რა პროცესები მიდის საპარლამენტო უმრავლესობაში, რას უმზადებს ივანიშვილი კობახიძეს და მის გუნდს, ვისზე შეგროვდა კომპრომატები? – ამის შესახებ “ახალ თაობას” სამოქალაქო აქტივისტი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება. ლადო სადღობელაშვილი: – ჯერ კიდევ გასულ წელს ვამბობდი, რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ “ოცნებაში” დიდი არეულობა დაიწყებოდა. ეს ინფორმაცია თავად “ოცნების” წევრებისგან მქონდა. ისინი ვარაუდობდნენ, რომ პარტიის გახლეჩვა 2018 წლის აგვისტოში […]
კატეგორია: გაზეთი ”ახალი თაობა”
გიორგი ახვლედიანი – “გვიმტკიცებენ, რომ გრიგოლ ვაშაძე არის ქართული დიპლომატიის მამა, ბებია და ბაბუა”
“ახალი თაობის” კითხვებს გიორგი ახვლედიანი პასუხობს. – ბატონო გიორგი, პოლიტიკურად ცხელი ზაფხულია. წინ საპრეზიდენტო არჩევნებია, ოპოზიციამ ვერ შეძლო საერთო კანდიდატზე შეთანხმება. რამ შეუშალა ამ პროცესს ხელი? – ერთადერთი რეალური შანსი ჰქონდა ოპოზიციას, რომ საერთო კანდიდატი დაეყენებინა, მაგრამ რა ვქნათ, რომ ამ პოლიტიკურ ოპოზიციურ სპექტრში, “ქართული ოცნების” დამსახურებით, შენარჩუნებული გვყავს ნაციონალური მოძრაობა. – ნაციონალურმა მოძრაობამ შემოიკრიბა […]
რამაზ საყვარელიძე – “ივანიშვილი გარემოცვაზე მაღლა უნდა დადგეს და მაშინ მისი ტყვე არ გახდება”
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო რამაზ, “რას იტყვით “ქართულ ოცნებაში” მიმდინარე პროცესებზე? – “ქართული ოცნების” ეს თავგადასავალი დავით ჭიჭინაძით არ იწყება. ამ ამბავს წინამორბედი ჰყავდა და ეს გედევან ფოფხაძე იყო. მაშინ ფოფხაძის პროტესტმა გარკვეული ძვრები გამოიწვია და პარტიის შიგნით განხეთქილება დაიწყო. უკვე გასაგები იყო, ვინ რომელ დაჯგუფებას ეკუთვნოდა. […]
რომან გოცირიძე: “გრიგოლ ვაშაძეს ყველაზე მეტი შანსი აქვს”
“ახალი თაობის” კითხვებს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე პასუხობს. – ბატონო რომან, ნაციონალურმა მოძრაობამ და მასთან გაერთიანებულმა სუბიექტებმა საპრეზიდენტო კანდიდატი წარადგინა. ბევრი თვლის, რომ გრიგოლ ვაშაძეს შანსი არ აქვს, ნაწილი მიიჩნევს, რომ მეორე ადგილისთვის იბრძვით. რა შანსები აქვს გრიგოლ ვაშაძეს? – ეს შანსები დამოკიდებულია ჩვენზე და დამოკიდებულია სხვაზეც. ჩვენზე იმიტომ, რომ გვყავს ძალიან სერიოზული […]
რატომ მოუხსნა მურმან დუმბაძემ ნაციონალებს წყევლა – “ივანიშვილის და მარგველაშვილის დაპირისპირება თამაშია”
რატომ შეურიგდა ნაციონალებს და მოუხსნა თუ არა მათ წყევლა, რა დაღუპავს “ქართულ ოცნებას”, რითი დააშინა ივანიშვილმა მარგველაშვილი? – ამის შესახებ “ახალ თაობას” “ემსახურე საქართველოს” ლიდერი მურმან დუმბაძე ესაუბრება. – 2012 წლის არჩევნების წინ, თქვენ საჯაროდ დაწყევლეთ ნაციონალური მოძრაობა. 6 წლის თავზე კი მათ გვერდით დადექით და ხალხს იმ პარტიის კანდიდატის შემოხაზვისკენ მოუწოდებთ, რომლისთვის ხმის მიცემის […]
აკაკი ასათიანი – “კვირიკაშვილს სულ რომ აეყვავებინა საქართველო, ივანიშვილი მას მაინც გაუშვებდა””
