საქართველოში ვალუტის გადამცვლელი ჯიხურების რაოდენობა 1 წელიწადში 147 ერთეულით შემცირდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, თუ 2019 წლის ნოემბერში ბაზარზე 944 სავალუტო ოპერირებდა, ახლა მათი რაოდენობა 797-ს შეადგენს. როგორც ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციის დირექტორი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, სავალუტო ჯიხურები ძირითადად პანდემიის და საქართველოში შექმნილი კრიზისის გამო იხურება. ნინო ქავთარაძის თქმით, ქვეყანაში ტურისტები აღარ შემოდიან, ბრუნვა არ არის, […]
კატეგორია: ეკონომიკა
გალტ & თაგარტი 20 წლისაა
გალტ & თაგარტი, წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში, უკვე 20 წელია რაც საქმიანობს და წლების განმავლობაში საინვესტიციო-საბანკო მიმართულებით Global Finance-ის, Global Banking and Finance Review-ს და სხვა არაერთი ნომინაციის გამარჯვებულია. გალტ & თაგარტი მომხმარებელს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო საბანკო მომსახურებას, როგორებიცაა: საბროკერო, აქტივების მართვა, კაპიტალის მოზიდვა და კვლევების მიმართულება. გალტ & თაგარტი საქართველოში უმსხვილესი, ხოლო რეგიონში […]
„კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ“ 10 მილიონი აშშ დოლარის 2 წლიანი ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა
სს „გალტ & თაგარტმა“ საქართველოში ღვინისა და სპირტიანი სასმელების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიის, შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ 10 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების, 2 წლიანი ობლიგაციების წარმატებით გამოშვება უზრუნველყო. ეს „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ პირველი ემისიაა, რაც კომპანიის მზარდ პოტენციალზე მეტყველებს. ფიქსირებული შემოსავლის მქონე საჯარო ინსტრუმენტის ემისია საქართველოს ღვინისა და სპირტიანი სასმელების ბაზრისთვის პირველი ტრანზაქციაა, შესაბამისად, „კახური […]
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „იფქლი“ ახალ საწარმოს აშენებს
საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას განაგრძობს. ამჯერად ბანკის მხარდაჭერით, პურფუნთუშეულის საწარმო „იფქლი“ ფართოვდება. კომპანიის ისტორია 1993 წლიდან იწყება, მისი მისია კი საქართველოს მასშტაბით მომხმარებლისთვის ჯანსაღი და გემრიელი პურფუნთუშეულის მიწოდებაა. ბანკის მიერ გამოყოფილი 4 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიციით კომპანია ახლა უკვე ქუთაისში ახალ საწარმოს აშენებს, რომლის გახსნაც 2021 წლის გაზაფხულზე იგეგმება. ევროპული ტიპის საწარმო 140 ადამიანს […]
კახა კახიშვილი – “ბანკები დაანგრევენ ეკონომიკას, თუ რეალურ შეღავათებზე არ იფიქრებენ”
„თუ დღეს ბანკები არ იფიქრებენ კონკრეტულად რაღაც ტიპის შეღავათზე, ისინი დაანგრევენ ეკონომიკას და ქვეყანას”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა კახი კახიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. მისი თქმით, ბიზნესის დიდი ნაწილი გაკოტრების პირასაა და ამის ფონზე, ბანკები მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ. „ფაქტობრივად ერთი წელია, პანდემიის გამო, ბიზნესი გაჩერებულია და ბიზნესმენების ძალიან […]
შუქის ტარიფი 3,5 თეთრით იზრდება
„თელასის“ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3.5 თეთრით იზრდება. სემეკმა „თელასის“ და „ენერგო პრო ჯორჯიას“ ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფი დაამტკიცა. კერძოდ, „თელასისთვის“ სამომხმარებლო ტარიფების ნაწილში, თვეში 101 კილოვატ საათამდე და საერთო მრიცხველის მქონე აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფი დღგ-ს ჩათვლით კვტ.სთ ელექტროენერგიაზე მოქმედი 14.544 თეთრიდან 18.041 თეთრამდე იზრდება და შესაბამისად, ზრდა ერთ […]
საქართველოს საგარეო ვალი 19.7 მილიარდი დოლარია
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2020 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 19.7 მლრდ აშშ დოლარი (64.7 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 120.4 პროცენტია. 2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 781.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 584.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ფასის, საკურსო და სხვა […]
მიხეილ ბოცვაძე – “შუქის ფასი მნიშვნელოვნად უნდა გავზარდოთ, სხვა გზა აღარ გვაქვს”
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვნი ზრდა გარდაუვალია. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს. „უკვე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამომხმარებლო ტარიფის ზრდა სამწუხაროდ აუცილებელია. ხაზგასასმელია, რომ დღეს მოქმედი ტარიფი დადგინდა 2018 წლის 1 იანვრიდან 3 წლის ვადით. მოქმედი ტარიფი, ობიექტურ მიზეზთა გამო, უკვე დიდი ხანია ვერ ანაზღაურებს დრამატულად გაზრდილ ხარჯებს, ელექტროენერგიის შესყიდვის თუ სხვა მიმართულებებით. უკვე […]
საქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესის მხარდამჭერია
საქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, „შპს ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი“ (GGRC) საქმიანობას აფართოვებს. კლინიკა 2019 წელს დაფუძნდა და მისი მიზანია უმაღლესი ხარისხის მომსახურება გაუწიოს რეპროდუქციული პრობლემების მქონე პირებს. პროექტის მხარდასაჭერად, ბანკის მიერ 885,000 ევროს მოცულობის მობილიზება მოხდა. ამჟამად კლინიკის ყოველდღიურ საქმიანობაში 44 თანამშრომელია ჩართული. GGRC აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით და მეტი […]
ბიონტექის შეფის, უგარ შაჰინის, ქონება 4,2 მილიარდამდე გაიზარდა – ვინ გაამდიდრა კორონაპანდემიამ
ამერიკულმა ჟურნალმა ფორბსმა ფარმაცევტული კომპანიების ბიონტექისა და მოდერნას ხელმძღვანელები 50 ახალი მილიარდერის ჩამონათვალში შეიყვანა, რომლებიც მუშაობენ ჯანდაცვის სფეროში და კორონავირუსის პანდემიის პირობებში გამდიდრდნენ. შესაბამისი მონაცემები ჟურნალმა საკუთარ ვებგვერდზე გაავრცელა. კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია ის, რომ უმეტესობა ფარმაცევტული კომპანიების ხელმძღვანელები და ინვესტორები, რომლებიც ორიენტირებულნი იყვნენ ჯანდაცვის სფეროში ფულის ჩადებაზე, მნიშვნელოვნად გამდიდრდნენ. პირველ რიგში საუბარია კომპანიების ხელმძღვანელებზე, რომლებიც […]










