“ახალი თაობის” კითხვებს პოლიტიკური მოძრაობა “ძალა ერთობაშია”-ს ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გამყრელიძე პასუხობს. – ბატონო მამუკა, “ქართულ ოცნებას” ჯერ ვერ გადაუწყვეტია, სალომე ზურაბიშვილს დაუჭირონ თუ არა მხარი. რაზე ვერ თანხმდებიან? – როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილმა არ გაამართლა. ძალიან მოკლე ხანში, პრაქტიკულად ერთი კვირის განმავლობაში, საკუთარი თავი რაღაც კომიკურ პერსონაჟად აქცია, გამოთქმების გამო. უბრალოდ, ქართული არ იცის […]
კატეგორია: გაზეთი ”ახალი თაობა”
“პრეზიდენტს ახალი კონსტიტუციითაც დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია პოლიტიკაზე”
კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ახალი პრეზიდენტის როლსა და უფლებამოსილებებზე საუბრობს. – ბატონო ავთანდილ, წინასაარჩევნო კამპანიამ, რომელსაც პრეზიდენტობის კანდიდატები ატარებენ, ხომ არ გამოაჩინა, რომ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები, კონსტიტუციის ახალი მოდელით, მართლაც არ არის საჭირო? – სავსებით ლეგიტიმური კითხვაა, მაგრამ ჩვენ კონსტიტუციიდან უნდა გამოვიდეთ. პრეზიდენტი არის ქვეყნის მეთაური. მეორე, პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმურობის ხარისხი […]
“ცესკო ვალდებულია, სალომე ზურაბიშვილი რეგისტრაციაში არ გაატაროს”
რა შემთხვევაში მიიღებს მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში ლევან ვასაძე, რას სთხოვდნენ მასთან დაახლოებული ეპისკოპოსები პატრიარქს, როგორ ითხოვდა ზურაბიშვილი სააკაშვილისგან ცხინვალის დაბომბვას, რატომ არ უნდა გაატაროს ის ცესკომ რეგისტრაციაში? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ესაუბრება. გოჩა მირცხულავა: – სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის გარშემო “ოცნების” კონცენტრირება ერთის მხრივ საზოგადოების სიფრთხილეს აჩენს, ხოლო მეორეს მხრივ ანტაგონიზმს იწვევს. […]
რევაზ არველაძე: “ოცნებამ” არც ერთ კანდიდატს არ უნდა დაუჭიროს მხარი – სალომე ზურაბიშვილის ადგილზე მე სხვანაირად მოვიქცეოდი”
“ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტის დეპუტატი რევაზ არველაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საპრეზიდენტო არჩევნებსა და კანდიდატებზე საუბრობს. – ბატონო რევაზ, პრემიერმა მამუკა ბახტაძემ, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე კვირიანი ტაიმაუტი ავიღეთო. თქვენ რას იტყვით, როგორი განწყობაა გუნდში კონკრეტულად სალომე ზურაბიშვილის მიმართ? – მე ვფიქრობ, რომ განწყობა დადებითია. თუმცა, ჩემი პოზიცია ყოველთვის იყო და ახლაც ამას ვაფიქსირებ, […]
თორნიკე შარაშენიძე – “დღეს დიალოგი აფხაზებს უფრო სჭირდებათ”
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ჯიპას პროფესორი თორნიკე შარაშენიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში სერგეი შამბას განცხადებაზე საუბრობს. – ბატონო თორნიკე, აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ყოფილმა პრემიერმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ ქართველებს მტრებად არ მიიჩნევს და დროა, დიალოგზე და საერთო მომავალზე დავიწყოთ ფიქრი. რა გზავნილი შეიძლება ეს იყოს და რატომ მაინცდამაინც ახლა? – ამ დღეებში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, მაგრამ […]
ნუკრი ქანთარია – “ორ კვირაში გაიგებთ, ვის დავუჭერთ მხარს საპრეზიდენტო არჩევნებზე”
“ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტის დეპუტატი ნუკრი ქანთარია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პარტიის გადაწყვეტილებაზე საუბრობს. – ბატონო ნუკრი, “ქართულმა ოცნებამ” საბოლოოდ თუ მიიღო გადაწყვეტილება საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით? – უკვე გადაწყვეტილია, რომ ჩვენ ამ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატს არ დავაყენებთ, ეს გადაწყვეტილება ერთიანად მივიღეთ. ვის დავუჭერთ მხარს, რომელ დამოუკიდებელ კანდიდატს, ეს ამ ორ კვირაში გადაწყდება. ჩემი […]
ემზარ ჯგერენაია: “ლარის რყევა არაფერს არ აბალანსებს, პირიქით, აუარესებს სიტუაციას”
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა, ლარის მერყეობა საშუალებას გვაძლევს შევქმნათ უსაფრთხოების ბალიში ჩვენი ეკონომიკისთვისო. ამ განცხადებამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია. ეკონომიკის მინისტრის შეფასებებს არ იზიარებს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ემზარ ჯგერენაია. – ბატონო ემზარ, რამდენად სწორია გიორგი ქობულიას შეფასებები? – არ ვეთანხმები არანაირად. ლარის რყევა გვიცავს, ეს ძალიან რთული სათქმელია. რისგან გვიცავს? უნდა […]
“ივანიშვილს ამერიკის პერსონალური სანქციები ემუქრება – “ოცნების” საცირკო წარმოდგენას დასასრული არ უჩანს”
საპრეზიდენტო არჩევნებსა და სხვა საკითხებზე “ახალი თაობა” ესაუბრა “საქართველოს გადარჩენის მოძრაობის” ლიდერს, ყოფილ დეპუტატ მირიან მირიანაშვილს. – თქვენი ინფორმაციით, აშშ არ გაურიგდა რუსეთს საქართველოს მომავალი პრეზიდენტის კანდიდატურის თაობაზე. ისიც აღნიშნეთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ის კანდიდატურაა, რომელსაც, სხვებისაგან განსხვავებით, დასავლეთი უნდობლად არ მოეკიდებოდა. ბოლო დროს სალომე ზურაბიშვილის გარშემო საქართველოში სკანდალები აგორდა, “ქართული ოცნება” კი ოფიციალურად არ […]
მამუკა არეშიძე: “ოცნება” სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ დარაზმული არაა”
პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრობს. – ბატონო მამუკა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ შეიძლება ოპოზიციონერი პრეზიდენტი შეგვრჩეს, რომელიც სტაბილურობის გარანტი ვერ იქნება. მართლაც შეიძლება ასე განვითარდეს მოვლენები? – რასაკვირველია! სავსებით შესაძლებელია, რომ ასე განვითარდეს მოვლენები და მართლაც ოპოზიციონერი პრეზიდენტი მივიღოთ. არჩევნებია, რომელიც ზოგადად რთული საპროგნოზოა. მით უფრო მაშინ, როდესაც […]
ვახტანგ ძაბირაძე – “მეორე ტური ვაშაძესა და უსუფაშვილს შორის გაიმართება”
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრობს. – ბატონო ვახტანგ, მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა აგვისტოს ომის დაწყების საკითხზე განცხადებები გააკეთა, რასაც “ქართული ოცნება” გაემიჯნა, ხომ არ ფიქრობთ, რომ არჩევნებზეც გაემიჯნოს? – ხელისუფლებამ უკან დასახევი გზა დაიტოვა, როდესაც განაცხადა, რომ არ აპირებს, მხარი დაუჭიროს რომელიმე კანდიდატს. ოპოზიციისა და გარკვეულწილად მედიის განწყობა სალომე ზურაბიშვილის […]










