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ HR.GE-ს რეგიონალურმა მენეჯერმა ინგა შახბაზიანმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობა IT მიმართულებაა. როგორ ინგა შახბაზიანი ამბობს, აღნიშნული სპეციალობით განცხადებების რაოდენობა 2-3%-ს ვერ სცდებოდა, ბოლო პერიოდში კი 7%-მდე მოიმატა და ყველაზე მოთხოვნადი კადრების ხუთეულში შევიდა. უფრო კონკრეტულად, სექტორები, სადაც ყველაზე მეტი ვაკანსიაა, […]
„პრემიერს იმპორტიორებთან საწვავის ფასის დაწევასთან დაკავშირებით თხოვნა-მუდარა არ უნდა უწევდეს“ – ნიკა შენგელია
ეკონომისტი ნიკა შენგელია ვრცელი წერილით ეხმაურება საქართველოში საწვავზე ფასების ზრდას. წერილს უცვლლად გთავაზობთ: „მოგეხსენებათ, რამდენად მტკივნეულია საწვავაზე მაღალი ფასები მოსახლეობისათვის და ზოგადად საერთოდ ქვეყნის ეკონომიკისათვის. მითუმეტეს, მაშინ როდესაც ხვნა-თესვის პერიოდია და საწვავზე ასეთი მაღალი ფასები ყოვლად მიუღებელია ფერმერებისათვის და რეგიონის მაცხოვრებელთათვის. ჩვენ გქონდა ინიციატივები, რომ მთავრობას გაეკეთებინა სამთვიანი მორატორიუმი და გაეუქმებინა აქციზი, დაეკლო დღგ-ს განაკვეთზე, […]
საქართველოს ბანკი და Globalize ქართული სტარტაპებისა და ექსპორტიორებისთვის სილიკონ ველიზე
საქართველოს ბანკი პარტნიორებთან ერთად სტარტაპების მხარდაჭერას და მათი მასშტაბირების ხელშეწყობას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი ბიზნეს-საკონსულტაციო ორგანიზაცია Globalize-თან ერთად, ქართული სტარტაპების მხარდამჭერი, ახალი და საინტერესო ინიციატივების განხორციელებას გეგმავს. 15 აპრილს, Globalize-ის ინიციატივით, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კალიფორნიაში, სილიკონ ველიზე პირველი კონფერენცია გაიმართება. Globalize Silicon Valley Conference ამერიკაში მცხოვრებ წარმატებულ ქართველებს, […]
SOLO – ყველა კომპანიაშია დამალული საგანძური და ლიდერებს შეუძლიათ მისი აღმოჩენა
SOLO კვლავ აგრძელებს მომხმარებლებისთვის საინტერესო შეხვედრების სერიას და ამჯერად 15 აპრილს, ექსკლუზიურად SOLO მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, დაესწრონ „ლეო ინსტიტუტის” მიერ ორგანიზებულ ძალიან საინტერესო შეხვედრას, რომლის მიზანია ლიდერული გამოცდილების გაზიარება და იმ სირთულეებზე საუბარი, რომელთა წინაშეც დგანან ლიდერები. შეხვედრას „ლეო ინსტიტუტის“ თანადამფუძნებელი, სამი კოენი გახსნის, რომელიც ნავთობინდუსტრიის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიასთან, Shell-თან, თანამშრომლობის საკუთარ გამოცდილებას გააზიარებს. სამი […]
საქართველოს ბანკისა და მონოლით ჯგუფის ურთიერთთანამშრომლობით „Monolith Green City” შენდება
საქართველოს ბანკისა და „მონოლით ჯგუფის“ 8 წლიანი პარტნიორობა წარმატებით გრძელდება. მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. პარტნიორობის საფუძველზე, 17 მლნ. დოლარის მოცულობის ინვესტიციით „მონოლით ჯგუფის“ მორიგი პროექტი – „Monolith Green City” ხორციელდება. ახალი კომპლექსი ქალაქის ხმაურისგან მოშორებით, თბილისის ძველ უბანში, ორთაჭალაში, შენდება. „Monolith Green City” 23 საცხოვრებელ კორპუსს, ვრცელ რეკრეაციულ ზონებს, საბავშვო ბაღს, სკოლას, კომერციულ […]
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის პირველი შეხვედრა გაიმართება
საქართველოს ბანკისა და „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობის ფარგლებში, 12 აპრილს, თბილისში, იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის პირველი შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას იუნესკოდან, გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციიდან, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობიდან და საერთაშორისო საბიბლიოთეკო ასოციაციიდან მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. ასევე, იმ ქალაქების მერები და პროექტის წარმომადგენლები, რომლებიც უკვე იყვნენ ან მომავალში იქნებიან იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქები. ღონისძიება წიგნის […]
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი Data Challenge-ი იწყება
საქართველოს ბანკი ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულებით სიახლეების დანერგვას და ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქართველოში პირველად, ბანკი მონაცემთა მიმართულებით ყველაზე მასშტაბურ პროექტს – Data Challenge-ების სერიას იწყებს. Data Challenge-ის თითოეული შეჯიბრის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ მარტო, ან გუნდთან ერთად ჩაერთონ კონკურსში, 4 კვირის მანძილზე იმუშაონ დავალებებზე, გამარჯვების შემთხვევაში კი მოიგონ თანხა 50 000 ლარის მოცულობის საპრიზო ფონდიდან. […]
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით KTW-მ მზის ელექტრო სადგურები დაამონტაჟა
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით საინტერესო პროდუქტების დანერგვას და შეთავაზებას განაგრძობს. გარემოზე ზრუნვისა და ელექტროენერგიის ხარჯების შემცირების მიზნით, ბანკმა ბიზნესებს ეკომეგობრული გადაწყვეტა-„ენერგოკრედიტი“ შესთავაზა. მზის პანელების შესაძენად განკუთვნილი პროდუქტით უკვე არაერთმა კომპანიამ ისარგებლა, მათ შორის “კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ” (KTW). პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს ბანკის მიერ 1 025 734 ლარის მოცულობის ინვესტიცია გაიცა, რაც KTW-ს პატარძეულის საწარმოში 450 […]










