“ახალ თაობასთან” ინტერვიუში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, რუსთავის მერობის კანდიდატი დავით კირკიტაძე ამბობს, რომ ოპოზიცია რუსთავის საკრებულოში 61% აქვს: – უნდოდათ იმ უბნების ჩაშლა, სადაც დამარცხდნენ და ჩვენ გავიმარჯვეთ. არაერთხელ დათვალეს. იყო მანიპულაციის სხვადასხვა მეთოდები. მოკლედ, არ იყო ის არჩევნები, რასაც ჰქვია სამართლიანი არჩევნები, მაგრამ ესეც არ ეყოთ და რუსთავში მწარედ დამარცხდნენ. საკრებულოში აბსოლუტური უმრავლესობა […]
კატეგორია: გაზეთი ”ახალი თაობა”
“გახარიას კისერზეა, კალაძე პირველ ტურში რომ ვერ გავიდა”
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი”ახალი თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გახარიამ წარმატება უნდა იზეიმოს. – შემოვარდა ქართულ პოლიტიკაში ისე, რომ რეიტინგიც კი არ ჰქონდა და 7%-ს იღებს. სხვათა შორის, სწორედ თქვენთან ვთქვი, რომ გახარია 8%-ს აიღებს-მეთქი. – ანუ მესამე ძალად დაფიქსირდა გახარია? – დიახ, ასეა. სხვა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მიიღო ცუდი შედეგი. – კალაძის ბრიფინგი და მისი ბოდიში […]
“ოპოზიციას დიდ ქალაქებში გამარჯვების შანსი გვაქვს” – გიგი წერეთელი
“ახალ თაობასთან” ინტერვიუში “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი ამბობს, რომ მეორე ტურები ხელისუფლებისთვის დიდი განსაცდელია: – დიდ ქალაქებსა და ცენტრებში ბევრგან ოპოზიციის წარმომადგენლები ლიდერობენ. ოპოზიციის კონსოლიდაციის შემთხვევაში ეს ყველაფერი რომ ოპოზიციის გამარჯვებით დამთავრდეს, ამის შანსები ძალიან დიდია. – ამ ქალაქებიდან დაიწყებთ ხელისუფლების ჩამოშლის პროცესს? – ეს მნიშვნელოვანი საფუძველია. შეჯამდება შედეგები, ყველა გააკეთებს ანალიზს, მაგრამ, […]
„არ გამიკვირდება, რომ გახარიას წინააღმდეგ საქმე აღძრან“ – გია ნოდია
„ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი გია ნოდია ამბობს, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებზე 40%-ზე მეტი არ უნდა აიღოს „ქართულმა ოცნებამ“. – შემდეგ წამოვა ვადამდელზე მმართველი პარტია? – ეგ სხვა საკითხია. ის, რა თქმა უნდა, ეცდება, არ წამოვიდეს. არ მაქვს პროგნოზი ამაზე, საბოლოოდ დასთანხმდება თუ არა, მაგრამ, შემიძლია გითხრათ, რომ ნორმალური ცხოვრება არ გვექნება, რა შედეგიც არ უნდა დაიდოს […]
“ოცნებას” 43%-ის აღების შანსი არ აქვს” – ლევან სამუშია
ლევან სამუშია “ახალი თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებში “ქართული ოცნება” დამარცხდება. – მიშას დროსაც ვიბრძოდი უსამართლობის წინააღმდეგ და ახლაც ვიბრძვი. ახლა საერთოდ კატასტროფა ხდება. რაზე ვლაპარაკობთ?! იმდროინდელი მურუსიძე დღეს გამოიყვანეს გმირი. იმდროინდელ მურუსიძეზე დღეს გვეუბნებიან, რომ ევროპაში პირველი მოსამართლეა. უნამუსობასაც ხომ აქვს საზღვარი! – მთლიანად პოლიტიზებულია დღეს სასამართლო სისტემა? – შეიძლება ითქვას, რომ […]
