ბანკები ისევ ძარცვავენ ადამიანებს, აწერენ ჯარიმებს, აღრიცხავენ პროცენტებს და ისევ არ ითვალისწინებენ პრემიერ გახარიას განცხადებებს. ამის შესახებ პარტია “ტრიბუნას” დამფუძნებელმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. „რვასულიან ოჯახს, პანდემიის დროს დახმარების ნაცვლად, 50 ლარით ნაკლები ჩაურიცხეს. სოციალურად დაუცველს კი, 100 ლარის ნაცვლად 70 ლარი. არგუმენტი იყო – შვილი არ გყავს და არ გეკუთვნისო. არადა, გარდა იმისა, რომ ბიუჯეტში […]
კატეგორია: ეკონომიკა
საქსტატი: საქართველოში კაცის საშუალო ხელფასი თვეში 1 423 ლარია, ქალის – 960 ლარი
2020 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.1%-ით – 110.0 ლარით გაიზარდა და 1 202.7 ლარი შეადგინა. პირველი კვაარტლის მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. • საფინანსო და სადაზღვევო სფეროში – 2 596.4 ლარი (წლიური ზრდა 37.1%); • […]
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამა დაიწყო
საქართველოს ბანკის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს და 500 startups-ის მხარდაჭერით, 500 Georgia აქსელერაციის პროგრამა დაიწყო. შერჩეულ 13 სტარტაპს უკვე აქვს შესაძლებლობა სხვადასხვა წარმატებული კომპანიის დამფუძნებლებთან და მენტორებთან ერთად იმუშაონ საკუთარი იდეების დახვეწაში. ამასთან, მოიძიონ ფინანსური რესურსი, მიიღონ საინტერესო ინფორმაცია მარკეტინგის, პროდუქტის დიზაინის, გაყიდვებისა და სხვა მათთვის საჭირო სფეროების შესახებ. აქსელერაციის პროგრამისთვის შეირჩა შემდეგი კომპანიები: […]
პროგრამა Social Impact Award 2020-ის საკონკურსო ნაწილი იწყება
საქართველოს ბანკის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, Impact Hub Tbilisi საერთაშორისო პროგრამა Social Impact Award 2020-ის საკონკურსო ნაწილს იწყებს. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, პროგრამა სრულად ონლაინ რეჟიმზე გადაეწყო და გაფართოვდა საქართველოს რეგიონებში. პროგრამის ფარგლებში სამუშაო შეხვედრების სერია უკვე გაიმართა თბილისში, ქვემო ქართლში, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, აჭარასა და იმერეთში, რომელშიც საერთო ჯამში, 580 ახალგაზრდა […]
ბიზნესომბუდსმენის ოფისი „ლიდერფუდის“ საქმეზე კომენტარს, ჯერ-ჯერობით, თავს არიდებს
ბოლო ორი დღის განმავლობაში, „კომერსანტი“ ცდილობდა ბიზნესომბუდსმენის ოფისისგან გარკვეული პასუხი მიეღო იმის თაობაზე, როდის გააკეთებენ, ან საერთოდ გააკეთებენ თუ არა კომენტარს „ლიდერფუდის“ დამფუძნებლის, დავით ზეიკიძის მათდამი 8 ივნისს გაკეთებულ მიმართვაზე. ამ დრომდე მედიაჰოლდინგმა დასმულ შეკითხვებზე პასუხი ვერ მიიღო. შეგახსენებთ, დავით ზეიკიძემ ბიზნესომბუდსმენ მიხეილ დაუშვილს საჯარო წერილით მიმართა და მისგან, როგორც ბიზნესსექტორსა და ხელისუფლებას შორის დამაკავშირებელი […]
საქართველოს ბანკმა Global Finance- ის Best Sub-Custodian Bank Award 2020 –ის ჯილდო მიიღო
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის Best Sub-Custodian Bank Award 2020-ის ჯილდოს მიღების თაობაზე განაცხადა. საერთაშორისო გამოცემამ საქართველოს ბანკი საქართველოს საუკეთესო კასტოდიან ბანკად კიდევ ერთხელ დაასახელა. საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა ჯილდოს გამოსავლენად შვიდ გლობალურ რეგიონსა და 80-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედი კასტოდიანი ბანკები შეისწავლა. Global Finance-ის სარედაქციო კოლეგია საბაზრო კვლევებსა და საექსპერტო წყაროებს გაეცნო, ბანკებისა და თავად მომხმარებლების […]
ფინანსთა მინისტრი – წელს პენსიები გაიზრდება
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ წელს საქართველოში პენსიები გაიზრდება. მისივე თქმით, პენსიები გაიზრდება და მეტიც, მთავრობამ პენსიების ინდექსაციის კანონი შემოიტანა. “ჩვენ შემოვიტანეთ პენსიების ინდექსაციის კანონი და ინიციატივა, რაც ნიშნავს, რომ ყოველ წელს პენსიების ზრდა მოხდეს შემდეგი პარამეტრით: 70 წლამდე პენსიონრებს გაეზარდოთ ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელზე უფროსი ასაკის პენსიონრებისთვის გაიზარდოს ინფლაციით, პლუს ეკონომიკური ზრდის […]
ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა მუშაობა განაახლეს
ვალუტის გადამცვლელი პუნქტები დღეიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ. ეროვნული ბანკის ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს შესაბამისი რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს. „საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, 2020 წლის 8 ივნისიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელი პუნქტები ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდებიან. ეროვნული ბანკი მოუწოდებს ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს მკაცრად დაიცვან პროფესიონალთა რეკომენდაციები და რჩევები. ერთობლივი ქმედებებით, ჩვენ სწრაფად შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და საქმიანობის […]
თეა წულუკიანს მიწებს ჩუქნიან – რა ქონება აქვს “ოცნების” უცვლელ მინისტრს
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან – 2012 წლიდან დღემდე, მთავრობის შემადგენლობა რამდენჯერმე შეიცვალა. ახლაც მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, რომელიც შემოდგომაზე უნდა გაიმართოს, მედიაში უკვე ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, თუ ვინ შეიძლება მოხვდეს “ოცნების” საარჩევნო სიაში და ვინ სად გადაანაწილონ. მათ შორის, საუბარი მიდის იმაზეც რომ გახარიამ შესაძლოა პრემიერის პოსტი დატოვოს და “ქართული ოცნების” სიის პირველი ნომერი […]
საქართველოს ბანკი ფერმერების მხარდასაჭერად Visa-სთან, soplidan.ge-სთან და ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობას იწყებს
1 ივნისი, 2020- საქართველოს ბანკი ადგილობრივი მეწარმეების, ფერმერების მხარდაჭერას განაგრძობს და ამ მიზნით Visa-სთან, soplidan.ge-სთან და ფერმერთა ასოციაციასთან ერთად კამპანიას იწყებს. კამპანიის მიზანია ფერმერთა მხარდაჭერა და მათთვის საკუთარი პროდუქციის რეალიზაციაში კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა. ასევე, კამპანიის მიზანია მომხმარებლისთვის სოფლის ნატურალური პროდუქტების შეღავათიან ფასში შეძენის შესაძლებლობის მიცემა. პირველ ქართულ ონლაინმაღაზია soplidan.ge-ზე 250 დასახელების მაღალი ხარისხის ქართული […]










