პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო ვახტანგ, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბილბორდებიდან გაქრობას და ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის გამოჩენას როგორ აფასებთ? – ეს არის “ქართული ოცნების” სტრატეგიული გადაწყვეტილება. რაღაც ხომ უნდა შეეცვალათ და გადაწყვიტეს, რომ საერთოდ გაექროთ სალომე ზურაბიშვილი. მე არ ვარ პიარ-ტექნოლოგი, მაგრამ, ჩემი აზრით, უფრო ნორმალური იქნებოდა, […]
კატეგორია: გაზეთი ”ახალი თაობა”
რომან გოცირიძე – “ახალი ბილბორდები “ოცნების” უკანასკნელი გაფართხალებაა”
“ახალი თაობის” კითხვებს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე პასუხობს. – ბატონო რომან, “ქართული ოცნების” ლიდერები აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის ბილბორდებზე გამოსახული ადამიანები თავის წილ პასუხისმგებლობას იღებენ პოლიტიკურ პროცესებზე და ეს არის ამის მთავარი მესიჯი. რას იტყვით თქვენ? – ეს არის უკანასკნელი გაფართხალება, თუ შეიძლება ასე ითქვას. ეს აჩვენებს, რომ აბსოლუტურად მოწყდა “ოცნების” ხელმძღვანელობა რეალობას. […]
დავით მაყიშვილი – “ბიძინა ივანიშვილმა რუსეთის დავალებით ქართველ სამხედროებს ომი გამოგვიცხადა”
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა შესაძლოა აგვისტოს ომის მონაწილე ქართველი სამხედროების დაკავებაც მოითხოვოს. ეს სკანდალური განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა “იმედის” ეთერში გააკეთა. – ჰააგაში ერთი არის სისხლის სამართლის სასამართლო, სადაც გამოძიება მიმდინარეობს და ქალბატონი ფატუ ბენსუდა ყველას გვახსოვს აქ იყო, ეს არის ის სასამართლო, სადაც ის არის პროკურორი და აქ საქართველო, როგორც სახელმწიფო, […]
ომარ ნიშნიანიძე – “ივანიშვილი თვალებით გვეუბნება, მეც გადამარჩინეთ და თქვენი თავებიცო”
რატომ გაუშვეს მმართველი პარტიიდან ძველი სახეები, რა შეცდომები იქნა დაშვებული, ვინ უნდა აგოს “ოცნების” წარუმატებლობაზე პასუხი? – ამის შესახებ “ახალ თაობას” “ქართული ოცნების” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ყოფილი დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე ესაუბრება. – “ოცნების” ძველი გვარდიის სხვა წევრების მსგავსად, თქვენც დაბრუნდით გუნდში და იმ გუნდს ეხმარებით, რომელმაც 2 წლის წინ გვერდზე გაგწიათ. ეს ნორმალურია? – ნორმალურია, ეს […]
“ქართული ოცნების” ერთადერთი შანსი მიხეილ სააკაშვილია”
“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე პასუხობს. – ბატონო თორნიკე, “ედისონ რისერჩმა” 1-9 ნოემბრის ჩათვლით კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვით, გრიგოლ ვაშაძეს 56% უჭერს მხარს, სალომე ზურაბიშვილს – 44%. ხედავთ ასეთივე განწყობებს საზოგადოებაში? – კი, რა თქმა უნდა. უფრო მაღალიცაა განწყობა, მე თუ მკითხავთ, ვაშაძის მიმართ. ჩემ გარშემო საერთოდ არ ვიცნობ არავის, ვინც სალომეს […]
გოჩა მირცხულავა – “ქართულ ოცნებას” ივანიშვილის შექმნილი სისტემა ჭამს”
რა საფრთხეების წინაშე დგანან ქვეყანა და საზოგადოება, რას არ ითვალისწინებენ “ოცნების” პოლიტიკური და პიარ მამები? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ესაუბრება. გოჩა მირცხულავა: – დღეს ქართული სახელმწიფო ორი უმთავრესი საფრთხის წინაშე დგას. პირველი არის პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც მონაწილეობს როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია და მეორე – უმნიშვნელოვანესი, მე ვიტყოდი ეგზისტენციალური საფრთხე – ჰიბრიდული […]
მალხაზ მაჩალიკაშვილი – “თემირლანის საქმე 10%-თაც რომ გაიხსნას, ივანიშვილს ქვეყნიდან გაქცევა მოუწევს”
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე შვილმოკლული მამების აქცია ხელისუფლებას სერიოზულად აღიაზიანებს. ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ ათასი სიბინძურე ითქვა. “ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა გია გაჩეჩილაძემ კი მთლად საოცრება განაცხადა. დეპუტატის მტკიცებით, შვილმოკლული მამების აქციას რუსეთი გამოიყენებს. ვინ თამაშობს რუსეთის თამაშს საქართველოში, რას შეეწირა თემირლან მაჩალიკაშვილი, რატომ ეშინია ხელისუფლების ამ საქმის გამოძიების? – ამის შესახებ “ახალ თაობას” მალხაზ […]
ხათუნა ლაგაზიძე – „ოცნება“ თვითლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა”
შვილმოკლული მამების აქციასთან დაკავშირებით ნაძვის ხის კონტექსტში კახა კალაძემ გააკეთა განცხადება, რომ აქციის მონაწილეებმა დეკემბერში კარვები სხვა ადგილას უნდა გაშალონ. ხოლო გიორგი გახარიამ პროცესების განვითარების შემდგომ ვითარების დესტაბილიზაციის რისკზე ისაუბრა, მას შემდეგ რაც აქციაზე ექსცესები განვითარდა. ხომ არ იქონია ამან გავლენა „ქართული ოცნების“მზარდი რეიტინგის მქონე ფიგურებზე უარყოფითად და რა პოლიტიკურ თამაშს თამაშობს „ქართული ოცნება“? – […]
გიორგი ვაშაძე – “ჩვენ ძალიან დიდი უპირატესობა გვაქვს – არჩევნების გაყალბების მცდელობას ტექნოლოგიურ მექანიზმებს დავუპირისპირებთ”
“ახალი თაობის” კითხვებს, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე პასუხობს. – ბატონო გიორგი, როგორ აფასებთ ქვეყანაში არსებულ სიტუაციას? დესტაბილიზაციის საფრთხე არსებობს? – მიზანმიმართულად მიდის ხელისუფლების მხრიდან დაძაბულობაზე საუბარი. არაფერი დაძაბული სიტუაცია არ არის. ხელისუფლების მხრიდან დაძაბულობაზე საუბარი მხოლოდ ტყუილია. უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი “ქართული ოცნება”, რომელიც დამარცხებისთვის განწირულია, ათას მონაჩმახს […]
ზაალ კასრელიშვილი – “რუსეთი ქართველ სამხედროებზე ნადირობის დაწყებას აპირებს”
რა საფრთხე ელოდება საქართველოს ჰააგის სასამართლოდან, რა შეცდომებს უშვებს საქართველოს ხელისუფლება, რატომ დაიწყეს ზოგიერთებმა საქართველოს უახლესი ისტორიის გადაწერა? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება. – 1989 წლის 9 აპრილი ქართველებისთვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელი თარიღია. ახლა კი ვიღაცები გვეუბნებიან, რომ რუსის ჯარს ნიჩბებით არავინ დაუხოცავს და გასართობად მისული ახალგაზრდები ასფიქსიით გარდაიცვალნენ. […]