“ახალი თაობის” კითხვებს ქვეყანაში განვითარებული ბოლო პერიოდის პოლიტიკური პროცესების შესახებ ტრადიციონალისტი აკაკი ასათიანი პასუხობს. – ბატონო აკაკი, ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური თემა საპრეზიდენტო არჩევნებია. 10-მა პარტიამ გრიგოლ ვაშაძე დაასახელა. რას იტყვით? – ეს 10 პარტია ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული პარტიებია და მის გარშემო შემოიკრიბა. ერთადერთი უცხო და ახალი სახე არის მურმან დუმბაძე. ამაში ცუდი არაფერია. უკეთესია, თუ […]
გოჩა მირცხულავა: “ივანიშვილმა კვირიკაშვილის გუნდზე შური გამქრალი 1,5 მილიარდის გამო იძია”
ვინ გაიზიარებს ქუმსიშვილი-ალავიძის ბედს, სად გაქრა 1.5 მილიარდი ლარი, რატომ გამოუჩნდა კვირიკაშვილს ამდენი დამცველი და რას ერჩის მას ივანიშვილი? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ესაუბრება. – ზურაბ ალავიძეს და დიმიტრი ქუმსიშვილს რომ პროკურატურა დაიბარებდა, ეს თქვენ რამდენიმე თვის წინ იწინასწარმეტყველეთ “ახალ თაობასთან” საუბარში. მათ უკვე უხმო პროკურატურამ. საზოგადოების, პოლიტიკოსების და ექსპერტების ნაწილმა […]
ბეჟან ნათელაშვილი – “სააკაშვილზე კარგი როგორ უნდა ვთქვა, მაგრამ მას კრიმინალი ალაგმული ჰყავდა”
რატომ ზრდიან საპენსიო ასაკს, დაიწყება თუ არა ბანკირების დევნა, რა კომპრომატები აქვთ მინისტრებს ივანიშვილზე, რა შემთხვევაში დასრულდება “”ოცნება”? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ლეიბორისტული პარტიის წევრი ბეჟან ნათელაშვილი ესაუბრება. ბეჟან ნათელაშვილი: – ქვეყანა და მოსახლეობა ვდგავართ კლდის ქიმზე და პირდაპირ უფსკრულისკენ მივექანებით. ვიღაცებს ჰგონია, რომ არსებულ ვითარებას ახალი მთავრობა გამოასწორებს. ამის იმედად ყოფნა დაახლოებით იგივეა, […]
“მამუკა ბახტაძემ ბანკებს სწორად შეუტია, მაგრამ მერე უკან დაიხია”
“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძე პასუხობს. – ბატონო დემურ, უკვე ახალი მთავრობა გვყავს, ძირითადათ განახლდა ეკონომიკური გუნდი. ახალი სახეებია უცხოეთიდან მოწვეული. დიდი ოპტიმიზმით არ გამოირჩევა საზოგადოება, ოპოზიცია, თვლიან რომ ეს არაფერს შეცვლის. რას ფიქრობთ თქვენ? – რა გითხრათ, ჩვენ გვაინტერესებს ამ ადამიანთა შეხედულებათა სისტემა. რა შეხედულებათა სისტემის ფარგლებში მოქმედებენ, რას გააკეთებენ, მე […]
სოსო ცინცაძე – “მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილსაც და სხვა წვრილფეხობასაც მარტივად ააყირავებს”
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საპრეზიდენტო არჩევნებსა და სავარაუდო კანდიდატებზე საუბრობს. – ბატონო სოსო, “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი რამდენად შეიძლება პარტიის გარეთ იყოს, მაგალითად სალომე ზურაბიშვილი? – მთელი საიდუმლოება, ინტრიგა მდგომარეობს იმაში, რომ მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელისუფლებას კატა-თაგვობანას ეთამაშება. მარგველაშვილი ერთობა იმით, რომ ასეთ დაძაბულ, სტრესულ მდგომარეობაში ამყოფებს ხელისუფლებას. “ქართულ ოცნებაში” კარგად ესმით, […]










