Galt & Taggart-ი მრავალფეროვანი მომსახურებებით ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად კომპანიამ უძრავი ქონების სექტორში 2021 წლის უმსხვილესი M&A გარიგება განახორციელა. Galt & Taggart-ის ჩართულობით, Georgia Capital-მა 30 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების კომერციული უძრავი ქონებების პორტფელი გაყიდა. უფრო კონკრეტულად, ტრანზაქციის დასაწყისიდან მის დასრულებამდე, Galt & Taggart-მა Georgia Capital-ს შერწყმა-შეძენასთან (M&A) დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურება გაუწია, რაც გულისხმობდა […]
კატეგორია: ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით DataFest Tbilisi 2021 ბრუნდება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 7-11 დეკემბერს აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე დიდი მონაცემთა ფესტივალი, DataFest Tbilisi 2021 გაიმართება. უკვე მეხუთედ, ღონისძიება მსოფლიოს მასშტაბით ასობით მონაცემებზე მომუშავე პროფესიონალს გააერთიანებს ერთმანეთისთვის გამოცდილების გასაზიარებლად და მნიშვნელოვანი კავშირების დასამყარებლად. ფესტივალი ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება და სტუმრებს დასწრება როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურად შეეძლებათ. ტრადიციული 3 დღის ნაცვლად, წელს ღონისძიება 5 დღეს […]
ონლაინ-სათამაშო ბიზნესის პოზიცია მოსალოდნელ რეგულაციებზე
22 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ონლაინ კაზინოებისთვის ჯერ გადასახადების გაზრდას, რეკლამების აკრძალვასა და მოთამაშეთა ასაკის აწევას, შემდეგ კი მათ საერთოდ აკრძალვას გეგმავდა. აქედან ერთი კვირის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გავრცელდა ტექსტი, რომ მისი გადაწყვეტილებით ონლაინ კაზინოებს შემდეგი რეგულაციები დაუწესდებოდათ: ონლაინ სათამაშო სექტორის ჯამურად დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 70%-ით; აზარტულ თამაშებში მონაწილეობის […]
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ლივინ დეველოპმენტი“ თანამედროვე საცხოვრებელ უბანს გააშენებს
საქართველოს ბანკი სამშენებლო და დეველოპერული სექტორის ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით კომპანია „ლივინ დეველოპმენტი“ ნაძალადევში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი უბნის პროექტს ახორციელებს. პროექტის მხარდასაჭერად ბანკის მიერ 2,85 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა. აღნიშნული პროექტი ორ 12 სართულიან და ორ 9 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს, 4,800 კვ.მ.ზე მეტ გამწვანებულ სივრცეს და 200 საპარკინგე ადგილს […]
საქართველოს ბანკმა DFC-ისგან 100 მლნ. დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
საქართველოს ბანკმა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციისგან (DFC) 100 მლნ. დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა. 11 წელზე მეტი ვადის მქონე ხელშეკრულების ფარგლებში მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის შესაძლებლობას იძლევა პანდემიასთან დაკავშირებული ეკონომიკური გამოწვევების დაძლევის მიზნით. მათ შორის, ქალი მეწარმეებისთვის ფინანსურ რესურსებთან წვდომის შესაძლებლობის გაფართოებისა და მათი მხარდაჭერის გაზრდისთვის. „მოხარული ვარ, რომ DFC-სთან […]
ხვალიდან საქართველოში „მწვანე ბარათის“ სისტემა ამოქმედდება
ხვალიდან, 1 დეკემბრიდან საქართველოში „მწვანე ბარათის“ სისტემა ამოქმედდება. შედეგად, მომხმარებელს მხოლოდ „მწვანე სტატუსის“ ქონის შემთხვევაში შეეძლება ესტუმროს შემდეგ ობიექტებს: სასტუმროები და განთავსების სხვა ობიექტები/ კვების ობიექტები (რესტორნების, კაფეების, ბარების ღია და დახურული სივრცეები-მათ შორის სავაჭრო ცენტრებში არსებული) /კინოთეატრები/თეატრები/საკონცერტო დარბაზები/ოპერა/ გასართობი ობიექტები/სამორინეები და სათამაშიო დარბაზები/სპა ცენტრები და ფიტნეს დარბაზები /სამთო კურორტების საბაგიროები. სავაჭრო ცენტრებში შესვლას „მწვანე […]
საბა ბუაძე – “ლელო მედიის გადასახადებისგან 3 წლით სრულად გათავისუფლებას ითხოვს”
მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ინიციატივა, რომელიც გულისხმობს საქართველოში მედიის გადასახადებისგან გათავისუფლებას 3 წლით. ეს ინიციატივა გულისხმობს მედიის ყველანაირი გადასახადისგან გათავისუფლებას, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, აღნიშნული პრობლემა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. „პირველ რიგში, ამის საჭიროება გამოწვეულია იმ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შეიქმნა, პანდემიით, რომელმაც სარეკლამო […]
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ლანჩხუთში სოციალური კაფე „ქეთოსთან“ მოეწყო
საქართველოს ბანკი მცირე ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან თანამშრომლობით, ლანჩხუთში სოციალური კაფე „ქეთოსთან“ მოეწყო. დღესდღეობით კაფე რაიონში შეკრების ერთადერთ ადგილს წარმოადგენს, რომელიც ხშირად ტრენინგებს, ფილმის ჩვენებებს, პოეზიისა და ელექტრონული მუსიკის საღამოებს მასპინძლობს. პროექტის მხარდასაჭერად ბანკის მხრიდან 25,000 ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა. „ქეთოსთან“ მისულ სტუმრებს კაფის განსხვავებული ინტერიერი და ექსტერიერი თავს მყუდროდ და კომფორტულად აგრძნობინებს. კაფე შშმ. […]
“სათამაშო ბიზნესის სატელევიზიო და ინტერნეტ რეკლამა აიკრძალება” – ლაშა ხუციშვილი
ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სათამაშო ბიზნესის შესახებ სრულად შეიზღუდება სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა და ქართულ ვებ-გვერდებზე რეკლამის განთავსება. როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, სათამაშო ბიზნესის ოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება. „რეკლამის ნაწილში სრულად შეიზღუდება სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა და ქართულ ვებ-გვერდებზე რეკლამის განთავსება. სათამაშო ბიზნესის ოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის […]
კოტე გაბრიჩიძე – “მწვანე პასპორტი ბიზნესისთვის დიდი დარტყმაა”
საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე კოტე გაბრიჩიძე “ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ „მწვანე პასპორტის“ შემოღება ინდუსტრიისთვის ბევრად უფრო დიდი დარტყმაა, ვიდრე სამუშაო საათებზე შეზღუდვის შედეგად მიღებული ეფექტი. „შვება იქნება, თუმცა, საქართველოს მოსახლეობის 70% აცრილი არ არის, გამოდის, ამ რაოდენობაზე ბიზნესი უარს ამბობს. მთელ მსოფლიოში არის საპროტესტო აქციები, თუმცა, ამას არავინ აშუქებს. ამირან გამყრელიძე კონტროლებს მედიასაც. როდისმე ქართულ მედიას […]