“გახარიას კობახიძისგან მთელი ერი იცავს” – ხათუნა ლაგაზიძე
„ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ გახარიას საწინააღმდეგო კამპანია მის სასარგებლოდ მუშაობს: – საკითხის გარშემო ასეთი გაერთიანებული მთელი ერი ბოლო პერიოდში მე არ მინახავს: გახარიას კობახიძისგან იცავს მეოცნებეც, ნაციონალიც, პარტიულიც და უპარტიოც, პროდასავლელიც, პრორუსიც და შუაშისტიც – ყველა გაერთიანდა გახარიას დასაცავად კობახიძის ტრაგიკომიკური ბრალდებების წინააღმდეგ. – ეს ნიშნავს, რომ ისინი წავლენ და გახარიას […]
გიორგი ვაშაძე – “სააკაშვილის ჩამოსვლა შეცდომა იქნება”
გიორგი ვაშაძე „ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სულ ქუჩაში დადის და „ოცნების“ აქტიურ მხარდამჭერს ვერსად პოულობს. – ნაციონალები რევოლუციისთვის ემზადებიანო, ასე აცხადებს ხელისუფლება. – კარგით, რა. ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რა მიმართულებით მიდის და რა გზას ირჩევს საქართველო. არავინ არაფრისთვის არ ემზადება. რევოლუციას ოპოზიცია ვერასდროს ვერ აწყობს. ეს ყველამ უნდა იცოდეს. რევოლუციას აწყობს ხელისუფლება, როცა ის […]
გია ხუხაშვილი – “ამ არჩევნების ჩატარება სუსს გაუჭირდება”
“ახალ თაობასთან” ინტერვიუში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ არჩევნები როგორც არ უნდა დამთავრდეს, ტემპერატურა ყველა შემთხვევაში აიწევს. – ხელისუფლებას ცივილიზებულ გარემოში არჩევნების მოგების არანაირი რესურსი არ აქვს, შესაბამისად, თუ არჩევნები მეტ-ნაკლებად ნორმალურად ჩატარდა, ის მას აგებს. თუ აგებს, ბუნებრივია, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგში დგება რიგგარეშე არჩევნების საკითხი, რაზეც ხელისუფლება ჯერჯერობით ამბობს, რომ არა. თუ არჩევნების გზით […]
“კალაძემ მეურნე მერის სტატუსი მოირგო და ეს მისთვის მომგებიანია” – რამაზ საყვარელიძე
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ “ქართული ოცნების” ამოცანაა, ამომრჩევლის მიერ ერთ მთლიანობად იყოს აღქმული გახარია და ნაციონალური მოძრაობა. – როგორი შეიძლება იყოს კანდიდატთა პროცენტული მაჩვენებლები? – ბოლო ხნის სოციოლოგიური მაჩვენებლები, რომლებიც მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც გახარიამ გადაწყვიტა, კენჭი ეყარა, დიდად არ შეცვლილა. თითქმის იდენტურია. ალბათ, ეს მოსალოდნელიც არის. – რატომ? – ეს […]
“სააკაშვილის მატარებელი ჩავლილია” – კახა კუკავა
“ახალ თაობასთან” ინტერვიუში კახა კუკავა სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობაზე საუბრობს. – არის რამდენიმე სცენარი. პირველი – მიშა არ ჩამოდის. ასეთ შემთხვევაში “ოცნების” მხარდამჭერებისათვის ეს იქნება საოცარი ეიფორია, რომ აი, მიშამ კიდევ ერთხელ გაიფარჩაკა თავი. მეორე ვარიანტია, რომ ჩამოდის და აპატიმრებენ. ეს ვარიანტიც “ოცნების” სასარგებლოა, არჩევნებამდე. მიშას დაპატიმრება “ოცნების” მხარდამჭერებისათვის ძალიან დიდი სტიმული იქნება. ესეც გაზრდის […]










